იძულებული ხარ, აღიარო, რომ  სასახლე დიდებულია, გაიფიქრა მან (სასახლე ჰგავდა მოხუც, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილ პრიმადონას, რომელიც მაყურებლის წინაშე გამოდიოდა), არ შეიძლება, გეზიზღებოდეს ის, რაც მილიონობით ადამიანისათვის (სასახლის გისოსებთან თავმოყრილი ბრბო მეფის გამოჩენას ელოდებოდა) უდიდესი სიმბოლოა. შეიძლება, სისულელეა, მაგრამ მაინც. ბავშვი კუბურებით უფრო კარგად ააგებდა ამ შენობას, გაიფიქრა რიჩარდმა და დედოფალის ძეგლს შეხედა (გაახსენდა, როგორ მიდიოდა ის მანქანით კენსინგტონში. რქისჩარჩოიანი სათვალე ეკეთა). თეთრ კვარცხლბეკზე შემდგარი დედოფალი დედობით ბრწყინავდა. რიჩარდს უხაროდა, რომ  ჰორსას შთამომავალი მართავდა იმპერიას. ფიქრობდა, რომ სამეფო ტახტი მეფეებისა და დედოფლების მემკვიდრეებს უნდა რგებოდათ. უსაზღვრო სიხარულს განიცდიდა იმის გაფიქრებისას, რომ ტრადიციებს უკვდავყოფდნენ. ის მართლაც დიდებულ ეპოქაში ცხოვრობდა. მისი ცხოვრება ხომ მართლაც სასწაულია? სასიცოცხლო ძალით იყო აღსავსე. ეს მისი საუკეთესო წლები იყო. ქუჩაში მიაბიჯებდა, რათა ცოლისათვის ეთქვა, თუ როგორ ძალიან უყვარდა.  მიყვარხარ! აი, ესაა ბედნიერება ,  გაიფიქრა მან.
   აი, ესაა ბედნიერება, გაიფიქრა მან, როდესაც "დინს-იარდში“ შევიდა. საათმა ჩამოჰკრა. ჯერ ერთგვარი მელოდიური გაფრთხილება გაისმა, შემდგომ კი საათის განუმეორებელი ხმა. ამ ლანჩის გამო მთელი დღე დავკარგე, – გაიფიქრა მან, როდესაც თავისი სახლის კარს მიუახლოვდა.

   ელიზა საუზმის შემდეგ მოვიდა. გოგონა მისი დანახვისას საშინლად გაწითლდა. ოთახში ჩაიკეტნენ. მგონი, ლოცულობენ. ო, ღმერთო! რიჩარდს ეს ამბავი არ მოეწონა, მაგრამ იცოდა, რომ ასეთი იყო ახალგაზრდობა. თუკი ელიზა ამ ყველაფერს ყურადღებას არ მიაქცევდა, ეს გატაცება მალე გადაუვლიდა.

ნახვა: 423

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გაყოფა, დაპყრობა, პოსტი, ჩანაწერი

ლაშა: თებერვალი 16, 2016||1:06pm
ტრადიციებით უკვდავყოფილები აქაც მრავლად გვყავს. :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 24, 2021.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters