ქრისტოლოგიური დოგმატი

      სამება ქრისტოლოგიური დოგმატის ყველაზე ინტელექტუალურ სტრუქტურაში, ანუ პირისა და ბუნების განყოფაში იმყოფება. სამება ერთი ბუნებაა სამ პიროვნებაში, ქრისტე ერთი პიროვნებაა ორ ბუნებაში. მიუხედავად იმისა, რომ ღმრთაებრიობა და ადამიანურობა უსასრულო მანძილით არიან განყოფილნი, ისინი შეერთებულნი არიან ერთი პიროვნების ერთიანობაში.

      ტრიადოლოგიასა და ქრისტოლოგიას შორის არსებობს შემაერთებელი საწყისი - ერთარსობა, რამეთუ ტერმინი "ერთარსი" ("თანაარსი"), - რომელიც თავდაპირველად მამისა და ძის შიდასამებობრივი ერთიანობის განსაზღვრისთვის გამოიყენებოდა, კვლავ ჩნდება ქრისტოლოგიურ დოგმატში, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქალკედონის კრების მიერ. ქრისტე ერთის მხრივ თანაარსია მამისა თავისი ღმრთაებრიობით, მეორეს მხრივ თავისი კაცობრივი ბუნებით ჩვენი თანაარსიც არის, როგორც ვხედავთ, ერთარსობა ორია, მაგრამ ერთარსი ერთია, ერთია პირი - ჭეშმარიტი ღმერთი იმავდროულად ჭეშმარიტი კაციც არის. ჰიპოსტასი ორივე ბუნებას მოიცავს: იგი რჩება ერთადერთ მათგანთან და ამავე დროს ხდება მეორეც, და თანაც ისე, რომ არც ღმრთაებრივი ბუნება გარდაიქმნება კაცობრივ ბუნებად და არც პირიქით - კაცობრივი ღმრთაებრივად.

      ქალკედონის დოგმატმა, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა ორის ერთში მყოფობის საიდუმლო, დაასრულა ხანგრძლივი ბრძოლა მათ წინააღმდეგ, რომელნიც ცდილობდნენ განკაცების რაციონალისტურად ახსნას, ისე, რომ დაეკანონებინათ ქრისტეს ორი ბუნებიდან ხან ღმრთაებრივი, ხან კაცობრივი ბუნება. ამ მცდელობათა ფონზე წარმოჩინდა ძველი ქრისტიანობის ორი მოწინააღმდეგე საღვთისმეტყველო სკოლა: ალექსანდრიისა და ანტიოქიისა. ანტიოქიის სკოლა - ესაა ეგზეგეზაში ბუკვალიზმის სკოლა, რომელიც მთავარ ყურადღებას წმიდა წერილის ისტორიულ ასპექტს ანიჭებდა. წმიდა მოვლენების ყოველგვარი სიმბოლური ინტერპრეტაცია, ყოველგვარი გნოსისი მას საეჭვოდ მიაჩნდა, და ამიტომაც მას ხშირად რჩებოდა მხედველობიდან ისტორიაში მარადიულობის არსებობა. ასე წარმოიშვა საშიშროება იმისა, რომ ქრისტეში დაენახათ იუდეის ისტორიაში არსებული მხოლოდ ერთ-ერთი ინდივიდუუმი. ეს ისტორია კი მეტისმეტად ადამიანური იყო თავის დროულ ჩარჩოებში. ანტიოქიურ სკოლაში ისტორია იმდენად ჩაიკეტა საკუთარ თავში, რომ ზოგჯერ ვეღარც ამჩნევდა კაცად ქცეულ ღმერთს. ალექსანდრიის სკოლა პირიქით, ეყრდნობოდა რა ქრისტიანულ გნოსისს, თავის უკიდურესად ალეგორიულ ეგზეგეზაში ბიბლიურ მოვლენებს ხშირად აცლიდა კონკრეტულ უბრალოებას, ამჟღავნებდა განკაცების ისტორიული, ადამიანური ასპექტის იგნორირების ტენდენციას. ამ სკოლებმა დიდი ღვთისმეტყველები მოგვცეს, მაგრამ მათ დიდი ერეტიკოსებიც წარმოშვეს, რომელნიც მათთვის დამახასიათებელი საცთურის ქვეშ ექცეოდნენ.

      ანტიოქიური ყაიდის აზროვნებისაგან აღმოცენებული ნესტორიანობა ქრისტეს ორ სხვადასხვა პირად ჰყოფდა. აქ თითოეულ ერთარსობას თავისი ერთარსება შეესაბამებოდა და ამგვარად გაჩნდა ორი პიროვნულად ცალკე მდგომი ერთარსი - ძე ღვთისა და ძე კაცისა. მართალია ამ დროისათვის საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ დადგენილი. განსხვავება პირსა და ბუნებას შორის ბუნდოვანი რჩებოდა და ნესტორის აზრს დიდი ხნის მანძილზე შეეძლო ქრისტიანთა შეცდომაში შეყვანა. ეს კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, ანტიოქიურ სკოლას ეკუთვნოდა, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ დიდი ღვთისმეტყველები, მათ შორის - თეოდორე მოფსუესტიელი - აშკარად იხრებოდა ერესისაკენ (თეოდორე განსჯილ იქნა სიკვდილის შემდგომ). ნესტორი მკაფიოდ განასხვავებდა ორ ბუნებას და მისია ზრი მართლმადიდებლური მოჩანდა იმ მომენტამდე, როდესაც მან უარი თქვა ყოვლაწმიდა ქალწულისათვის ღვთისმშობელი (Θεοτοκος) ეწოდებინა - და ამჯობინა ამ ტერმინის ნაცვლად ეხმარა ტერმინი "ქრისტესმშობელი" (Χριστοτοκος), მაშინ აღშფოთდნენ უბრალო ღვთისმოსავი მორწმუნენი და ნესტორი შერცხვენილ იქნა. ნესტორი ვერ ჩაწვდა პიროვნების საიდუმლოს, იგი პიროვნებას ბუნების ტერმინებით მოიაზრებდა და საბოლოოდ ერთს მეორესთან აიგივებდა. ასე მაგ. იგი სიტყვის პიროვნებას იესოს პიროვნებას უპირისპირებდა; ისინი მისთვის უეჭველად დაკავშირებულნი იყვნენ, მაგრამ მხოლოდ ზნეობრივად - გამონაგონად, თითქოს იესო იქცა სიტყვის სათავსად. ნესტორის გაგებით ქრისტეს მხოლოდ ადამიანური პიროვნება იშვა ქალწულისაგან და ამიტომაც იგი იყო დედა ქრისტესი და არა დედა ღვთისა. ორივე ძე - ძე ღვთისა და ძე კაცისა ქრისტეში შეერთებულია, მაგრამ ისინი არ არიან "ერთი".

      მაგრამ თუ ქრისტეში არ არის პიროვნების ერთობა, მაშინ ჩვენი ბუნება არ იქნა მიღებული ღვთის მიერ, და განკაცებაც უკვე აღარაა "ფიზიკური" აღდგენა. თუ ქრისტეში არაა ჭეშმარიტი ერთობა, მაშინ არ არსებობს ადამიანის ღმერთთან შეერთების შესაძლებლობაც. მთელი მოძღვრება ცხონებაზე, კარგავს თავის ონტოლოგიურ საფუძველს: ჩვენ კვლავ განშორებულნი ვართ ღმერთს, განღმრთობა ჩვენთვის დახშულია: ქრისტე მხოლოდ დიდი მაგალითია, ხოლო ქრისტიანობა უთანაბრდება ზნეობრივ მოძღვრებას, ქრისტეს მიბაძვას.

      ღვთისმოსაობის ერთსულოვანმა რეაქციამ აღმოსავლეთში მალე მოუღო ბოლო ნესტორიანობას, მაგრამ თვით ამ რეაქციის ძლიერებამ საპირისპირო ერესი წარმოშვა. ქრისტეს ერთიანობის დამცველნი მის ერთიანობას გამოხატავდნენ იმ ტერმინებით, რომელნიც ეხებოდნენ ქრისტეს ბუნებას, და თანაც ღმრთაებრივ ბუნებას, დიდების ბუნებას.

      ნესტორიანელებთან პოლემიკაში წმ. კირილე ალექსანდრიელმა წამოაყენა ფორუმლა: "ერთი ბუნება განხორციელებული სიტყვისა". აქ ადგილი ჰქონდა მარტივ ტერმინოლოგიურ შეცდომას, რაც ჩანს მთლიანი კონტექსტიდან. წმ. კირილე მართლმადიდებლად რჩება. მაგრამ მისმა ზოგიერთმა მოწაფემ ეს ფორმულა პირდაპირ გაიგო: ქრისტეში ერთი ბუნებაა, ესაა ღმრთაება; აქედანაა ამ ერესის სახელწოდებაც - მონოფიზიტობა. მონოფიზიტები არ უარყოფდნენ ქრისტეში კაცობრივობას როგორც ასეთს, მაგრამ იგი მათ მიაჩნდათ ღმრთაებრიობაში ისევე ჩაძირული, როგორც წვეთი ოკეანეში. კაცობრივი ბუნება განზავდება ღვთაებაში ანდა ორთქლდება მასთან შეხებისას, როგორც გავარვარებულ ნახშირზე დასხმული წყლის წვეთი. "სიტყვა ხორციელი იქმნა" - ამტკიცებდნენ მონოფიზიტები, მაგრამ ეს "იქმნა" მათ ესმოდათ როგორც წყლის ქცევა ყინულად: ეს მოხდა მხოლოდ მოჩვენებითად, მიმსგავსებულად, რამეთუ ქრისტეში ყოველივე ღმრთაებრივია. მან განვლო ქალწულის სხეულში ისე, რომ არაფერი მისგან არ მიუღია, არამედ მხოლოდ გამოიყენა იგი თავის მოსავლინებლად.

      რაც უნდა მრავალფეროვნება ყოფილიყო მონოფიზიტობის შიგნით, ერთი რამ მუდამ საერთო რჩებოდა ყველა მონოფიზიტობისათვის: ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია, მაგრამ არაა ჭეშმარიტი კაცი; საბოლოოდ, ადამიანური ქრისტეში მხოლოდ მოჩვენებითია; ამრიგად, მონოფიზიტობა დოკეტიზმზე დაიყვანება.

      ნესტორიანობაც და მონოფიზიტობაც ეკლესიაში გამოვლენილი ის ორი ქრისტიანობამდელი ტრადიციაა, რომელნიც განუწყვეტლივ ემუქრებოდნენ ქრისტიანობას, ერთის მხრივ ჰუმანისტური კულტურა დასავლეთისა, ესაა ათენისა და რომის მემკვიდრეობა, მეორეს მხრივ კი ესაა ძველი აღმოსავლეთის კოსმიური ილუზიონიზმი და წმინდა თვითჩაღრმავება, მისი აბსოლუტით, რომელშიც ყოველივე განქარდება (წყლისა და ყინულის სახე ინდუსისათვის კლასიკური ილუსტრაციაა სასრულისა და უსასრულოს ურთიერთობისა). ერთის მხრივ, ადამიანური საკუთარ თავში იკეტება, მეორე შემთხვევაში იგი შთაინთქმება ღმრთაების მიერ. ამ ორ საპირისპირო საცთურს შორის ქალკედონის დოგმატი განსაზღვრავს ქრისტესთან - ჭეშმარიტ ღმერთთან და ჭეშმარიტ კაცთან მიმართებაში - ღვთის ჭეშმარიტებას და კაცის ჭეშმარიტებას, განსაზღვრავს მათი ერთიანობის საიდუმლოს განცალკევებისა და შთანთქმის გარეშე. "მაშასადამე წმ. მამათა კვალად ყველა თანხმობით ვქადაგებთ და ვაღიარებთ ერთსა და იმავე ძეს, უფალს ჩვენსას იესუ ქრისტეს, სრულყოფილს ღმრთაებრიობით, სრულყოფილს, კაცობრივობით, ჭეშმარიტ ღმერთს, ერთსა და იმავე ჭეშმარიტ კაცს, გონიერი სულითა და სხეულით, თანაარსს მამისა ღმრთაებრიობით და ჩვენს თანაარსს კაცობრივი ბუნებით, ყველაფრით ჩვენს მსგავსად, გარდა ცოდვისა, შობილს უწინარეს საუკუნეთა მამისაგან ღმრთაებრიობით, ხოლო უკანასკნელ დღეს ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისათვის ღვთისმშობელი ქალწული მარიამისაგან კაცობრივი ბუნებით, ერთსა და იმავე ქრისტეს, ძეს უფლისას მხოლოდ შობილს, ორი ბუნების მქონეს შეურევნელად, უცვალებლად, განუყოფელად, განუყრელად, შესამეცნებელს, ისე რომ შეერთებით არაფრით არ ირღვევა ორი ბუნების სხვაობა, არამედ მით უმეტეს ნარჩუნდება თითოეული ბუნების თვისება და შეერთდებიან ერთ პიროვნებაში, ერთ ჰიპოსტასში, - არა ორ პიროვნებას გაყოფილად და დანაწევრებულად, არამედ მხოლოდშობილს ერთ და იმავე ძეს, სიტყვა ღმერთს უფალ იესო ქრისტეს".

      "შეურევნელად, უცვალებლად, განუყოფელად, განუყრელად" - ასეა შეერთებული ქრისტეს პიროვნებაში ორი ბუნება, თანაც პირველი ორი განსაზღვრება მიმართულია მონოფიზიტთა წინააღმდეგ, უკანასკნელი ორი კი ნეგატიურია: ασυγχιτος, ατρεπτως, αδιαιρετος, αχοριατος. ისინი აპოფატიკურად გადმოგვცემენ განკაცების საიდუმლოს, მაგრამ გვიკრძალავენ წარმოვიდგინოთ, როგორია ეს საიდუმლო. ქრისტე მთლიანადაა ღმერთი, როგორც ბაგაში მწოლიარე ყრმა, ისე ჯვარზე სიკვდილის დროს, იგი არ წყვეტს სამების სისავსის თანაზიარებას და თავისი ყოვლისშემძლეობითა და ძლიერებით სამყაროს მართავს.

      წმ. იოანე ოქროპირის წირვა ღაღადებს: "საფლავად ხორცითა, და ჯოჯოხეთს სულითა, ვითარცა ღმერთი, სამოთხეს ავაზაკისა თანა, და საყდარსა, განუშორებელი იყავ, ქრისტე, მამისა თანა და სულისა, ყოველნი აღავსენ გარეშემოუწერელო". რამეთუ მეორეს მხრივ ქრისტეს კაცობრივი ბუნება - ეს მთელი ჩვენი კაცობრივი ბუნებაა. იგი მისთვის ნიშანდობლივი არაა მისი პირველი შობის მიხედვით, არამედ ღმრთაებრივმა პიროვნებამ შექმნა იგი თავისთავში, მარიამის წიაღში. ასე რომ ქრისტეს აქვს ორი ნება, ორი გონება, ორი სახის მოქმედება, მაგრამ ისინი მუდამ შეერთებულნი არიან ერთ პიროვნებაში. ყოველ მის მოქმედებაში ორი ენერგია იმყოფება: ენერგია ღმრთაებრივი, და ენერგია კაცობრივი, ამიტომაც ყოველთვის ამაო იქნება ყოველგვარი ცდა ქრისტეს რაიმე "ფსიქოლოგიის" აგებისა, და მისი "სულიერი მდგომარეობის" ასახვა "ქრისტეს ცხოვრების შესახებ" დაწერილ წიგნებში. ჩვენ არ ძალგვიძს არც მიხვედრა, არც წარმოსახვა (და ამაშია ქალკედონის ოთხი უარყოფის საზრისიც), თუ "როგორ" არსებობს ერთ პიროვნებაში ღმრთაებრივი და კაცობრივი ბუნება, მით უმეტეს, რომ - კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - ქრისტე არაა "კაცობრივი პიროვნება". მის კაცობრივობას არ გააჩნია თავისი ჰიპოსტასი უთვალავ ადამიანურ ჰიპოსტასთა შორის. მას, ისევე როგორც ჩვენ, აქვს სხეული, აქვს სამშვინველი, ასევე სული, მაგრამ ჩვენი პიროვნება ხომ ეს "შემადგენლობა" არ არის; პიროვნება ცოცხლობს სხეულის, სამშვინველისა და სულის მიერ და მათს საზღვრებს მიღმა; ისინი მხოლოდ შეადგენენ მის ბუნებას. და თუ ადამიანს, როგორც პიროვნებას ძალუძს სამყაროდან გასვლა, ძე ღვთისა თავის პიროვნებას ნებას აძლევს მასში შევიდეს, იმიტომ, რომ პიროვნება, ვისი ბუნებაც ღმრთაებრივია, "აჰიპოსტაზირებს" კაცობრივ ბუნებას, როგორც ამას იტყვის VI საუკუნეში ლეონტი ბიზანტიელი.

      მაგრამ ორივე ბუნება ქრისტეში შეურევნელად მაინც გარკვეულწილად მსჭვალავენ ურთიერთს. ღმრთაებრივი ენერგიები ქრისტეს ღმრთაებრიობიდან გამოსხივდებიან და განმსჭვალავენ მის კაცობრივ ბუნებას, რის გამოც იგი (კაცობრივი ბუნება) განღმრთობილია განკაცების პირველი წამიდანვე. როგორც გავარვარებული რკინა იქცევა ცეცხლად, მაგრამ თავისი ბუნებით კვლავ რკინად რჩება. ფერისცვალება მოციქულებს ნაწილობრივ უხსნის ღმრთაებრივი ენერგიებისმიერ გიზგიზს, რომელმაც გააცისკროვნა მოძღვრის კაცობრივი ბუნება. ორი ბუნების ამ ურთიერთგამსჭვალვას, ღმრთაების შეღწევას ხორცში, და მის შემდგომ ხორცის შეძენილ თვისებას ღვთაებაში შეღწევისას ეწოდება "პერიხორესის" περιχορησις ιες αλληλας, როგორც წმ. მაქსიმე აღმსარებელი წერს, ანუ ლათინურად communication idiomatum. "ხორცი არ კარგავს რა იმას, რასაც ფლობდა, იქცა სიტყვად, მასთან გაიგივდა ჰიპოსტასურად" წერს წმ. იოანე დამასკელი. ქრისტე ადამიანი ხდება სიყვარულით და რჩება ღმერთად, მისი ცეცხლი ყოველთვის ანთებს კაცობრივ ბუნებას; აი რატომაა, რომ წმინდანები რჩებიან რა ადამიანებად, შეუძლიათ იყვნენ ღმრთაების თანამონაწილენი და გახდნენ ღმერთი მადლის მიერ.

ვლადიმერ ლოსკი

ნახვა: 836

ტეგები: qwelly, დოგმატი, ერთარსი, ლოსკი, ქველი, ქრისტოლოგია

ამ ბლოგ პოსტზე კომენტარები გამორთულია ან თქვენ არ გაქვთ დაკომენტარების უფლება, ვინაიდან არ ხართ ავტორის მეგობართა სიაში.

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters