თბილისში ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე კირილი ჩამობრძანდა

პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით თბილისში ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე კირილი ჩამობრძანდა. 
საპატიო სტუმარი თბილისის აეროპორტში თანმხლებ პირებთან ერთად ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა. ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრეს აეროპორტში წმინდა სინოდის წევრები და მღვდელმთავრები დახვდნენ. 
ვიზიტთან დაკავშირებით მღვდელმთავარმა კირილმა ჟურნალისტებისათვის მცირე კომენტარი გააკეთა. ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრის განცხადებით, იგი მადლობელია, რომ კიდევ ერთხელ იმყოფება "ღვთივკურთხეულ ქართულ მიწაზე". მან აღნიშნა, რომ ქართველებსა და ბულგარელებს ერთი რწმენა – მართლმადიდებლობა აკავშირებთ. 
მღვდელმთავარ კირილის განცხადებით, 30 წლის წინ იგი იმყოფებოდა საქართველოში და მონაწილეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში და ბედნიერია, რომ კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა საიუბილეო ღონისძიებებს დაესწროს.
მისივე შეფასებით, ბულგარელი და ქართველი ხალხის და ეკლესიის ურთიერთობები ძალიან ღრმაა. მან ისაუბრა ილია მეორის შესახებაც, კერძოდ, ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრემ აღნიშნა, რომ ილია მეორე ბევრს აკეთებს მორწმუნე ქართველი ერისათვის, "იგი ნამდვილად კეთილი მწყემსია, რომელიც ზრუნავს თავის სამწყსოზე". მღვდელმთავარმა კირილმა ჯანმრთელობა და დიდხანს მოღვაწეობა უსურვა უწმინდესს.
გამთენიისას კი საქართველოში ჩამობრძანდება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, უწმინდესი ირინეოსი. ხვალვე ელოდებიან სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციებს და მღვდელმთავრებს. ასევე, ხვალ, 12.00 საათზე საპატრიარქოში დაგეგმილია მიღება.

ნახვა: 95

ტეგები: qwellynews, ბულგარეთის, თბილისში, კირილი, მოსაყდრე, პატრიარქის, ჩამობრძანდა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კიდევ უფრო შორს

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      რაკი ერთხელ გაექცნენ ერთმანეთს, აღარც შეჩერებულან სიზმარი და ცხადი. სულ უფრო და უფრო შორს გარბიან,…

გაგრძელება

მქარგავი ფუტკრები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2019.
საათი: 3:19pm 1 კომენტარი

      ამჯერად ერთობლივი თანამშრომლობა უნდა გაგიზიაროთ. როგორც წესი ფუტკრებს არ სჭირდებათ დამატებით დახმარება იმისთვის, რომ ოჯახები შექმნან, სახლები აიშენონ, თაფლი მოაგროვონ და გამოიკვებონ ახალ…

გაგრძელება

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 5 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 7 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters