მომავლის აღზრდა და პრობლემები, ქალაქის მთავარი მმართველობა, ლომჯარიას პირველი სამუშაო დღე და ტრამპისგან დაზაფრული მსოფლიო

      კვირის თემები პარასკევს კიდევ ერთხელ მოიყრიან ხოლმე თავს. დღეს, როგორც მთელი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური იყო სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის საკითხი. გასულ კვირას მომხდარი საშინელი დანაშაულებების შემდეგ, ეს თემა დღის წესრიგში ყველაზე მეტად დომინირებს, ასევე დედაქალაქის მუშაობას განიხილავდნენ აქტიურად და რაც მსოფლიო თემაა - ტრამპის და ისრაელის ინტერესები. ბოლოს, ამინდის პროგნოზიც - ხვალიდან საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 8 დეკემბერი, 2017/

      მთავრობის ცვლილება დამტკიცებულია - მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა. შალვა თადუმაძე - მთავრობის პარლამენტში წარდგენა და ნდობის გამოცხადება, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს მოხდება. მიხეილ გიორგაძე - კადრები შემცირდება.

      უფლებადამცველი ამუშავდა - დღეიდან ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. ნინო ლომჯარია - ერთ-ერთი პირველი საქმე, რითაც დავინტერესდები, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა იქნება.

      დედაქალაქი, მერია და მსგავსი სიახლეები - იმ კორპუსის საცხოვრებლად ვარგისობას, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, დღეს შეამოწმეს. თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, დაფინანსებას 700 ბავშვი იღებს. ლევან ხაბეიშვილი - თუ საშუალება გვაქვს და განათებაში ვიხდით სამ მილიონს, რატომ არ აქვს ბიუჯეტს იმის საშუალება, რომ სოციალურად დაუცველები 2,5 ლარად გამოკვებონ?! ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილს - უფასო სასადილოებში „ნაცმოძრაობის“ დროს 9 მლნ ლარი იყო, მომავალი წლის ბიუჯეტში კი 17 მლნ ლარი გამოიყოფა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის საახალწლო განათებებზე გაწეული ხარჯის მიზნობრიობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. კახა კალაძე - ვერ მოიყვანთ სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულ ვერც ერთ ადამიანს, ვინც იტყვის, რომ მერიას მათთვის ყურადღება არ მიუქცევია. კახა კალაძე - სტერეოტიპი უნდა დავანგრიოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხდებოდა საახალწლოდ მომღერლების შერჩევა. კახა კალაძე - წელს სახალხო ახალი წელი იქნება - კონცერტები გაიმართება გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში. თბილისის მერიას ”აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, დამატებით 120 ბავშვის დაფინანსების საშუალება ექნება. სპეცოპერაციისას დაზარალებული ოჯახების ნაწილი თბილისის მერიისგან 250-ლარიან დახმარებას მიიღებს.

      კალაძის ახალი თანამდებობა - კახა კალაძე „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ პრეზიდენტად აირჩიეს. გიორგი ტყემალაძე - კახა კალაძის NALAG-ის პრეზიდენტად არჩევა თვითმმართველობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

      ტექნიკური გაუმართაობა ძვირდება - ტექნიკური დათვალიერების კომპონენტში, ადმინისტრაციული ჯარიმები ძვირდება.

      სკოლა, ახალგაზრდობა და განათლება - მოსწავლეების ნაწილის ინფორმაციით, მანდატურის სამსახურმა უფროსკლასელების ჩანთების შემოწმება დაიწყო. მიხეილ ჩხენკელი - მოსწავლეების ჩანთების შემოწმება ხდება იმის გამო, რომ მათ სკოლაში პიროტექნიკა არ შეიტანონ. რუსთავის #18-ე საჯარო სკოლაში მანდატურმა მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი აღმოუჩინა. რუსთავის მე-18 სკოლის დირექტორი - მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკი მანდატურმა სკოლის გარეთ აღმოუჩინა, რის შემდეგაც პოლიცია გამოვიძახეთ. რუსთავის #18-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სკოლაში აკრძალული ნივთის მიტანის ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამოკითხეს. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ერთი მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი. რუსთავის 22-ე სკოლის დირექტორი - დაპირისპირება არ ყოფილა, ერთმა მოსწავლემ უბრალოდ მეორეს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ბავშვს სუნთქვა გაუჭირდა. ექიმი - რუსთავის 22-ე სკოლის მოსწავლის მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოს საპატრიარქო - აუცილებელია სკოლაში შემეცნებითი საუბრების რეგულარულად ჩატარება. მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებთან ფსიქოლოგები მუშაობენ. ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებში ბრალდებული არასრულწლოვნების პირობები და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

      გამოძიებები და სამართალი - ბუტა რობაქიძის მამა - საქმის გამოძიებას მოვითხოვ - იარაღის ჩადებაზე ინფორმაცია იცოდა ოქრუაშვილმაც, ადეიშვილმაც და სააკაშვილმაც.

      სეპარატიზმი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთსა და სამაჩაბლოს კატალონიისგან ბევრი რამ განასხვავებს, მაგრამ სეპარატიზმი ყველგან სეპარატიზმია.

      აუდიტი მუნიციპალიტეტში - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევა.

      ფინანსური პირამიდების მავნებლობა - კვლევის მიხედვით, ბოლო ერთ წელიწადში, ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია, დაზარალდა 4 000 ადამიანი.

      დღის ბოლოს პრეზიდენტის გამოსვლები - გიორგი მარგველაშვილი - სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოება. გიორგი მარგველაშვილი - რელიგიას ჩვენ ვაქცევთ ერთმანეთისთვის თავში ტაბურეტის ჩარტყმის საშუალებად. პრეზიდენტმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი წვლილისთვის პოლიციელები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

      ნატოში მეტი საქართველოა - გიორგი კვირიკაშვილი - დღეს საქართველოში არის უფრო მეტი ნატო და ნატოში უფრო მეტი საქართველოა.

საზღვარგარეთულები:

      საერთაშორისო ამბებსი, ამერიკა და ისრაელი ფიგურირებდნენ - საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს. ზურაბ ბატიაშვილი - ისრაელში პარასკევის ნამაზის შემდეგ, შესაძლოა, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს. გაერო-ს უშიშროების საბჭო აშშ-ს მიერ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე დღეს სხდომა გამართა. რექს ტილერსონი - ამერიკის პრეზიდენტს თავის განცხადებაში მხედველობაში ჰქონდა რეალობის აღიარება. ჩეხეთმა დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ფედერიკა მოგერინი - იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას ძალიან შემაშფოთებელი გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ჰამასი ისრაელის წინააღმდეგ „მრისხანების დღის“ მოწყობას გეგმავს. რექს ტილერსონი - ისრაელთან დაკავშირებით თითოეულმა ქვეყანამ ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რისი მიღებაც მას სურს. დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების საპროტესტოდ თურქეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მიმდინარე შეტაკებების შედეგად 217 პალესტინელია დაშავებული. რამზან კადიროვი - ტრამპი ისრაელს სისხლიან დაპირისპირებაში ჩაითრევს.

      ევროპულ-ამერიკული ურთიერთობები - Euobserver - ევროკავშირის პოზიციის შემუშავებისას უნგრეთმა ტექსტში დაბლოკა დებულება, რომელიც აშშ-ს ნაბიჯთან დაკავშირებით „სერიოზულ აღშფოთებას“ გამოხატავდა. მარტინ შულცი - ევროკავშირი ევროპის შეერთებულ შტატებად უნდა იქცეს.

      ამერიკული სიახლეები - კალიფორნიაში ტყის ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ამერიკაში ტრამპის ბრძანების აღსრულებას შეუდგნენ, რომელიც ექვსი ქვეყნის მოქალაქეების შტატებში შესვლას კრძალავს

      ბრიტანეთი - ტერეზა მეი - ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს, თუმცა მომავალში მასთან განსაკუთრებულ ურთიერთობებზე იქნება მიზანმიმართული. ევროკომისია - Brexit-ის შესახებ მოლაპარაკებების პირველი ფაზა დასრულდა.

      სააკაშვილის დაკავება, გათავისუფლება და უკრაინული პოლიტსიახლეები - პეტრო პოროშენკო - მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია საერთაშორისო ყურადღებას არ იმსახურებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 212

ტეგები: qwellynews, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters