ამ საღამოს შეხვედრაზე წახვალთ? – ჰკითხა მის ივიმ. ალბათ, წავიდოდა, რადგან დედამ სთხოვა. ძალიანაც ნუ გაგიტაცებთ ეს ხშირი შეხვედრები, თქვა  ივიმ და შოკოლადის ეკლერი აიღო. ელისონმა უპასუხა, რომ ასეთი შეხვედრები მაინცდამაინც არ უყვარდა.
   ივიმ პირი გააღო, ნიკაპი ოდნავ ასწია და შოკოლადის ეკლერი გადაყლაპა. თითები გაიწმინდა და ჩაის მოურია. გრძნობდა, რომ მალე ნაწილებად დაიშლებოდა. როგორ საშინლად იტანჯებოდა! მხოლოდ ის სურდა, ამ გარემოს გასცლოდა , წასულიყო და მერე თუნდაც მომკვდარიყო! გახევებული იჯდა, ვერაფერზე ფიქრობდა და ვერაფერს ამბობდა. გრძნობდა, რომ ელისონიც კი ამხედრებოდა. მასაც კი ზიზღს ჰგვრიდა! ეს მეტისმეტი იყო! ამას ვეღარ გაუძლებდა! მსხვილი თითები ნერვიულად მოეკაკვა.
   შეხვედრებზე არასოდეს დავდივარ, – თქვა ივიმ (თან ასეთ გასაიდუმლობულებზე), რადგან ელისონის გაშვება არ უნდოდა, საღამოზე არავინ მპატიჟებს,  დასძინა და მიხვდა, რომ სწორედ ეს ეგოიზმი იყო მისი უდიდესი უბედურება. უითთეკერმა ის გააფრთხილა კიდეც, მაგრამ სხვაგვარად არ შეეძლო! ის ხომ უსაშველოდ იტანჯებოდა, რატომ უნდა დამპატიჟონ? მე ხომ არც ისე საინტერესო და უინტერესო ხასიათი მაქვს! იცოდა, რომ ეს საშინლად სულელურად ჟღერდა, მაგრამ ასეთი რამ იმიტომ თქვა, რომ უყურებდა პარკებით დატვირთულ ადამიანებს, რომლებსაც ის სძულდათ. ის ლეო იყო, მას ყველაფერი ჰქონდა. მან რომელმაც ყველაფერს თავად მიაღწია. თანამედროვე ისტორია ბრწყინვალედ იცოდა...

ნახვა: 914

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გატაცება, ისტორია, პოსტი, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 24, 2021.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters