იმაზე ვწერ, აი, იმაზე. რა ჰქვიან კაცო. კაცს მჭადის სახელი დაავიწყდებაო. 

მოკლედ, ფორუმში, რომ გამოვაქვეყნე ► საზაფხულო ბიზნესი;

ვიფიქრე ზაფხული დადგა, ხალხი ვერ აიტანს ამხელა ჯიღა თმებს თავზე... ვისწავლე! ვიფიქრე დალაქი გამოვალ, ლუკმა პური არ მომაკლდება. ჩავდგი "ბუტკა" ქალაქის ცენტრში - გლდანის მესამე მიკრო. რეკლამები გავაკარი მთელს ქალაქში - ვარკეთილი. ვიფიქრე მოაწყდებიან. ფასიც შეღავათიანი.

კაცი შვილი არ შემოვიდა - ყველანი კომპიუტერებთან არიან მიმსხდრებიო. 

მერე ისევ რომ შემაწუხა სიცხემ და უფულობამ, ვიფიქრე ახლა მაგარ ბიზნესს დავიწყებ და ამოვისუნთქებმეთქი...

მე და Genius შევთანხმდით რომ საერთო ბიზნესი გვექნებოდა - ის დებდა ინვესტიციას "მაგრილობელი კლავიატურის" გამოშვებაში...

ახლა ვუყურებ ამ შედეგებს და ვფიქრობ - უარი ხომ არ ვთქვა ამ ბიზნესზეც?

თქვენ რას მირჩევთ?

რითი ვიშოვო ფული?

იდეების კორიანტელს ველი.

ეგებ გაამრთლოს თქვენმა აზრთა ფრქვევამ? 

 

ნახვა: 546

ტეგები: Qwelly, ბიზნესი, ბლოგი, ზაფხული, იუმორისტული, ქველი

Giorgi Batoni: აგვისტო 24, 2012||4:04pm

ასე ავილად ბიზნესი არ კეთდება ჯერ გინდა ფული და მერე იშოვი ფულს :დ თუ ფული არ გაქ კანონი და სიმდისი მაინც უნდა ჰქონდეს სხვას :დ 

ლაშა: აგვისტო 24, 2012||4:15pm

სიმინდს მე შევტავაზებ, მთავარია უნდოდეთ... :)))))

თა _ მო: აგვისტო 24, 2012||4:49pm

simindi ki ara sindisio lash :D

ლაშა: აგვისტო 24, 2012||4:56pm

:))))))))) კითხვა ვერ ვისწავლე ამხელა კაცმა გაგონილა??? :)))))

თა _ მო: აგვისტო 24, 2012||8:39pm

etyoba simindi moginda da shenc eg mogelanda :D

ლაშა: აგვისტო 24, 2012||11:23pm

ჯამბაზობა გამომდის სამეგობროდ, სალაღჴბოდ :) გასაყიდად ვერ ვივარგებ და თუ მასწავლი საზოგადო ჯამბაზობას მერე ბაზარი არაა :))) წილში გაგიყვან :)))))

ლაშა: აგვისტო 25, 2012||12:12am

ისეთი რჩევა მომეცი, დიდი ალბათობით კარგად გამოგივა.... ნუ შენ დაიწყე და მე შენი შემხედვარე მალე ავითვისებ :)))) ;))))

ლაშა: აგვისტო 25, 2012||12:15am

და ისევ ლუდთან მივედით ხო მაგნიტ?? :)

მადლობა ამ კომპლიმენტებისთვის :* :* :* ჩეეეეემო ნიჭიერო...

მოდი ისევ ინტელექტუალურ ბიზნესს მივმართავ :)))

George: აგვისტო 25, 2012||12:18am

arada marto gavifiqre ra kargi biznesi iqneboda *moxarshuli simindi* da agmochnda rom turme sindeszea saubari ! :)))

ლაშა: აგვისტო 25, 2012||12:27am

ბატონო გიორგი, მოხარშული სიმინდი არ ვიცი და გარეცხილი სინდისით რომ ვიმუშაო არ გამოვა ბიზნესი??? :)))))))

არა მაგნიტუსა, ეგ ცირას ვუთხარი - მასხარაობა შემომთავაზა და... :) შენ მაგას როგორ გაკადრებ - ერთად ვატაროთ - აბა სიმნდიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!! :))))))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კანონიერების გამოკვლევა, დაპირისპირება დმანისში და ბერობიდან განყენება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2021.
საათი: 11:16pm 0 კომენტარი

      უპირველესად გილოცავთ ღმრთისმშობლის შობას. დღის მთავარი პოლიტიკური ამბები კი უკავშირდება საარჩევნო დებატებს. დღეს მეინსტრიმში იყო ასევე სისხლიანი ბანერები, დმანისში არეულობა, ფარული ჩანაწერების კანონიერება თუ უკანონობა, მგზავრობა თბილისში და სივერაგე ოკუპაციაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1163 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

Qwelly World

free counters