ბიუჯეტი ღვინობისთვეში, საგარეო საქმეთა მინისტრების ხმაურიანი შეხვედრა და ქრისტიანობა პოლიტიკურ მართვაში

      ღვინობისთვე დაიწყო და საშემოდგომოდ მზის გაფიცხებაც დაანონსდა - 5 ოქტომბრის ჩათვლით, მაღალი ტემპერატურა გველოდება. ოქტომბერი 2020 წლის ბიუჯეტმა გახსნა და ამ ბიუჯეტის განაწილების განხილვამ, კრიტიკამ, ქებამ ან მოთქმამ. დღის მთავარი ამბავი, საქართველოს და რუსეთის მინისტრების შეხვედრაც გახლდათ და ამის გამო მინისტრის საპარლამენტო დაბარება. არ წყდება პრეზიდენტის შემწყნარებლობის თემის განხილვა და ბესელიას კადრებიც არავის დავიწყებია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 ოქტომბერი, 2019

      უკომპრომისობა და ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვა - გიორგი გახარია მინისტრებს - ვერ იქნება ვერანაირი კომპრომისი, ყველა ვალდებულება, რომელიც თქვენს სამინისტროებს ბიუჯეტით გააჩნიათ, უნდა იყოს დროულად შესრულებული. მაია ცქიტიშვილი - 2020 წელს გზების 600 მონაკვეთის რეაბილიტაცია-შეკეთება მოხდება. საქართველო გენერალური საკონსულოების გახსნას საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გეგმავს. ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარია იდეა, რაზეც დავაფუძნეთ ბიუჯეტის დაგეგმარება, ჯარისკაცებზე ზრუნვა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა. 2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრო 50-ზე მეტი ახალი საჯარო სკოლის და ამდენივე საჯარო ბაღის მშენებლობას გეგმავს. 2020 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს 500 პატრულ-ოფიცრის საშტატო ერთეული დაემატება. ნათია თურნავა - 97 დასახლებულ პუნქტში, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა გაზი, ვგეგმავთ შევიყვანოთ ინფრასტრუქტურა და გავუშვათ ბუნებრივი აირი. თბილისის მერიის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით იზრდება. ქეთევან ციხელაშვილი - 2020 წლის ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებულია სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მხარდაჭერა. შს მინისტრის მოადგილე - 2020 წელს დაგეგმილია, როგორც ახალი საპოლიციო შენობების, ასევე მეხანძრე-მაშველებისთვის ახალი დეპოების მშენებლობა. სოციალური მუშაკებისთვის და სასწრაფო დახმარების ბრიგადების ექიმებისთვის ხელფასების მატება იგეგმება. ნათია თურნავა - მნიშვნელოვანი განვითარება იგეგმება ტურიზმის მიმართულებით, ჩვენი ყურადღების ცენტრში პირველ რიგში ბაკურიანი იქნება. ლევან დავითაშვილი - ჩვენთვის 2020 წელსაც ძალიან მნიშვნელოვანია, პრიორიტეტული იყოს ჩვენი მოქალაქეების, ფერმერებისა და კერძო ინიციატივების მხარდაჭერა. ივანე მაჭავარიანი - იმ პირობებში, როდესაც რეგიონში ზრდა არის სულ რაღაც 0,1 პროცენტი, ჩვენი 5%-იანი ზრდა არის ძალიან ამბიციური და გამბედავი განაცხადი. მომავალი წლის ბიუჯეტი ეყრდნობა ჯანსაღ ეკონომიკურ პარამეტრებს, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან. დავით ბაქრაძე - მთავრობა პენსიის თემას წინასაარჩევნოდ ასაკოვანი მოსახლეობის მოსატყუებლად იყენებს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი მომავალ წელს 130 მლნ ლარით გაიზრდება. მომავალ წელს სპორტის მიმართულების დაფინანსება 14 მილიონი ლარით გაიზრდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის 20 მილიონიანი ბიუჯეტის ათვისება ძალიან მცირე იქნება. 2020 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება მცირდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 42 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. გიორგი გახარია - უახლოესი 10 წლის განმავლობაში ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ძირითადი ამოცანა იქნება რეფორმირება, რეფორმირება და კიდევ ერთხელ რეფორმირება. გიორგი გახარია - შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ 2020 წლის ბიუჯეტი არის საარჩევნო წლის ბიუჯეტი, მაგრამ ამომრჩევლის მოსყიდვა ვერანაირად ვერ იქნება.

      ქრისტიანი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი - უახლოეს თვეებში ვაპირებ საქართველოში ჩამოვიდე. ბოკერიამ და სხვებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებიდან. გიგა ბოკერია - სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს. გიგი უგულავა - სალომე ზურაბიშვილის და ლევან ვასაძის მერე ვიხილეთ ფარისევლობა #3, როცა მიხეილ სააკაშვილი ჯვრის სანახავად პერანგს ექაჩებოდა. დავით ბაქრაძე - პრობლემაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ლევან ვასაძის და „ქართული მარშის" ტერმინოლოგიის და მათი არგუმენტების გამოყენებით აკრიტიკებს ვინმეს, მათ შორის გიგა ბოკერიას. დავით უსუფაშვილი - 15 წელია ვლაპარაკობ, რომ სააკაშვილი ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

      ზურაბიშვილის სკანდალები - დავით მაღრაძე - სალომე ზურაბიშვილს თან სდევს სკანდალები - პრეზიდენტს მეტი სერიოზულობა მართებს. გელა ნიკოლაიშვილი - შეწყალებაზე ატეხილი აჟიოტაჟი შეწყალების ინსტიტუტის, ასევე ხელისუფლების და მის მიერ წამოყენებული პრეზიდენტის წინააღმდეგაა მიმართული. პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის დედა - ჩემი შვილი თბილისში თარაშ მუკბანიანის სახელზე ტაძარს აშენებს.

      კადრები და სხვა საბესელიო ნიუსები - ეკა ბესელია - როცა პარტიის თავმჯდომარეს უწევს ყველას ნაცვლად ყველა დონეზე ჩართვა, ეს მმართველობითი სისტემის არაჯანსაღ ფორმას ნიშნავს - ეს ივანიშვილის ბოლო რესურსია. ეკა ბესელიას განცხადებით, გამოძიებას იმ დეპუტატების გვარებს მიაწვდის, რომლებიც „პირად გავლენებს საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის იყენებენ“. გიგა ბოკერია - პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება ამაზრზენი ამბავია, ამაზე პასუხისმგებლობას ჩვენც ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ არასდროს მომხდარა ეს წინა ხელისუფლების დროს. ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟზე, კონკრეტულ პირთა თანხმობის შემთხვევაში მზადაა, გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიაზე - გაკოტრებული პოლიტიკოსის უბადრუკი მცდელობაა თავის თავი დააბრუნოს პოლიტიკურ ორბიტაზე.

      მინისტრის დაბარება - „ევროპული საქართველო“ დავით ზალკალიანის პარლამენტში დაბარების თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას უერთდება. ეკა ბესელიას აზრით, დავით ზალკალიანის პარლამენტში მისვლა აუცილებელი. გიგა მაქარაშვილი დავით ზალკალიანს - ჩვენ კიდევ მოვალთ და არ მოგასვენებთ - სირცხვილია. რომან გოცირიძე - ზალკალიანი ვერ გაექცევა შეკითხვებს და შესაძლოა, ვერც პასუხისმგებლობას, იმ სამარცხვინო შეხვედრის გამო, რომელმაც საქართველოს ავტორიტეტი შეულახა. მაია ცქიტიშვილი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე - მთავარია შეხვედრის შედეგები. ადა მარშანია - ჟენევაში არ იქნება სერიოზული და არც არასერიოზული პოზიტივი, სანამ არ დაიწყება ფართომასშტაბიანი კონტაქტები რუსეთის ფედერაციის პირველ პირებთან. გიორგი გახარია ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე - ჩვენი სათქმელი იქნება ყოველთვის ჩვენი სათქმელი და იქ, სადაც შესაძლებელია დაძაბულობის მოხსნა, ეს უნდა გავაკეთოთ.

      პროტესტი ევროსაბჭოს - საქართველოს, უკრაინის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის დელეგაციებმა ევროსაბჭოს საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღეს.

      სარაგბო გამარჯვება და შეცდომა - მსოფლიო რაგბიმ საქართველოს მატჩის შემდეგ რუსული სიმღერის ჩართვის გამო ბოდიში მოუხადა.

      პუტინის მავნეობა - ვლადიმერ პუტინი - რუსეთი აფხაზეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება.

საზღვარგარეთულები:

      ხალხის მოთხოვნა პრეზიდენტს - უკრაინელები ვლადიმერ ზელენსკის მასსა და პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრების სტენოგრამის გამოქვეყნებას სთხოვენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 97

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters