ძველი ოთახი დამწუხრებულა,
თითქოს დაღლილა ამდენის ნახვით,
ჰაერიც მძიმეა მასში,
ხნიერი კედლებიც...
ფიქრობს ოთახი, დიახ, ის ფიქრობს...
ამას ვერ იგრძნობთ ახალ სახლში, არ აღიქმება;
მას გადაეცა გრძნობა და გონება სულიერთაგან,
ვისაც მასში უცხოვრია და ისიც ფიქრობს, იხსენებს...
აი, ცოლ - ქმარი დაბრუნდა ისევ სხვა ქალაქიდან,
დიასახლისი ვაზას ყვავილებით
მაგიდის შუაგულში დგამს,
ბავშვი ცელქობს, კატა დარბის,
ფანჯარაში მზე იმზირება,
რაღაცას უღიმის.
მერე სულ სხვა დრო, ბევრი ხალხი,
მდგმურები, ხშირი სტუმრები;
ხანაც ქეიფი, დროსტარება,
ხანაც ჩხუბი, ხანაც ალერსი...
ისევ სულ სხვა დრო... ვიღაც მარტოა
ის და ოთახი.
ხან თავის მე-ს ესაუბრება,
ხან კედლებს, ფანჯრებს;
ან სულაც ვინმე შემოუვლის, ან თვითონ წავა
მთელი ღამით ან რამდენიმე დღით.
მერე კიდევ სხვა...
ოსევ ოჯახი...
და უხუცესი წევრი, მოხუცი,
რომელიც ოთახის კედლებს არა სცილდება
და იხსენებენ სულ ძველ ამბებს ის და ოთახი...
ჩუმად ერთმანეთს უზიარებენ,
რადგან სხვა არავის სცალია მათ მოსასმენად
და მერე ისევ მარტოა ძველი ბინა, ძველი ოთახი,
იგი აზროვნებს, ემოციაც აქვს, ფიქრობს და ფიქრობს,
შეძენილ - შენახულ ინფორმაციას ატრიალებს გონებაში
და თუ ძველი პიანინოს კლავიში აჟღერდა,
მაშინ ცოცხლდება
და სუნთქავს მის ბგერებთან ერთად...
საოცრად სევდიანია ძველი სახლი,
ძველი ოთახი,
თავის კედლებში ნაგროვები
ემოციებითა და ამბებით;
ოთახმა იცის,
ოთახმა ნახა...

ნახვა: 49

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მწუხარება, პოეზია, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters