ერთ-ერთ ესპანურ, არც თუ ისე გამორჩეულ სოფელში მცხოვრები ფერნანდესების მრავალშვილიან ოჯახში ბიჭი დაიბადა, სახელად ანტონიო. მშობლებს იმდენად უჭირდათ, რომ ისიც კი ვერ მოახერხეს ბიჭს სკოლა დაემთავრებინა და საბაზისო განათლება მიეღო.

      1949 წელსს ანტონიომ მშობლიური ოჯახი დატოვა და უკეთესი ცხოვრების საძებნელად მექსიკაში გაემგზავრა იმ დროს ის უკვე 32 წლის ასაკში იყო. ახალგაზრდამ მალე Grupo Modelo-ს ლუდის ქარხანაში დაიწყო უბრალო თანამშრომლად მუშაობა და ოჯახი შექმნა. ქარხანაში ოცწლიანი მუშაობის შემდეგ, ფერნანდესი წარმატებულ მეწარმედ ჩამოყალიბდა მანდ მოახერხა ის რომ გენერალური დირექტორის პოსტი დაეკავებინა და ლუდი „Corona“ მსოფლიოში ცნობილ ბრენდად ექცია.

      ანტონიო ფერნანდესმა თანამდებობა 2005 წელს დასაწყისში დატოვა, როცა მის ანგარიშზე მილიარდები ირიცხებოდა და თავისი საქმე ძმისშვილს გადააბარა.

      ამბობენ, რომ უშვილო მილიარდერი, რომელიც მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას ეწეოდა, სიცოცხლის ბოლომდე ვერ ივიწყებდა მშობლიურ სოფელს - სერესალეს დელ კონდადოს, სადაც მხოლოდ 80 ღარიბი ადამიანი ცხოვრობდა.

      ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა თითოეულ თანასოფლელს ანდერძით ორი მილიონი ევრო დაუტოვა და სოფელი, რომელშიც მთელი ბავშვობა გაატარა, მილიონერების სოფლად აქცია.

      ანტონიო ფერნანდესი 2016 წლის აგვისტოში, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა და ესპანელების ხსოვნაში უანგარო სიკეთისა და კეთილშობილების მაგალითად დარჩა.

ნახვა: 376

ტეგები: Antonio_Fernandez, Qwelly, ანტონიო_ფერნანდესი, ბლოგი, კორონა, ლუდი

ლაშა: თებერვალი 8, 2020||11:32pm

შოკოლადი, ლუდი, ახლა ვირუსიც. კიდევ რა შეიძლება იყოს „კორონა?“

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:20pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

Qwelly World

free counters