დარდი პანდემიაზე, ეკონომიკაზე, კარტოგრაფებზე და მოახლოებულ წვიმებზეც

      მარხვის დაწყების წინ, პატრიარქმა მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა მისცა საჭიროების შემთხვევაში რძის პროდუქტების მიღებაზე კურთხევა გასცენ. ხვალიდან შეზრუდვების ამოქმედება იწყება, ამიტომ დღევანდელი პარასკევი, რომელსაც შავი პარასკევიც წამოეწია, დედაქალაქის სრული პარალიზების მიზეზი გახდა - ყველა საყიდლებს ეშურებოდა. მომავალი დღეები წვიმიანი იქნებაო, ამბობენ სინოპტიკოსები - 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. კოვიდს რაც შეეხება - 123470 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 102270, გარდაცვლილი - 3489, კარანტინში - 2114. რაც შეეხება ეკონომიკის მეტრს - დოლარი - 3.3164 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 ნოემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა. 37 პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკების ასოციაცია პრემიერს ღია წერილით მიმართავს და ურჩევს, ინფიცირებულთა სამკურნალოდ სამხედრო ექიმები დაიხმარონ და საველე ჰოსპიტლები მოეწყოს. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 421 თავისუფალი საწოლია. პაციენტების ნაკადების მართვასა და მონიტორინგში თავდაცვის სამინისტროს 7 ექიმია ჩართული. ვაქცინა დღესვე რომ გვქონდეს ხელმისაწვდომი, მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვალვე არ მოვა მის გასაკეთებლად. მაია ცქიტიშვილი - ძალიან მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ იმ საწოლს ექიმი უნდა ახლდეს - სამედიცინო პერსონალის რესურსი შეზღუდულია. „იმედის კლინიკის“ ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. პაატა იმნაძე - დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ კორონა მოგონილია იმიტომ, რომ დაჩიპონ - აი ახლა, ჯომოლუნგმაზე ავდივართ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ექიმებს 2 400 ხელის კრემს გადასცემს. ლადო პაპავა - სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება. მაია ცქიტიშვილი - ველოდებით დასაქმებული პირების, მათ შორის თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს. მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას დაეხმარება შეამციროს ვირუსის გავრცელების ტემპი.

      ეკონომიკის სირთულე შეზღუდვებში - რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი - შეზღუდვებით დაახლოებით 250 000 ადამიანი ზარალდება და სამსახურს კარგავს. მოლების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე მიეცეთ გახსნის საშუალება, სანაცვლოდ კი იანვრის განმავლობაში დაიკეტონ. სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქამრების შემოჭერა“, პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო სამსახურმა უნდა დაიწყოს. აკაკი ცომაია - რესტორნების და ასეთ ტიპის ობიექტების შეზღუდვა არასამართლიანი გადაწყვეტილებაა. მაია ცქიტიშვილი - ეს არის რთული ბალანსი, ეკონომიკის, მოსახლეობის ინტერესებსა და ვირუსის გავრცელების მართვას შორის, რომელიც ვალდებული ვართ დავიცვათ. ლევან თარხნიშვილი - დაარქმევთ თუ არა ამ რეგულაციებს „ლოქდაუნს“, მაინც „ლოქდაუნია“ და ეკონომიკის დასამარება. ზაალ უდუმაშვილი - მე მგონი, ასეთი მასშტაბური „ლოკდაუნის“ გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და იქნება მუდმივი პროტესტი. ანა დოლიძე - შეზღუდვებს თუ არ მოჰყვება სოციალური პაკეტები, ჩვენ მივიღებთ მშრომელ ხალხზე თავდასხმას. გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური დახმარების პაკეტი მოქალაქეების დაცინვაა. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კონტროლსა და მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე იმსჯელა

      ოპოზიციის პროტესტი კოვიდხანაში - სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან ლოგიკური ნაბიჯი მოლაპარაკებებზე, იქნებოდა ისეთი წინადადებით შემოსვლა, რომელიც ამ პოლიტიკურ მდგომარეობას განმუხტავდა. ანზორ ბიწაძე - ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გარკვეული ტაქტიკური ცვლილებები იქნება, მაგრამ არც ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ. ლევან თარხნიშვილის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს შესაძლებელია არა მასობრივი, არამედ სიმბოლური აქცია გაიმართოს. სერგო ჩიხლაძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის შეკრების დღეს ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია არ გაიმართოს. ზაალ უდუმაშვილი - ცუდია, რომ საქართველო იქნება მსოფლიოში მერვე ქვეყანა, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება. ხათუნა ლაგაზიძე - „ოცნებას“ ჰგონია, რომ თეთრ რაშზე ზის - თუ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში ცხვრებივით შელაგდებიან, პოლიტიკურ მოღვაწეობას დაასრულებენ. გიგი უგულავა - საერთო კონსენსუსი არსებობს, პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია არ იგეგმება.

      დაფინანსება - მაია ცქიტიშვილი - პარტიების დაფინანსება ყოველთვის მიბმულია პასუხისმგებლობის აღებაზე.

      გაბუნიას თვალთვალი - ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ უკანონო თვალთვალში ბრალდებულ ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.

      თურქული გრანტი - თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა.

      პური გაუძვირებელი - ლევან დავითაშვილის განცხადებით, 50-კილოგრამიანი ფქვილის ტომრის ფასი 53 ლარი იქნება. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება.

      კარტოგრაფების გულშემატკივრები - საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას მართავდნენ. ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე - ეს არის პოლიტიკური დაკავება, რომელიც სჭირდებოდათ წინასაარჩევნოდ. ელენე ხოშტარია - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სურვილების გამო, მძევლებად არიან. გიგა ბოკერია - „კარტოგრაფების საქმე“ არის თემა, რამდენად საშიშია ეს რეჟიმი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. სალომე სამადაშვილი - დავით ზალკალიანი დანაშაულის თანამონაწილე ხდება, როცა არ გასცემს იმ მასალას, რომელიც ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულობას ამტკიცებს. საგარეო უწყება - ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატს ერთ-ერთ მოთხოვნაზე პასუხი გაეგზავნა, მეორე მოთხოვნა მუშავდება და უახლოეს პერიოდში, კანონით დათქმულ ვადებში გაეცემა პასუხი.

      პატრიარქის მიმართავა მრევლს - 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა). ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმინდა ზიარების მისაღებად. ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 22 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინაში კორონავირუსის 16 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 192 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 27 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 496 პაციენტი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 35 ადამიანი გარდაიცვალა.

      მილიარდების ვალები - გერმანიის მთავრობამ 180 მილიარდი ევროს მოცულობის სახელმწიფო ვალის აღების გადაწყვეტილება მიიღო.

      ლუკაშენკოს შეზღუდვა - ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტის პოსტს აღარ დაიკავებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 106

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The latest and the greatest of the football video amateur

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Franchise Madden NFL Platform(s) PC , PS5 , PS4 , Xbox Alternation X , Xbox Alternation S , Xbox One Arise August 18, 2023 Developer(s) EA Tiburon Publisher(s) EA Cardinal of Players 1-4 Local Co-Op Abutment 1-4 Players See at Playstation Store $30 at Amazon $30 at Best Buy $33 at GameStopMadden NFL 24 for Madden 24 coins Has Never Been Cheaper on Amazon

Madden NFL 24 $30 $70 Save $40

The latest and the greatest of…

გაგრძელება

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Qwelly World

free counters