"მეცოდები" - უთხრა სანთელმა მეორე ანთებულ სანთელს - "ცოტა დრო დაგრჩა. შენ სულ იწვი და მალე აღარ იქნები. მე შენზე ბევრად უფრო ბედნიერი ვარ. მე არ ვიწვი და აქედან გამომდინარე არ ვდნები ჩემთვის ვარ წამოწოლილი და ასე კიდევ დიდხანს ვიქნები, შენი დღეები კი დათვლილია". 

დანთებული სანთელი კი პასუხობდა: "მე სულაც არ ვნანობ ამას, ჩემი სიცოცხლე მშვენიერი და მიზანმიმართულია. მე ვიწვი და ვიღვენთები მაგრამ ჩემს მეშვეობით ინთება კიდევ ბევრი სანთელი და ამით ჩემი ცეცხლი არ ნელდება როდესაც კი ბოლომდე დავიწვები ჩემი ცეცხლი - სანთლის სული ერწყმის სამყაროს ცეცხლს, მის განუყოფელ ნაწილს და მე ისევ შევერწყმები ჩემს დიდებულ და ბრწყინვალე სამყოფელს. მე ვანათებ ღამის წყვდიადს, ვახარებ პატარას, ვუმსუბუქებ ავადმყოფს სუნთქვას, ჩემი ცეცხლი ღვთისადმი რწმენის საწინდარია. განა ჩემი ხანმოკლე ცხოვრება არ არის მშვენიერი?! საბრალო ხარ შენ ჩემო დაუნთებელო სანთელო, საბრალოა შენი ხვედრი. შენ არ შეასრულე შენი დანიშნულება; და სად არის სული შენი - ცეცხლი? რა თქმა უნდა შენ იქნები დიდხანს შენახული, მაგრამ ვის სჭირდები ასეთი, რა სიხარულია და სარგებელია შენი არსებობა?

"უმჯობესია იწვოდე ვიდრე ჩამქრალი იყო", იმიტომ რომ სინათლეა ცხოვრება, სიბნელე კი სიკვდილი. და შენ გეცოდები რადგან მალე ჩავქრები და შევწყვეტ არსებობას, მაგრამ შენ ხომ არც გიცდია არსებობა, ცხოვრება კი ისე ჩაგივლის გვერდს".

ნახვა: 212

ტეგები: Activities, Candle, Dialogue, Die, life, qwelly

ლაშა: სექტემბერი 19, 2012||10:11pm

ჰო... ჩვენ ისე ვიბრძვით სიცოცხლისთვის რომ გაცოცხლება გვავიწყდება...

Natia Gvichiani: სექტემბერი 20, 2012||11:08pm
ზოგიერთს სულაც არ გააჩნია სული ან ისეთი შავი აქვს რომ ვერასოდეს ნახავს სინათლეს და მითუმეტეს ვერ გაიღვიძებს სამწუხაროდ
:(((
ლაშა: სექტემბერი 21, 2012||9:08pm
შეგიძლია მიცვალებულის გაცოცხლება ფროდო?! მაშ, ნურც სიკვდილის განაჩენს გამოუტან ვინმეს" / ბეჭდების მბრძანებელი (ბეჭდის საძმო)...
Natia Gvichiani: სექტემბერი 26, 2012||6:17pm
ანუ შენ ფიქრობ რომ იმ ”ადამიანებს” ვინც აწამებდა პატიმრებს გააჩნიათ სული? და ფიქრობ რომ მათ შეუძლიათ გამოისყიდონ თავიანთი დანაშაული? მე არ ვიცი ვინ და როგორ წარსდგება ღვთისწინაშე მაგრამ ჩემთვის ისინი არ არიან ადამიანები რომლებიც შეიძლება მოგწონდეს, გიყვარდეს ან პატივს ცემდე ელემენტარული. მე გამოვხატე ჩემი აზრი ამ საკითხთან მიმართებაში და არა ყველა ადამიანის. განაჩენის გამოტა არ არის ჩემი საქმე!

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 0 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

ბოლო კორონასებური წყნარი საღამო და ტყეების საპატრიარქოს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 22, 2020.
საათი: 10:43pm 0 კომენტარი

      დღის ყველა ამბავი საღამოს სიგრილემ გადაფარა და თორმეტი საათის მოლოდინმა, რომლის შემდეგ კვლავ გაიგონებთ ქუჩებში ავტომობილების ხმას. იქამდე კი ისიამოვნეთ. დღის მთავარია ამბები სწორედ ამ შეზღუდვების მოხსნა-დატოვებას ეხებოდა და პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას, რეზიდენტისგან ხელმოწრას და საბოლოოდ გაკანონებას. ხმაურიანი გამოდგა საპატრიარქოს ბალანსზე ეკლესიების გადაფორმების გამარტივებული წესებიც და პრემიერსაც, თავის მხრივ, აქტიური დღე…

გაგრძელება

კანონით შეზღუდვის ხმაური, ბანკების სამი თვე და დახმარება-კომპენსაციები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 21, 2020.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      შეზღუდვები იხსნება, მაგრამ შეზღუდვები რჩება. მოკლედ, ნაწილობრივი შეზღუდვების კანონი წარადგინა დღეს დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, პარლამენტმა ხმაურიანად, დაპირისპირებულად და ურთიერტკრიტიკით მოუსმინა მაგრამ საბოლოოდ მაინც დაამტკიცა. ეს ნაწილობრივი შეზღუდვები არავინ იცის როდემდე გაგრძელდება, ახლა უკვე კანონით ვიქნებით შეზღუდულები და არა დროებითი რეგულაციებით. ეს იყო დღის მეინსტრიმი. ასევე ბანკების დამატებითი 3 თვე პროცენტების გადასავადებლად და…

გაგრძელება

კორონას შემოდგომის რეინკარნაცია და ოპოზიციის სამთავრობო დაბრუნების გეგმები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 20, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      ვთავისუფლდებით კორონასგან და იზრდება რისკები და შესაბამისად რეკომენდაციები, დარიგებები, მოლოდინები და დაბრუნების საფრთხეები. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. მნიშვნელოვანი გახლდათ ასევე კალაძის ინიციატივები და მერიის საქმიანობა, და ასევე ოპოზიიის სამოქმედო გეგმები, შესაძლო პრემიერებზე და მისთანები. მთავარი სამედიცინო სტატისტიკა ასეთია - საქართველოში: 713 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 475, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული…

გაგრძელება

Qwelly World

free counters