ცივილიზაცია, ძველი ისტორია, კაცობრიობა, მეცნიერება, ცოდნა, დაგროვილი ცოდნა, მიღწევა, აღმოჩენა, mecniereba, migweva, agmochena, codna, dagrovili codna, ganvitareba, evolucia, progresi, civilizacia, qwelly, blog, qwellypost

      თანამედროვე სამყაროში, დაგროვილი ცოდნის კვალობაზედ შექნილი ყოველდღიური აღმოჩენები ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. ხელოვნურ ინტელექტზე, გალაქტიკების გარღვევასა თუ ცოცხლი უჯრედების შექმნაზე მეცნიერები დაურალავად მუშაობენ, სამყაროს შესაქმის თეორიებსაც თვალნათლივ წარმოგვიდგენენ და მრავალი ასეთი. ხშირად, მსგავსი სამეცნიერო მიღწევები კვლავ მეცნიერებისთვისვე რჩება და საზოგადოების მხოლოდ იმ ნაწილისთვისაა ხელშესახები, ვისაც საშუალება აქვს კოსმოსური ხომალდი დაიქირაოს მთვარეზე შვებულების გასატარებლად, ანდა გონებრივი მზადყოფნა გააჩნია ისიამოვოს ატომის გახლეჩით მიღებული შედეგების ანალიზში. მაგრამ კაცობრიობის ისტორიამ ბევრი ისეთი აღმოჩენა წარმოგვიდგინა, რომელმაც ცხოვრებისეული პირობები მკვეთრად გააუმჯობესა.

ლოგიკა მილიონობით წლის წინ

ლოგიკა, ცივილიზაცია, ძველი ისტორია, კაცობრიობა, მეცნიერება, ცოდნა, დაგროვილი ცოდნა, მიღწევა, აღმოჩენა, mecniereba, migweva, agmochena, codna, dagrovili codna, ganvitareba, evolucia, progresi, civilizacia, qwelly, blog, qwellypost

      ლოგიკური აზროვნება, რომელსაც მეორენაირად მეცნიერულ აზროვნებას უწოდებენ, მსჯელობისა და ანალიზის პროცესია, რომლის მიზანია, მოცემულ სიტუაციაში მართებული დასკვნა გამოიტანოს. მაგალითად, იმის შემჩნევა, რომ ყოველთვის, როცა ვიღაც გარკვეული სახის კენკრას ჭამს, მალევე ავადმყოფობისგან კვდება, გვიბიძგებს დასკვნისკენ, რომ ეს კენკრა მომწამლავია. თუმცა ის, რომ ვიღაცამ რაიმე სახის ხილი შეჭამა და მალევე გაწვიმდა, არ ნიშნავს, რომ წვიმის მოსვლა ხილის მირთმევამ გამოიწვია, რადგან მას არ ჰქონია განმეორებადი ხასიათი და არც მისი დასადასტურებელი ტესტი ჩატარებულა. ცხოველების დიდ ნაწილს ასეთი დასკვნების გამოტანა ლოგიკური აზროვნების გარეშე შეუძლია. ცრურწმენების უმეტესობა კი სწორედ არალოგიკური მიდგომიდან იღებს სათავეს, როცა რამდენჯერმე მომხდარი დამთხვევა შეცდომით განიმარტება და სხვა მნიშვნელობა ეძლევა. ოგიერთ უძველეს ცივილიზაციაში რელიგიური პირებიც კი ჰყავდათ, რომლებიც სხვადასხვა ნიშნებს განმარტავდნენ საკმაოდ რთული და მრავალფეროვანი ცრურწმენების მიხედვით, რასაც ზოგჯერ სავალალო შედეგები მოჰყვებოდა ხოლმე. ლოგიკური ფიქრის მეშვეობით ადამიანებმა შეძლეს სხვადასხვა მოვლენების, მიზეზისა და შედეგის ერთმანეთთან დაკავშირება. ნებისმიერი სახის წინსვლა, რაც კაცობრიობას გაუკეთებია, სწორედ ამის წყალობით ხდება, რაც თავის მხრივ უკეთესი გარემოს შექმნას გვიადვილებს.

ქვის დამუშავება – 2.6 მილიონი წლის წინ

ქვის დამუშავება, ცივილიზაცია, ძველი ისტორია, კაცობრიობა, მეცნიერება, ცოდნა, დაგროვილი ცოდნა, მიღწევა, აღმოჩენა, mecniereba, migweva, agmochena, codna, dagrovili codna, ganvitareba, evolucia, progresi, civilizacia, qwelly, blog, qwellypost

      ჰომინიდები და სხვა ცხოველები მილიონობით წლების განმავლობაში ამზადებდნენ იარაღებს, თუმცა მათი უმეტესობა ქვის დამუშავებას ვერ ბედავდა. ფოთლებისა და ხისგან დამზადებული იარაღები ლპებოდა ან იცვითებოდა, ქვა კი გაცილებით გამძლე მასალაა და ხანგრძლივი დროის მანძილზე მსახურება პატრონს. ნადირობის შემდეგ შესაძლებელი იყო შუბის წვერის გაწმენდა და ძველებური იერის დაბრუნება, რომ შემდეგში ისევ გამოეყენებინათ. ქვის დამუშავებამ ნადირობა უფრო ეფექტური გახადა. ქვის იარაღის დამზადება და შემდგომში მისი დახვეწა მოითხოვდა უფრო მეტ ინტელექტსა და წარმოსახვას, ვიდრე იმ პერიოდის ცხოველების უმეტესობას ჰქონდა. ამიტომ ადამიანებმა განვითარებული ტვინის მეშვეობით უკეთესი იარაღების შექმნა შეძლეს, გაიუმჯობესეს ცხოვრება, უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ და მეტად ნაყოფიერ შთამომავლობას ტოვებდნენ

ცეცხლის გაკონტროლება – 1 მილიონი წლის წინ

ცეცხლის გაკონტროლება, ცივილიზაცია, ძველი ისტორია, კაცობრიობა, მეცნიერება, ცოდნა, დაგროვილი ცოდნა, მიღწევა, აღმოჩენა, mecniereba, migweva, agmochena, codna, dagrovili codna, ganvitareba, evolucia, progresi, civilizacia, qwelly, blog, qwellypost

      მიუხედავად იმისა, რომ არის ცნობები, როგორ ასრულებდნენ რიტუალურ ცეკვებს ცეცხლის გარშემო ჩვენი ევოლუციური ნათესავები – შიმპანზეები და ხანდახან ცეცხლმოკიდებულ ტოტებსაც იყენებდნენ, ადამიანი რჩება ერთადერთ არსებად, რომელმაც ცეცხლის დანთების ხელოვნება აითვისა. ცეცხლს მოაქვს სითბო და კომფორტი, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი საკვების მომზადების ფუნქციაა. ჩვენმა წინაპრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ გზით დამზადებული საჭმელი უფრო უსაფრთხო და ადვილად გადასამუშავებელი იყო, რამაც მათი დიეტა უფრო მეტად დატვირთა ხორცეულით. მძლავრი და მცენარეულის ღეჭვაზე მორგებული ყბები თანდათან ზომაში შემცირდა, ტვინმა კი ზრდა დაიწყო, რათა ნადირობა უფრო მეტად ეფექტური ყოფილიყო. მსხვერპლის გამოჭერისა და ერთმანეთთან კომუნიკაციის ხელოვნება მეტ ინტელექტს მოითხოვდა. ცეცხლმა შეცვალა ადამიანთა კვების სტილი, შესაბამისად – საჭმლის მომნელებელი სისტემა, ყბების ფორმა, კბილები და იქცა ერთ-ერთ უდიდეს ფაქტორად თანამედროვე ინტელექტუალური ადამიანის ჩამოყალიბებაში. ქვის იარაღებმა ხელი შეუწყო ტვინის ზრდას, ცეცხლის კონტროლის უნარმა კი ეს პროცესი გაცილებით დააჩქარა. ამის შემდგომ არც ისე დიდ პერიოდში ადამიანის ტვინის ზომა ორჯერ გაიზარდა.

ცხოველების მოშინაურება – 10 000 წლის წინ

ცხოველების მოშინაურება, ცივილიზაცია, ძველი ისტორია, კაცობრიობა, მეცნიერება, ცოდნა, დაგროვილი ცოდნა, მიღწევა, აღმოჩენა, mecniereba, migweva, agmochena, codna, dagrovili codna, ganvitareba, evolucia, progresi, civilizacia, qwelly, blog, qwellypost

      მოხეტიალე ცხოვრებისა და მუდმივად ნადირობაზე ჩასაფრების ნაცვლად ადრეული ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ შესაძლებელი იყო ნაკლებად აგრესიული ცხოველების ყოლა მათი საცხოვრებლის სიახლოვეს, რაც შემდგომში დახმარებას გაუწევდათ მოგზაურობისას. მოგვიანებით მსგავსი სახის უფრო ხანგრძლივი დასახლებები შეიქმნა და ადამიანებსაც მეტი თავისუფალი დრო მიეცათ. შემდეგ იგივე გაიმეორეს მცენარეების შემთხვევაშიც და საფუძველი ჩაეყარა სოფლის მეურნეობას. შეწყვილება და მოშენება გახდა ფრთხილი კონტროლირებადი პროცესი, ქსოვა და ხელოვნების სხვა დარგები უფრო დაიხვეწა, გაიზარდა სხვადასხვა ტიპის საქონლით ვაჭრობის მასშტაბები. ადრეული საზოგადოება ძირითადად შემგროვებლობას ან ნადირობას მისდევდა და საქმიანობის მხრივ დიდი არჩევანი არ იყო, ამ პერიოდში კი ასობით ახალი ვარიანტი აჩნდა, დაწყებული მეტალზე მომუშავეებიდან დამთავრებული მესაქონლეებითა და პირველყოფილი ვეტერინარებით. მაშინდელი მსოფლიო მოსახლეობა სავარაუდოდ რამდენიმე მილიონი იყო, ფერმერობამ კი ამ რიცხვის მკვეთრ ზრდას შეუწყო ხელი. ფერმერობას სხვა ეფექტიც ჰქონდა: საკვების დიდი მარაგები, რომლებიც ამ გზით მიიღებოდა, ხელს უწყობდა სხვადასხვა სახის დაავადების გადამტანი პარაზიტების ზრდას, რამაც ხელი შეუწყო ადამიანების იმუნური სისტემის გაძლიერებას.

ბორბალი – 6 000 წლის წინ

ბორბალი, ცივილიზაცია, ძველი ისტორია, კაცობრიობა, მეცნიერება, ცოდნა, დაგროვილი ცოდნა, მიღწევა, აღმოჩენა, mecniereba, migweva, agmochena, codna, dagrovili codna, ganvitareba, evolucia, progresi, civilizacia, qwelly, blog, qwellypost

      ქრისტეს შობამდე IV ათასწლეულში ბორბალი გამოჩნდა მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში – მესოპოტამიაში, ჩრდილოეთ კავკასიასა და ცენტრალურ ევროპაში. თავიდან მისით არც ისე აღტაცებულნი იყვნენ, რადგან სწორი გზების ნაკლებობის გამო ბორბალს ბევრი მომხმარებელი არ ჰყავდა. თანდათანობით ადამიანებმა სულ უფრო მეტი ტერიტორია აითვისეს დასასახლებლად და მუდმივად იგებოდა ახალი ბილიკები, სადაც საზიდრები გავლას შეძლებდნენ, ამან კი გაცილებით გაზარდა შრომის ნაყოფიერება. ჩვეულებრივმა ბორბალმა დასაბამი მისცა წყლის ბორბალსა და ქარის წისქვილს, რომლებმაც მოგვცეს ენერგია და შეამსუბუქეს ის ძალისხმევა, რაც ფერმერობასა და საკვების წარმოებას სჭირდებოდა. მოგვიანებით განვითარდა გადასაზიდი საშუალებები და ეტლები, რამაც თავისი როლი ითამაშა ომებსა და მოგზაურობებში. ჩვეულებრივი ბორბლის შთამომავლები ასევე არიან სართავი ჯარა (რომლითაც ტანისამოსი იკერებოდა), სამეთუნეო ჩარხი (რომლითაც მაღალი ხარისხის კერამიკა იწარმოებოდა), შკივები და კბილანები (რომელთა მეშვეობითაც განვითარდა მექანიკის ყველა დარგი), ასტროლაბი (უძველესი ასტრონომიული ხელსაწყო ციურ სხეულთა პოზიციის დასადგენად), პროპელერი (მამოძრავებელი ძალა თვითმფრინავისა და გემისთვის) და ორთქლის ძრავა.

მათემატიკა – 20 000 წლის წინ

მათემატიკა, ცივილიზაცია, ძველი ისტორია, კაცობრიობა, მეცნიერება, ცოდნა, დაგროვილი ცოდნა, მიღწევა, აღმოჩენა, mecniereba, migweva, agmochena, codna, dagrovili codna, ganvitareba, evolucia, progresi, civilizacia, qwelly, blog, qwellypost

      დასაწყისში მათემატიკა ძალიან ნელა ვითარდებოდა, თუმცა მიწათმოქმედების განვითარებამ მისი საჭიროება გაზარდა. პროდუქტის გაცვლა-გამოცვლა და დიდი რაოდენობით საქონლის შენახვა ანგარიშის ცოდნას მოითხოვდა. ფერმერობის გაზრდასთან ერთად მიწათმოქმედებს დასჭირდათ არამარტო ასამდე და ათასებამდე დათვლა, არამედ ამ რიცხვების მიმატება-გამოკლებაც, რამაც გამოუმუშავათ მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების უნარი. მათემატიკის მეშვეობით ვაჭრობა უფრო კომპლექსური გახდა. შემდეგ ამას მოჰყვა ფულის გამოგონება, რამაც ხელი შეუწყო ბიზნესის რევოლუციას და ეკონომიკა და კომერცია გააფართოვა. მათემატიკის განვითარების წყალობით ინჟინერია და ასტრონომია ცალკეულ და ძლიერ დარგებად ჩამოყალიბდნენ, ეს ყველაფერი კი თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საფუძველი გახლდათ. შემდგომში მსოფლიომ გაიცნო არაბული რიცხვები და პოზიციური სისტემა (თვლის სისტემა, რომელშიც ყოველი ციფრის წონა დამოკიდებულია მის პოზიციაზე), რითაც მათემატიკა საყოველთაოდ აღიარებული გახდა.

ლითონის დამუშავება – 10 000 წლის წინ

ლითონის დამუშავება, ცივილიზაცია, ძველი ისტორია, კაცობრიობა, მეცნიერება, ცოდნა, დაგროვილი ცოდნა, მიღწევა, აღმოჩენა, mecniereba, migweva, agmochena, codna, dagrovili codna, ganvitareba, evolucia, progresi, civilizacia, qwelly, blog, qwellypost

      სავარაუდოდ პირველი მეტალი, რომელსაც ფართოდ გამოიყენებდნენ, იყო ოქრო. ეს იმის გამოა, რომ სხვა კონკურენტების უმეტესობისგან განსხვავებით, ის ბუნებრივად არის სუფთა ფორმის და საკმარისად რბილია საიმისოდ, რომ ქვის იარაღებით დამუშავდეს. უძველეს ეპოქაში – ფარაონების ეგვიპტეში, ვედურ ინდოეთში, ისრაელის ტომებში, მაიას ცივილიზაციაში – მეტალს დიდი ღირებულება ჰქონდა, რადგან მათ ხშირად მისტიკური ელფერი ეძლეოდათ ადგილობრივი ლეგენდების გამო. ამ პერიოდის ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ ცეცხლისგან წამოსული სითბოს მეშვეობით შესაძლებელი იყო, მადნეულიდან სხვა მეტალიც გამოეცალკევებინათ და თუკი ქვა ლითონებს შეიცავდა, მათთვის გამოსადეგი ხდებოდა. სპილენძი და კალა განსაკუთრებული სიმტკიცის გამო დიდად ფასობდნენ, მაგრამ მრავალჯერად გამოყენებაში ისინიც კი იცვითებოდნენ, სანამ არ მოიფიქრეს მათი გაერთიანება. ეს სავარაუდოდ შემთხვევით მოხდა და ასე გაჩნდა ბრინჯაო – შენადნობი, რომელიც გაცილებით მყარი იყო და შესაბამისად, უფრო სასარგებლო. ბრინჯაოს იარაღებმა და ხელსაწყოებმა მალე დაჯაბნეს ყველა კონკურენტი. ფერმერული ინსტრუმენტები, ეტლები, აბჯარი, მეცნიერული ხელსაწყოები არაჩვეულებრივად გაუმჯობესდა. რკინის დამუშავებაუფრო დიდი დრო სჭირდებოდა, რადგან მისი დნობის ტემპერატურა ძალიან მაღალია (1538°C), თუმცა მაინც მოახერხეს და აღმოაჩინეს, რომ უკეთესი ვარიანტიც კი იყო. მეტალზე მომუშავეებმა შენიშნეს, რომ თუკი რკინა კონტაქტში შევიდოდა ორგანულ ნივთიერებებთან, ყალიბდებოდა თითქმის სრულყოფილი ლითონი – ფოლადი. ფოლადი უფრო მეტად გამძლეა დაჟანგვის მიმართ და უფრო ადვილია მისი შედუღება, დღევანდელ ეპოქაში კი ფართოდაა გავრცელებული და მასიურად მოიხმარება.

ქაღალდი – ქრისტეს შობამდე II საუკუნე

ქაღალდი, ცივილიზაცია, ძველი ისტორია, კაცობრიობა, მეცნიერება, ცოდნა, დაგროვილი ცოდნა, მიღწევა, აღმოჩენა, mecniereba, migweva, agmochena, codna, dagrovili codna, ganvitareba, evolucia, progresi, civilizacia, qwelly, blog, qwellypost

      ჩინური გამოგონების, ქაღალდის ფართო მოხმარება ძირითადი ფაქტორი გახლდათ საყოველთაო განათლების დონის ამაღლებაში. მანამდე ადამიანები ძირითადად ქვიშაზე ან მიწაზე წერდნენ, რაც ხანგრძლივ პირობებში არაპრაქტიკული იყო. ამიტომ ხალხის ძირითადი ნაწილი უწიგნური რჩებოდა, მხოლოდ მცირეოდენი მასა იყო ინტელექტუალი. საყოველთაო განათლება გულისხმობდა იმას, რომ წერის პროცესი უნდა ყოფილიყო მარტივი და ეფექტური, ამიტომ რთული იეროგლიფები დახვეწეს და გაალამაზეს. მარტივი წერის ახალი ხელოვნება იმდენად ხელმისაწვდომი იყო, რომ მიაღწია იმ ადამიანებამდეც კი, რომლებსაც არც ქაღალდი ჰქონდათ და არც იმის საშუალება, წერა-კითხვა ესწავლათ. ფართოდ გავრცელებული განსწავლულობა და შემდგომ განვითარებული წერის სტილი საოცრად სასარგებლო იყო ინფორმაციის შესანახად და კონკრეტულ ეპოქაში არსებული ცოდნის ფურცელზე გადასატანად, რათა შემდგომ თაობებამდე მიეწვდინათ. ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი ცოდნის მოცულობა მუდმივად და სწრაფად იზრდებოდა, აღარ იყო დამოკიდებული იმ ერთეულ ადამიანებზე, რომლებიც ინფორმაციას ზეპირად სწავლობდნენ. განათლების დონის მატებამ უფრო ადვილი გახადა შორ მანძილზე კომუნიკაცია და იყო პირველი პატარა ნაბიჯი ერთიანი მსოფლიო საზოგადოებისკენ

საბეჭდი მანქანა – 1440 წელი

საბეჭდი მანქანა, ცივილიზაცია, ძველი ისტორია, კაცობრიობა, მეცნიერება, ცოდნა, დაგროვილი ცოდნა, მიღწევა, აღმოჩენა, mecniereba, migweva, agmochena, codna, dagrovili codna, ganvitareba, evolucia, progresi, civilizacia, qwelly, blog, qwellypost

