ელიზაბეთი უეცრად აღელდა. გული ძალიან ეტკინა, რადგან ეს ქალი შვილს ართმევდა! ის მოაჯირს დაეყრდნო და მათ დაუყვირა: წვეულებაზე მოსვლა არ დაგავიწყდეს! არ დაგავიწყდეს, რომ ამ საღამოს წვეულება გვაქვს. მაგრამ ელისონს უკვე კარი გამოეღო, ქუჩიდან მანქანების ხმაური იჭრებოდა და, ალბათ, დედის სიტყვები ვერ გაიგონა. არაფერი უპასუხა. „სიყვარული და და წარმოდგენა (ოცნება) ყველაზე საშინელი, გულისამრევი და საზიზღარი რამაა ამქვეყნად!“ გაიფიქრა ელიზაბეთმა და სასტუმრო ოთახში შებრუნდა. ძალიან აღელვებული იყო. ახლა მის კილმანს ვეღარ ხედავდა, მაგრამ მასზე ფიქრს ვერ იშორებდა. „სიყვარული და ოცნება“, ფიქრობდა ის. სიყვარული და ოცნება ტლანქ, უხეშ, ბრაზიან, მბრძანებლობას მოწყურებულ, პირმოთნე, ფარისეველ, თავშეუკავებელ, ეჭვიან, საშინლად სასტიკ, უსირცხვილო, მაკინტოშში გამოწყობილ და კიბის თავში მდგარ არსებებად ეჩვენებოდა, რომლებიც კარს უკან იდგნენ და მის საუბარს ყურს უგდებდნენ. სიყვარული და ოცნება. მას არასოდეს უცდია, ვინმე რეალობაზე მოექცია. მხოლოდ ის სურდა, ადამიანები ყოფილიყვნენ ისეთები, როგორიც იყვნენ. კლარისა ფანჯრიდან ხედავდა მოხუც ქალს, რომელიც კიბეს მიუყვებოდა. დაე, ავიდეს კიბეზე, თუ ასე სურს! შეჩერდეს, ისევ გზა განაგრძოს, შევიდეს თავის ოთახში, გადასწიოს ფარდები და ოთახის სიღრმეში გაუჩინარდეს (ელისა (ელისონი) ხშირად უცქერდა მას). როგორღაც პატივს სცემდა ამ ქალს, რომელიც ფანჯრიდან იხედებოდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ვიღაც უცქერდა. ამაში იყო რაღაც დიდებული, მაგრამ სევდიანიც (მაგრამ ამას სიყვარული და ოცნება გაანადგურებდა). რა მნიშვნელობა აქვს, რას ვუწოდებთ ამას? იქნებ სულის სიმარტოვეს? საზიზღარი კილმანი ამ ყველაფერს გაანადგურებდა! ისეთი სანახაობა იყო, რომ კლარისას ცრემლი მოერია.
სიყვარულიც დამანგრეველი გრძნობაა. ყოველივე ლამაზი და ჭეშმარიტი სამუდამოდ გაქრობისათვის იყო განწირული, მაგალითად, პიტერი, მომხიბლავი, ჭკვიანი, იდეებით სავსე. თუკი თქვენ გსურდათ, ბევრი რამ გაგეგოთ ალექსანდრ პოუპზე ან ედისონზე, ან უბრალოდ, სულელურ საკითხებზე, ადამიანებსა და უამრავ სხვა რამეზე გელაყბათ, მასზე უკეთესს ვერავის იპოვიდით. ის ელისონს დაეხმარა, წიგნები ათხოვა, მაგრამ მუდამ ვულგარული, არაფრით გამორჩეული ადამიანები უყვარდა. წარმოიდგინეთ შეყვარებული პიტერი! ამდენი წლის შემდეგ დაბრუნდა, ელისა ნახა და რაზე ესაუბრა?! საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე! რა საზარელი და დამამცირებელი ვნებაა ეს! – ფიქრობდა ელისა. გაახსენდა ლენი და თავისი ელიზაბეთი, რომლებიც ახლა მაღაზიაში მიდიოდნენ. საათმა 12_ჯერ დარეკა.

ნახვა: 411

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ჩანაწერი

ლაშა: თებერვალი 3, 2016||6:39pm
როგორც მივხვდი წვეულების დროა. იცი რა მაინტერესებს? ეს რომელი ელისია, დაბოლილებმა სიმღერა რომ მიუძღვნეს?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ოლიმპიადა ყოველდღიურობაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 24, 2021.
საათი: 11:41pm 0 კომენტარი

      როგორი პოლიტიკური დღის წესრიგიც არ უნდა იყოს მსოფლიოში, როგორი პოლიტიზირებულიც არ უნდა იყოს სპორტი, ოლიმპიური თამაშები მაინც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდება. შარშანდელი ოლიმპიადა წელს ტარდება, მაგრამ ხალხის გარეშე. იაპონიამ, მხოლოდ დელეგატები და მონაწილეები მიიღო და უმასპინძლა. დღეს არა თავად ოლიმპიურ თამაშებზე, არამედ მის დახვედრაზე ვისაუბრებთ. ტოკიოში, ნაკამეგუროს რაიონში მოღვაწეობს…

გაგრძელება

მინისტრების დღე და ქალ-ვაჟური ჭიდაობები პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 22, 2021.
საათი: 11:12pm 0 კომენტარი

      ვაქცინაცია ისეთ ძალებს იკრებს, რომ მალე ყველა აიცრება, ან ვინც არ აიცრება, მარგინალიზდება. ამიტომ დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი სწორედ ეს არის, სხვა მიმართულებებიც მრავლად იყო - თავდაცვის მინისტრის გამოსვლა, მერე ფინანსთა მინისტრისა და მისი მოადგილის საპარლამენტო ამბები, ასევე ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსია და კალაძის წინასაარჩევნო კამპანია, ცხადია, ბოკუჩავას და პაპუაშვილის ამბებიც განიხილებოდა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1191…

გაგრძელება

ასოცირებული ტრიო და მომრიგებელი დესპანი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 19, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ადრე უკევ დავწერე, როცა ევროპელები მოდიან, მთელი დღე მათია მეთქი. ამჯერადაც ასე იყო. დღეს კიდევ ერთხელ გვეწვია შარლ მიშელი და მთელი დღეს მის გარშემო დატრიალდებოდა, რომ არა კიდევ ორი უცხოელი სტუმარი - ორი პრეზიდენტი, მოლდოვისა და უკრაინის. ეს ყველანი ბათუმში შიკრიბდნენ სამიტზე და დღის მთავარი ამბები მთლიანად მათ დაისაკუთრეს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1076 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

მსოფლიოს ფერი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2021.
საათი: 6:13pm 0 კომენტარი

      მათემატიკაში კარგად დამკვიდრებული სტატისტიკური მონაცემია საშუალო არითმეტიკული. მაგრამ მხოლოდ მატემატიკური სიდიდეები როდი იზომება საშუალოთი? დღეს ფერები უნდა გავზომოთ. როგორ წარმოგიგენიათ, რა უნდა იყოს საქართველოს საშუალო ფერი მთელი ტერიტორიის ფიზიკური რუკის ანალიზის საფუძველზე? თან სატელიტური მონაცემით. მოგეხსენებათ, როდესაც სატელიტიდან ათვალიერებ დედამიწას, თეთრი ფერიდან მუქ ყავისფერამდე უსასრულოდ ვრცელი პალიტრაა წარმოდგენილი, მაგრამ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters