ბაგა-ბაღების კგვება, დიპლომატიური მასპინძლობა, კრიმინალი და ევროპულ-ამერიკული პოლიტიკა

      ერთკვირიანი შვებულების შემდეგ საღამოს საინფორმაციო სტატიები qwellynews დაბრუნდა. დაბრუნდა იმ ამბით, რომ ისევ აცივდა და ზამთარმა თოვლი არა, მაგრამ სუსხი და სიცივე-ყინვა, დაგვიბრუნა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 29 იანვარი, 2018 /

      საეკლესიო საქმეები - მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მსახურებისთვის შესაძლოა, დროებით დეკანოზი მამა კახაბერი გაიგზავნოს.

      საქართველო და პოლიტიკური სტუმარ-მასპინძლობანი - საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი ეწვია. სოლომონ პავლიაშვილი საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის პრემიერს - ლიტვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების უდიდესი მხარდამჭერია, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ლიტვის პრემიერი - ლიტველებს და ქართველებს სისხლში აქვთ დამოუკიდებლობისკენ, დემოკრატიისკენ სწრაფვა და ეს კიდევ უფრო გვაერთიანებს. ირაკლი მექვაბიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილი - ვაფასებთ იმ ერთგულებას, რომელსაც ლიტვა წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ. გიორგი კვირიკაშვილი - მიმართული ვართ, რათა ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას, ასევე, ლიტვური პროდუქციის დამკვიდრებას ქართულ ბაზარზე. გიორგი კვირიკაშვილი საულიუს სკვერნელისს - მოხარული ვარ, რომ შევიძინე ახალი მეგობარი, ვიპოვე ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნის პატრიოტია და დიდი მეგობარი საქართველოსი. ლიტვის პრემიერი - საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად ეძახიან ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ლიდერს. გიორგი კვირიკაშვილი - მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება ლიტველ ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში. ლიტვის პრემიერი - საქართველოს შემართება, დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა, ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი უნდა გახდეს ნატო-ს წევრობის პერსპექტივის თვალსაზრისით. გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

      თბილისის მერია, ბაგა-ბაღები და სხვ. - „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და მერიის განათლების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს საკრებულოში ფრაქციის სხდომაზე იბარებს. კახაბერ გვანცელაძე - ბაღებში სანიტარული ნორმების დარღვევისა და კვების კუთხით პრობლემები არ დაფიქსირებულა. თბილისში, ავარიულობის გამო დახურული 4 საბავშვო ბაღიდან აღსაზრდების გადანაწილება მიმდებარე ბაღებში დასრულდა. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის არც ერთ აღსაზრდელს და პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები არ აღმოაჩნდათ. ჯაბა ჯიშკარიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ ომში დაღუპული გმირების ოჯახებით მანიპულირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ლევან ხაბეიშვილი - ათწლეულებია ბაღებში კვების საკითხზე პრობლემა არ ყოფილა, კალაძის მთავრობამ მოახერხა, რომ ამ მიმართულებით პრობლემა გვაქვს. კახაბერ გვანცელაძე - ბაღები ფასიანი იქნება თუ ვაუჩერიზაცია მოხდება, ინფორმაციას არ ვფლობ - საკითხის განხილვა მიმდინარეობს და მასში თბილისის ვიცე-მერი არის ჩართული. კახა კალაძე ატენის ქუჩის მცხოვრებლების მოთხოვნაზე - ძალიან გამიჭირდება რამის შეცვლა. კახა კალაძე - ჩვენ ვაპირებთ პარკირების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების მთლიანად მოგვარებას. კახაბერ გვანცელაძე - საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შევიმუშავებთ, ამას უნდა მოჰყვეს ბაღების პედაგოგების ხელფასების ზრდა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო პედაგოგების კვების საკითხთან დაკავშირებით კონცეფციას უახლოეს დღეებში წარადგენს. ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ბაღების მართვის სააგენტოში საკრებულოს დეპუტატების ოჯახის წევრები არიან დასაქმებული. კახაბერ გვანცელაძე - ბაღებში კვების რაციონი არა პოლიტიკოსებმა, არამედ ექსპერტებმა უნდა განიხილონ.

      საკანონმდებლო ცვლილება - რომან გოცირიძე - თუ გააცნობიერეს, რომ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის მიმართულებით ჩავარდნა აქვთ და ნაბიჯებს გადადგამენ, მისასალმებელია. ირაკლი სესიაშვილი - კრიმინალთან ბრძოლა არის გამოწვევა - ქურდული სამყარო ამ ყველაფრის ერთგვარი ბუდეა. პარლამენტს განსახილველად “სამხედრო ძალების რეზერვისა და სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი წარედგინა. გია ხუხაშვილი - როგორც ჩანს, კრიმინალურმა სამყარომ დღევანდელ ხელისუფლებაში თავისი ლობისტები იპოვა. ფრაქცია „ქართული ოცნება“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე მუშაობას იწყებს. „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წინასწარი შეცნობით მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლაზე სანქციები გამკაცრდება.

      კანონი და შავი ხვრელები - გიორგი გახელაძე - არასრულწლოვნებთან დაკავშირებით კანონში არსებული „შავი ხვრელებით“ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები სარგებლობენ, ამაზე რეაგირება კი არ ხდება.

      ომბუდსმენი - სახალხო დამცველი ატენის ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის საკითხს კიდევ ერთხელ შეისწავლის.

      NDI-ს საბოდიშო - უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი - მივმართავ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. ლინკოლნ მიტჩელი - დონალდ ტრამპი უფრო მეტ დროს ატარებს გოლფის თამაშში, ვიდრე საგარეო საკითხებზე ფიქრით, თუმცა მის ირგვლივ არის ხალხი, ვინც საქართველოს მეგობარია. ოთარ კახიძე - NDI-ის ოფისის დირექტორმა იუმორით, მწვავედ, საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი გააკრიტიკა, მისი განცხადება საქართველოს წინააღმდეგ არ ყოფილა. რომან გოცირიძე - NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორის კომენტარი სიმბოლური გამოთქმა იყო და პოლიტიკოსებს ალეგორიების გაგება უნდა შეეძლოთ. ირმა ინაშვილი - ლორა თორნტონს არ „ევასება“ ტრამპი, მაგრამ ამან აშშ-საქართველოს ურთიერთობებს ჩრდილი არ უნდა მიაყენოს.

      უკანონობა ძვირია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლებისთვის იუსტიციის სამინისტროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

      ხორავას ქუჩის მკვლელობა - ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა - მინდა თვითმხილველებს მოვუწოდო, სიმართლე თქვან, არ მინდა დამნაშავეები დაუსჯელები დარჩნენ.

      პიჯაკების საქმე - ე.წ. პიჯაკების საქმეზე ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილის და სამი პარლამენტარის რესტორანში გაწეული ხარჯი წარადგინა.

      პოლიცია - პოლიციამ მეტროსადგურში ”თავისუფლების მოედანი” 2 პირი დააკავა. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მეტროსადგურში დაკავებულ ერთ-ერთ პირს დაზიანებები აღენიშნება. ნათია მეზვრიშვილი - მოვუწოდებთ საზოგადოებას, ნუ შეუშლიან პოლიციას ხელს კანონიერი ქმედებების შესრულებაში. ”თავისუფლების მოედნის“ მეტროში ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი - პოლიციელების ქმედებებში ვხედავ უფლებამოსილების გადამეტებას.

      სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიუხედავად, ავარიის დროს ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა.

      სარფიანი გარიგება - “სილქნეტსა” და “ჯეოსელს” შორის გარიგების ღირებულებამ 153 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „სილქნეტსა“ და „ჯეოსელს“ შორის გარიგების შესასწავლად და ნებართვის გასაცემად 3-თვიანი ვადა აქვს. აფბა - თუ „სილქნეტი“ „ჯეოსელს“ შეიძენს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შეიქმნება დუოპოლია და გაჩნდება კარტელური გარიგებების საფრთხე.

      შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში მამის მიერ შვილების შინაპატიმრობაში გამოკეტვის ფაქტზე, იძულების მუხლით გამოძიება დაიწყო.

საზღვარგარეთულები:

      ახალრევოლუციონერი ძველი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი - ვიწყებთ აქციებს ქვეყნის მთავარი ქურდისა და „ბარიგის“ პოროშენკოს მშვიდობიანი გზით გადაყენებისთვის. უკრაინის უზენაესი სასამართლო მიხეილ სააკაშვილის პოროშენკოს წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოროშენკოს ბრძანება მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გასაიდუმლოებულია. მიხეილ სააკაშვილი - მე ჯერ პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას, შემდეგ კი ნიდერლანდებში ან სამხრეთ აზიაში უკრაინის ელჩის პოსტს მთავაზობდნენ.

      ტრამპი და აშშ - დონალდ ტრამპის განცხადებით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას მუსლიმები არ უყვარს, სიმართლეს არ შეესაბამება. კურტ ვოლკერი - აშშ უკრაინისთვის Javelin-ების გადაცემაზე მუშაობს. პაკისტანის პრემიერი - ტრამპი ცდება, როდესაც პაკისტანს ტერორისტებისათვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს. დონალდ ტრამპი - მე ფემინისტი არ ვარ. დონალდ ტრამპი - „ტვიტერზე“ ჩანაწერებს ზოგჯერ საწოლიდან, ზოგჯერ კი საუზმის და სადილობისას ვაკეთებ.

      მოქმედი პრეზიდენტები რჩებიან! - სკანდინავიაში - ფინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა საული ნიინისტემ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა. იგივე შედეგი კვიპროსში - კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

      სასჯელმოხდილი პრინცი - საუდის არაბეთის მეფის ძმიშვილი, პრინცი და მილიარდერი ალ-ვალიდ ბენ ტალალი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

      პარიზს სენა აშინებს - მდინარე სენას ადიდების გამო, პარიზის ცენტრში მდებარე შვიდი მეტროსადგური ერთი კვირით დაიხურა.

      ისრაელი - ბენიამინ ნეთანიაჰუ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ირანსა და ლიბანთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავს. ბენიამინ ნეთანიაჰუ - დონალდ ტრამპმა დიდი სამსახური გაუწია მშვიდობის დამყარებას.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 220

ტეგები: qwellynews, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

vako: იანვარი 29, 2018||11:18pm

ვაა რეები ხდება თურმე

მე ყველაზე გვიან ვიგებ ხოლმე ახალ ამბებს

ელი გორდელიანი: იანვარი 30, 2018||12:30am

ერთი პოზიტიური "ნიუსი" რომ სანატრელი გაგიხდება ადამიანს :( რაღაც მომენტში ვამართლებ იმ სვანს, 8 შვილს იცავს მსოფლიო ნეგატივისგან :( 

Giorgi: იანვარი 30, 2018||11:47pm

vako, გვიან რატომ, qwellynews საღამოს ნიუსებისთვისაა, ერთად გაიგებ მთელი დღის ამბებს.

ელი გორდელიანი, სახლში პატიმრობა ვერაფერი სიკეთეა.

vako: იანვარი 31, 2018||12:07am

არა ხოო ქველი ნიუსების მეშვეობით კი ვიგებ ხოლმე რა ხდება

ელი გორდელიანი: იანვარი 31, 2018||3:47am

ჩემი აზრი ირონიულად იყო ნათქვამი და რა თქმა უნდა, მშობლის ამ ახირებას არ ვემხრობი კი არა, დანაშაულადაც მივიჩნევ.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დაისუგი - კედარის ახალი სიცოცხლე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2020.
საათი: 11:11pm 0 კომენტარი

      იაპონური გამოგონებები ყოველთვის იწვევს გაოცებასა და აღფრთოვანებას. ამჯერად, ხეების სწრაფი ზრდის ტექნიკა უნდა წარმოგიდგინოთ. მეთხუთმეტე საუკუნიდან მოყოლებული, ძველი სიცოცხლე ახალი სიცოცხლი მიზეზი ხდებოდა და კედარი კიდევ უფრო სწრაფად და მაღლა იზრდებოდა. კედარი აღმოსავლურ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ხეა (ცხადია, ბამბუკების შემდეგ). მისი რბილი მერქნიდან გამოდინარე, მას აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ნივთების დასამზადებლად, ამიტომ…

გაგრძელება

რაჭის სტიქია, 4 წელი პატიმრობა რურუას, კორონა და ანაკლიის საჩივარი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 30, 2020.
საათი: 9:42pm 3 კომენტარი

      ივლისის ბოლოა და სტიქიები უკვე დღის მთავარი ამბავია. ამჯერად რაჭა მოექცა დღის მეინსტრიმში. არჩევნების მოახლოება ჯერ თითქოს არ უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება სწორედ არჩევნებს მიწერება, მათ შორის რურუას 4 წლიანი პატიმრობა, ამერიკული წერილები და ანაკლიის კონსორციუმის სარჩელიც კი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 ივლისი, 2020

      ფეხმოკიდებული კორონა საქართველოს ტერიტორიაზე -…

გაგრძელება

კორონას ფეხმოტეხილი დაბრუნება, ზარი პომპეოსგან და არჩევნები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 28, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      ჩამოუყალიბებეი და მიმობნეული ამინდის პარალელურად, ქვეყანაშიც არეულობა და მიმობნეულობაა. უკვე ყოველდღიური ნიუსის შემადგენელი ნაწილია ვისამე დაკარგვა და მერე ძებნა-ძიება და პოვნის შიშიც კი. არჩევნები ახლოვდება და უკვე მრავალგზის გამოცდილი და ნამუშევარი ხერხებით ისევ-ისე ასმენინებენ ამომრჩეველს იმას, რაც მათი აზრი მოეწონება ხალხს. დღის მთავარი ამბავი ისევ კოვიდია, ისევ არჩევნები, ზარი ამერიკიდან და იდუმალი გარდაცვალების…

გაგრძელება

პროკურატურის პრობლემები და ლოცვა-გალობა აია სოფიას გარშემო

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 23, 2020.
საათი: 10:30pm 3 კომენტარი

      აია სოფიას გარშემო ლოცვა და გალობა - მსოფლიოს ერთი მთავარი თემა სწორედ ეს გახლავთ. მეორე თემა ცხადია, კორონას მსოფლიო სტატისტიკური ამბები რჩება და ახლა უკვე ვაქცინის შექმნა-შეუქმნელობა, მილიარდელები ახალი ბიზნეს ქეისებით. ლოკალური ამბები მედიაში მხოლოდ გარდაცვალებებს ეხებოდა - შაქარაშვილის საქმეს დაემატა ბაჩალიაშვილის საქმე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 ივლისი, 2020

      პადემიის მეორე ტალღა -…

გაგრძელება

Qwelly World

free counters