      ქაღალდი და ინფორმაციის ჩაწერის საშუალება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ცოდნის შენახვასა და გავრცელებაში, მაგრამ ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგიც ჰქონდა – წიგნების დასაწერად საჭირო იყო დიდი ხნის განმავლობაში მუყაითი შრომა, რის გამოც მათი რაოდენობა არც ისე დიდი გახლდათ და მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა. იოჰან გუტენბერგის მიერ საბეჭდი მანქანის გამოგონებამ საშუალება მისცა ადამიანებს, ნაკლები ენერგიის დახარჯვით და მოკლე დროში დაემზადებინათ წიგნები, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ცოდნის ხელმისაწვდომობა და გავრცელებისარეალი, თემატიკა კი მეტად მრავალფეროვანი გახდა. მუდმივად იზრდებოდა მთლიანი მოცულობა იმ ინფორმაციისა, რომლის შენახვაც შესაძლებელი იყო. წიგნები უფრო ადვილად საშოვნი გახდა და ამის შედეგად განათლების დონემ სწრაფი მატება დაიწყო. მაშინდელი მიზანი, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონოდა განათლების მიღების საშუალება, დღესდღეობით თითქმის სრულად მოქმედებს პრაქტიკაში. მსოფლიო მოსახლეობის ინტელექტის დონის ამაღლების საკითხში ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

ვაქცინაცია – 1724 წელი

ვაქცინაცია, ცივილიზაცია, ძველი ისტორია, კაცობრიობა, მეცნიერება, ცოდნა, დაგროვილი ცოდნა, მიღწევა, აღმოჩენა, mecniereba, migweva, agmochena, codna, dagrovili codna, ganvitareba, evolucia, progresi, civilizacia, qwelly, blog, qwellypost

      მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე ძველი ცივილიზაცია იყენებდა და საბოლოოდ ინდოეთში ან ჩინეთში განვითარდა XVI საუკუნეში, მისი სწორი გაგება მხოლოდ XVIII საუკუნეში მოხდა, ფართო გავრცელება კი გასულ საუკუნეში დაიწყო. ალბათ ზედმეტია ამ გამოგონების სარგებლიანობაზე საუბარი. ისეთი დაავადება, როგორიცაა ყვავილი, ვაქცინაციის წყალობით სრულად გაქრა. მანამდე კი ყვავილით დაავადებული მოწიფული ადამიანების ნახევარი და ბავშვების 80% იღუპებოდა. საუკუნეების მანძილზე ეს დაავადება წელიწადში მილიონობით ადამიანს ასალმებდა სიცოცხლეს. ზოგიერთი ცნობით, ამ მაჩვენებელმა მხოლოდ მეოცე საუკუნეში 500 მილიონს მიაღწია. სიტყვა „ვაქცინა” პირველად 1796 წელს გამოიყენა ინგლისელმა ექიმმა ედვარდ ჯენერმა, რომელიც მანამდე ყვავილისგან დასაცავად ადამიანებს უცრიდა ძროხის ყვავილს. ძროხის ყვავილი ჰგავდა ყვავილის დაავადებას, თუმცა უფრო მსუბუქი იყო და მისი მეშვეობით შექმნილი ვაქცინა ზრდიდა იმუნიტეტს. 1977 წელს აცრილთა რაოდენობამ ზღვარს მიაღწია და რადგანაც აღარავინ დარჩა, ვინც შეიძლებოდა დასნეულებულიყო, ეს დაავადება უბრალოდ გაქრა. ყვავილის ბოლო ორი მსხვერპლი 1978 წელს დაფიქსირდა ინგლისის ქალაქ ბირმინგემში. ასევე უთვალავი სხვა უსიამოვნო და მომაკვდინებელი დაავადება, რომელთა წინაშეც ჩვენი წინაპრები უძლურნი იყვნენ, ამჟამად ადვილად აცილებადია პატარაობისა და ბავშვობის ასაკში ვაქცინის მეშვეობით. ვაქცინაციის შექმნამ იხსნა მილიარდობით სიცოცხლე და ადამიანთა ცხოვრება გაცილებით გააუმჯობესა.

ნახვა: 753

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ევოლუცია, ლოგიკა, ცივილიზაცია

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters