პოლიტიკური ცხოვრება აქტიურდება თუ არა გაზაფხულთან ერთად, დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ ფაქტია - ბევრი ამბავი ხდება ისეთი, რაც ღირსაცნობია. მაგალითად, პარლამენტის საქმიანობაა ყოველთვის საინტერესო, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის რუსეთის ამოუხსნელი ფენომენი, ამიტომ დიპლომატებით თამაში დაიწყეს. დღეს კიდევ ცუდი ამბავიც გვაქვს - მაღაროში მორიგი გარდაცვალება. დედაქალაქი ისევ პარკინგს ებრძვის და ქალაქის საცობებისგან ხსნას ცდილობს.
საპარლამენტო სიახლეები - პარლამენტი საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებების განხილვას იწყებს, რომელიც მცირე მეწარმეობის წახალისებას და დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. არჩილ თალაკვაძე - ჩვენი რეზოლუციით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის საფუძვლიანი გამოძიება, მათ შორის საერთაშორისო მხარეების მონაწილეობით. “ევროპული საქართველო” ქალთა უფლებების გაზრდისა და მათ მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს. თამარ ჩუგოშვილი - ქალთა საკითხზე, განსაკუთრებით შევიწროვების და ძალადობის მიმართულებით, კანონში მეტი სიცხადის შეტანაა საჭირო. გია ვოლსკი - ნებისმიერმა ადამიანმა, ქალი იქნება თუ მამაკაცი, ვინც ზეწოლას და შევიწროებას ახდენს, პასუხი უნდა აგოს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი - კანონმდებლობაში არ არსებობს ერთიანი განმარტება სექსუალური შევიწროების შესახებ და მსხვერპლისთვის რთულია მიხვდეს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ექვემდებარება თუ არა.
კვირიკაშვილი დღის ამბებში და მოპასუხეები - მამუკა მდინარაძე - საერთაშორისო პარტნიორებს დეტალურად ვაყენებთ საქმის კურსში ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკის მიმართულებებზე. პრემიერ-მინისტრი კახეთში აეროპორტის განვითარებისა და რკინიგზის აღდგენის ინიციატივით გამოდის. გიორგი კანდელაკი - კახეთს არა ცალკე აეროპორტი, არამედ გომბორის გვირაბი სჭირდება. ზაზა გაბუნია - პრემიერის განცხადება აეროპორტთან დაკავშირებით არა მხოლოდ ინიციატივა, არამედ სასარგებლო ინფორმაციაა, რაც ტურისტების ზრდაზე აუცილებლად აისახება.
რუსეთისგან გაქცევა და ევროპისკენ მიქცევა - დავით მათიკაშვილი - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გადადგმულ ნაბიჯებში საერთაშორისო პარტნიორებისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს. ირაკლი კობახიძე - რუსეთი გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს - იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას. ირაკლი კობახიძე - მიუხედავად ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის შემაშფოთებელი რაოდენობისა, საქართველო ათასობით საერთაშორისო მიგრანტის მიღებას განაგრძობს. არჩილ თალაკვაძე - საქართველო არ დაკარგავს წონასწორობას - ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას. ანდერს ფოგ რასმუსენი - ჩვენი ვალია თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ. ანა გომეში - ჩვენ გვადარდებს საქართველო და მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთის პროვოკაციები.
გარდაცვალება მაღაროში - ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე - მაღაროელები ამბობენ, რომ ადგილი, სადაც ისინი მუშაობდნენ, ავარიული იყო და საერთოდ არ შეიძლებოდა სამუშაოების წარმოება. შუქრუთის მაღაროში დაღუპული მუშის გამოყვანა რთულ პირობებში მოხდა. ანა ნაცვლიშვილი - შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია.
ელექტრონული რეცეპტი - დავით სერგეენკო - ელექტრონული რეცეპტის დანერგვა პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის შესაძლებლობასაც იძლევა.
იუსტიციის სამინისტროს საკითხებზედ - გია ხუხაშვილი - იუსტიციის მინისტრი აბსოლუტურად კომფორტულად გრძნობს თავს დამნაშავე მოსამართლეებთან თუ პროკურორებთან. ანა დოლიძე ინიციატივით გამოდის, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეს უვადოდ გაამწესებს, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები გაითვალისწინოს. ირაკლი აბესაძე - ცვლილებების მიზანია, შექმნან ილუზია, რომ მომავალში სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს ვინმე გამოიძიებს. ანა დოლიძე - სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას ”შავი ვოლგის იმიჯი” უნდა ჩამოვაშოროთ. ირმა გელაშვილი - მე არ ვფიქრობ, რომ კარიერული წინსვლა უნდა მოხდეს წილისყრის და შემთხვევითობის პრინციპით. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანა დოლიძის კიდევ ერთ ინიციატივას არ დაუჭირა მხარი. თეა წულუკიანი - როგორც კი შევხვდები პაპუნა უგრეხელიძეს, ინფორმირებულ პოზიციას დავაფიქსირებ.
პარკირება - ქალაქის მთავარი თემა და მომიჯნავე თემებიც - თბილისის სატრანსპორტო კომპანია პარკირების მომსახურებისთვის 10 ევაკუატორს შეისყიდის. ავტომფლობელებმა, რომლის პარკირების ბარათსაც ვადა გაუვიდა, ან 10 აპრილამდე გასდის, კვლავ „სითი პარკის“ ბარათი უნდა შეიძინონ. კახა კალაძე - თუ სადისტრიბუციო კომპანიებს ღამის საათებში მუშაობისთვის ხალხის დამატება სჭირდება, კეთილი ინებონ, დაამატონ, რადგან საუბარია ქალაქის კეთილდღეობაზე. თბილისის მერიამ იმ ქუჩების დამისამართება დაიწყო, სადაც სამისამართე აბრები ამ დრომდე არ არსებობდა. მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, 28 მარტს არ გამოაცხადოს. კახა კალაძე - როგორი იქნება პარკირება ზონალური, საათობრივი თუ სხვა, ამის შესახებ ჩვენს ხედვას მოსახლეობას უახლოეს მომავალში გავაცნობთ. გიორგი მიქაუტაძე ანა დოლიძის განცხადებაზე - ”შავი ვოლგა” რა ხუმრობაა ნამდვილად არ მესმის, იმ დროს არ მიმუშავია და ასეთ "შავ ხუმრობებს" ვერ ვიგებ. თბილისის ვიცე-მერი - კომპანია „სითი პარკს“ აქვს მცდელობა სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს.
ბრძოლის დაგეგმვა - ნოდარ კერესელიძე - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები გაზაფხულის ბოლოდან დაიწყება.
სათამაშო ბიზნესი - აფბას ვიცე პრეზიდენტი - არსებობს ეჭვები, რომ სათამაშო ბიზნესის ლობი გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, რის გამოც ამ ბიზნესის რეგულაციები ჭიანურდება.
ნარკოპოლიტიკა და რა კავშირშია, მაგრამ მედია - მედიის წარმომადგენლები პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ცვლილებების, ხოლო პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ. "ევროპულმა საქართველომ" საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად კვლავ ნინია კაკაბაძე წარადგინა. ანა ნაცვლიშვილი - დღეს არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ვერ პასუხობს ნარკოდამოკიდებულების შემცირების მიზანს და თავად აჩენს ახალ პრობლემებს. ნინია კაკაბაძე - კარგი იქნება, თუკი ხელისულება შეეგუება, რომ არსებობს ადგილები, სადაც მათთვის არასასურველი ადამიანიც შეიძლება დაინიშნოს. აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი.
პრეზიდენტის მისვლა - არ მისვლის საკითხი - ოთარ კახიძე - პრეზიდენტი ვალდებულია გამოცხადდეს პარლამენტის წინაშე და ყოველწლიური მოხსენება წარადგინოს. გია ვოლსკი - პრეზიდენტისთვის წინასწარ ხელის დადება და უპატივცემულობაში დადანაშაულება, ნაადრევად მიმაჩნია. თამარ ჩუგოშვილი - დღემდე არ ყოფილა ჩვენთან კომუნიკაცია და უცნობია, როდის გეგმავს პრეზიდენტი პარლამენტში მოსვლას. ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ პრეზიდენტს ვუმასპინძლოთ.
როკ მუსიკის მელომანები გავახაროთ - საქართველოში Led Zeppelin წევრი რობერტ პლანტი კონცერტს გამართავს.
საზღვარგარეთულები:
სანქცირებული ფეისბუკი - ევროკომისარი ვერა იუროვა - Facebook-თან მიმართებაში მკაცრი ზომები გატარდება.
კატალონიიდან გერმანიაში - კარლეს პუჩდემონი გერმანიის პოლიციამ დააკავა. ბარსელონას თემას აქვე გავაგრძელებთ - ბარსელონაში სამართალდამცველების და აქციის მონაწილეების შეტაკებისას 92 ადამიანი დაშავდა.
ისტორიის ნაწილი სააკაშვილი - მიხეილ სააკაშვილი - მე უკვე ისტორიის სახელმძღვანელოებში ვარ, ხოლო ეს გაუგებრობა პოროშენკო მხოლოდ კრიმინალურ ან სასამართლო ქრონიკაში მოხვდება.
გამკაცრება - ამერიკის პრეზიდენტი ისლამური ტერორის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებაზე საუბრობს.
თურქეთი და ევროპელების კავშირი - ავსტრიის კანცლერი - ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ მიზნად რჩება.
პრეზიდენტები და მართლმსაჯულება - ისრაელის პოლიციაში ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკითხვა მიმდინარეობს.
დახმარება ისრაელს - აშშ-ს კონგრესმა ისრაელს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის 705 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.
დიპლომატების გაძევება - დონალდ ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს. გერმანია ოთხი რუსი დიპლომატის გაძევებას აპირებს. რუსეთიდან ამერიკული დიპლომატიური მისიის სულ მცირე 60 თანამშრომელს გააძევებენ. ნიკი ჰეილი - ჩვენ არ მოვითმენთ რუსეთის უწესო საქციელს. უკრაინა - ცამეტივე რუსი დიპლომატი რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 30, 2023.
საათი: 11:10pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ჯანმრთელობის დაცვის ან შენარჩუნების ან ზრუნვის საკითხები გარკვეულწილად მეინსტრიმული გახდა. უფრო მნიშველოვანი მაინც დაპირისპირებულთა ურთიერთშეფასებებია, კრიტიკა და დაწუნება. პრეზიდეტი სააკაშვილიც აქტუალურია და ჩავლილი აქციის ბრანდელბულიც და მომავლის ანონსმდებლებიც. მარტის უამინდობაზე ხომ საუბარიც აღარ შეიძლება - ნამდვილად დაიზამთრა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5604 ლარია.…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2023.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
როცა სხვა საკითხები მიჩუმათდება, უმალ მიხელი სააკაშვილის ამბავი გახდება ხოლმე აქტუალური. განსაკუთრებით ამ ვითარებაში, როცა ნორვეგიაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯილდოც კი გადასცეს (დაუსწრებლად ცხადია). ნორვეგიასთან დღეს გამართული ევროტურნის შესარჩევი მატჩი მეგობრულად 1-1 კი დასრულდა, მაგრამ აქციები საელჩოსთან მაინც იყო. ცოტა სალომეს თემა, ცოტა ევროპული გზა და ბევრი უკრაინული დღის წესრიგი იყო ჩვენს მეინსტრიმშიც. ამინდის პროგნოზიც…
გამოაქვეყნა alicesandra_მ.
თარიღი: მარტი 27, 2023.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Das Spiel wird auf Paramount+ gestreamt und wird auch im lokalen Fernsehen in Portland auf FOX 12 PLUS ausgestrahlt Fussball Trikots online kaufen . Nach ihrer Teilnahme an einem Vorbereitungsturnier, bei dem Cheftrainer Mike Norris die Möglichkeit hatte, in drei verschiedenen Spielen mehrere Spieler einzusetzen, ist das Portland-Team nun gut auf die kommende reguläre Saison vorbereitet. Die Siege des Teams gegen Louisville und die USWNT U-23 sowie ihre Niederlage gegen OL Reign haben…
გაგრძელება
გამოაქვეყნა dakunlee_მ.
თარიღი: მარტი 26, 2023.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When Rocket League is taking part with Formula 1 or James Bond, it makes sense because the focal point (as a minimum partly) is on Rocket League Items cars. However, whilst Psyonix pronounces a new partnership with the WWE, you surely have to take a more in-depth appearance.
Sure, with Knockout, we have at the least one mode in Rocket League in which you can grab your warring parties and knock them out of the arena. But I can not think about any more parallels to wrestling. Anyway,…
გაგრძელება
© 2023 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია