საქართველოს ცის ქვეშ მრავალ ჭირს და ვაებას, ცრემლს და კვნესას, ტანჯვასა და სისხლის ღვრას გაუვლია. ისტორიამ ჩვენამდე მრავალი ფაქტი და მოვლენა შემოინახა, დაიწერა და მიეძღვნა მრავალი ნაწარმოები გმირების, ჩვენი ისტორიის უკვდავსაყოფად.. ერთ-ერთი ჩემთვის ძვირფასი მწერლის, გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოებია სწორედ "დიდი ღამე", სადაც მთელი რიგი სიცხადითაა გადმოცემული "რანი ვიყავით და რად ვიქეცით".. საქართველოს სხეულს ჭია ჭამდა.. მეფეთა უზრუნველობამ ყმებსაც ხელი ააღებინა ქვეყნისთვის ზრუნვაზე, სადავე მიშვებული ნახეს რა, თავის საკეთილდღეოდ იწყეს ფიქრი. ქვეყანა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო შიდა ღალატმა და ორგულობამ. მეფისა და ერისთავების მზრუნველობას მოკლებული ქვეყანა მტრებს ჩაუვარდა ხელში: ” მაშ, დაღუპულა საქართველო, თუ აღარც მეფე ჰყავს მზრუნველი და აღარც ერისმთავარი. მაშინ, როდესაც ქართველი ვაჟკაცები ხელს არ უშვებდნენ ხმალს, მკერდს ალესილ ხმალს უშვერდნენ, რათა ქართველობა და ქრისტეს რწმენა არ წაშლილიყო ჩვენ, ამავე გმირი ხალხის "ძმები" ერთმანეთს ვყიდდით, ვღალატობდით და ზურგში მახვილს ვცემდით.. ასე იყო მაშინ და ასეა დღესაც...
   იყვნენ ისეთებიც რომლებიც მტერთა სიუხვეს არ უშინდებოდნენ, ისეთები რომლებიც ხმლითა თუ კალმით, ტყვეობაში მყოფებიც კი საქართველოზე ფიქრობდენ და ჯავრობდნენ.. რა ვუთხრათ მომავალ თაობასო?! - "იმის მაგივრად, რომ დაგვეცვა და შეგვენახა საქართველოს ძლიერება, ქვეყანა დავამხეთ და დავაუძლურეთ? მერე გვაპატიებს, განა, შთამომავლობა? _ ვინ იცის, იქნებ სამუდამოდ საწყევად ვუტოვებთ ჩვენს სახელს შვილთა და შვილიშვილთ,” – ამბობს მოვლენათა ცენტრში მყოფი მგოსანი თურმან თორელი, დიდი მამულიშვილის, შალვა ახალციხელის ბიძაშვილი. თურმანმა სამშობლოს სიყვრულს ცხოვრება შესწირა, ისევე როგორც ჯალალედინის ბრძანებით დაბრმავებულმა მხატვარმა ვაჩემ, წინამძღვარმა პავლიამ, ცაგომ, ლელამ, … არაერთი გმირი შთანთქა დიდმა ღამემ, მაგრამ, როგორც თავად თორელმა თქვა: “გათენდება, გჯეროდეს, რომ გათენდება! საქართველო უკვდავია. კიდევ ბევრჯერ გაიხსნება მისი ცისკარი.” მდგომარეობის სირთულეს ხვდებოდნენ და მაინც არ ეპუებოდნენ ნატანჯულარ ბედს! სურდათ რომ საქართველოს ცაზე მზე გაბრწყინებულიყო და კვლავინდებური დიდება დაბრუნებოდა ჩვენს ქვეყანას..
   მე დღეს მრცხვენია, გულახდილად ვამბობ.. ვკითხულობდი და მრცხვენოდა თითოეული ფურცლის გადაშლის.. ბრაზი და ბოღმა, სიამაყე და სიხარული ერთიანად მახჩობდა...
   გავლენ წლები... ისტორია კვლავ ახალ ფურცლებს დაიტევს და აღიბეჭდავს... ვფიქრობ უკვე რამდენიმე დღეა... 
   ჩვენ რას დავუტოვებთ მომავალ თაობას?
   რას მივცემთ მათ? 
   საგინებელსა და საწყევარს ხომ არ გავიხდით თავს?!

ნახვა: 157

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ილურა, ფიქრი, ქველი, ღამე

ამ ბლოგ პოსტზე კომენტარები გამორთულია ან თქვენ არ გაქვთ დაკომენტარების უფლება, ვინაიდან არ ხართ ავტორის მეგობართა სიაში.

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისი ფული და ვისი სახელი?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 22, 2019.
საათი: 11:21pm 1 კომენტარი

      როცა საქმე მედიას ეხება, თითქოს დანარჩენი მედიასაშალებები პირს კრავენ და მხოლოდ ერთსა და იმავე თემას აშუქებენ მეტისმეტი გაშლილობით. ცხადია, რუსთავი ორის ამბავი და ამჯერად მესაკუთრეების ისტორიები…

გაგრძელება

სათამაშო დიდები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 21, 2019.
საათი: 11:09pm 1 კომენტარი

      ისტორიული თოჯინების სერია საკმაოდ ძველი მოფიქრებაა, ჯერ კიდევ ბარბების გამოჩენამდე არსებობდა ცნობილი პერსონების გასათამაშოების მცდელობები. ჩვენ დღევანდელ გმირს, დიტო ვონს (Dito Von)…

გაგრძელება

ილუზიური არქიტექტურა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

      მაშინ როდესაც ძალიან ბევრს ფიქრობენ ქალაქის იერსახეზე, ადგენენ რეგულაციებს, გენ-გეგმებს, გასცემებ ნებართვებს ან აჩერებენ მშენებლობებს, თუმცა ერთიანი ხაზი მაინც არ გვაქვს მოფიქრებული, ვფიქრობ,…

გაგრძელება

ყველა თავის წილს ითხოვს, IRI იკვლევს და მოსამართლეები სანთლით საძებარნი არიან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 19, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      რა თმა უნდა, არ შეცვლილა ახალი ამბების მეინსტრიმი - რუსთავი ორი დღის ყველაზე პოპულარული და მედიაყურადღებიანი ობიექტია. მართალია ევროსასამართლო თავისი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ახალი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters