რუსი ფილოსოფოსი ნ.ბერდიაევი (1874-1948) თავდაპირველად სოციალისტური აზროვნების წარმომადგენელია, შემდეგ კი ხდება მისტიკოსი და სოციალიზმის დაუძინებელი მტერი, 1922 წლიდან იმყოფება ემიგრაციაში ჯერ გერმანიაში, შემდეგ საფრანგეთში, სადაც 1935 -1940წწ. უშვებდა ჟურნალს “Путь”.

       ბერდიაევის აზრით, ფილოსოფიური გააზრების ძირითადი ობიექტი ადამიანია, ფილოსოფია უნდა იყოს ეგზისტენციალური, ის უნდა იყოს ადამიანის არსებობის გააზრება, „დადგა ფილოსოფიური ანტროფოლოგიის დრო, რომელიც აქამდე არ არსებობდა, ადამიანმა დაიწყო შემეცნებისეულად წუხილი თავის თავზე, ადამიანზე ფსიქოლოგიურმა, ბიოლოგიურმა, სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა ვერავითარი გამოცანები ვერ ამოხსნეს და ფილოსოფიური ანტროფოლოგია ვერ ააგეს, ადამიანის პრობლემა არის ფილოსოფიის ძირითადი პრობლემა... ყოფიერების გამოცნობა ადამიანისათვის დაფარულია ადამიანში“ წერს ბერდიაევი „ადამიანის დანიშნულების შესახებ“ 1931 წელს.

       ბერდიაევი ამტკიცებს, რომ მისი ფილოსოფია ტავიდანვე ეგზისტენციალისტური იყო, მხოლოდ მან მაშინ ამ ფილოსოფიას უწოდა „თავისუფლების ფილოსოფია“ ის ფიქრობს რომ მთავარი სახელწოდება კი არაა, არამედ ყოფიერების ობიექტივირების შეცვლა არსებობით, არსებულით, იმის  ფენომენოლოგიით რაც განცდილ იქნეა ობიექტის მიღმა.

       შემეცნება, ბერდიაევის აზრით არის ყოფიერების შემეცნება ყოფიერებით, სუბიექტი თვით არის ყოფიერება და არა მისი საპირისპირო მხოლოდ ამ შემთხვევაშია სუბიექტი ეგზისტენციალური, ფილოსოფია უნდა გადავიდეს სიღრმისეულზე, როგორიცაა არსებობა, ფილოსოფიამ უნდა გახსნას არა ნივთები არამედ ცხოვრება, არსებობა, არსებული  ცხოვრების კატეგორია არ უდრის არსებობას,რადგან ცხოვრება ბიოლოგიური კატეგორიაა, ფილოსოფია კი უნდა იყოს ონტოლოგიური. ბერდიევი ემიჯნება ცხოვრების ფილოსოფიას იმის გამო რომ მასაც  ობიექტურთან აქვს საქმე, ცხოვრება ობიექტივაციაა, მართალია სუბიექტის და არა ნივთის, მაგრამ მაინც ობიექტივაციაა, აქ პირველი  ფენომენი ობიექტივაციაში დაფარული რჩება, ფილოსოფია კი პირველი  ფენომენის თეორიაა, ამიტომ არსებობს  ფილოსოფია, მისი აზრით  არის ბედის ფილოსოფია,შინაგანი ინდივიდუალობისა და კონკრეტული  უნივერსალურის ფილოსოფია,მაგრამ არა ზოგადისა, არა  ობიექტივიზირებულისა, არა საგნობრივისადა ნივთიერისა.

       ბერდიაევის აზრით ფილოსოფიას არსებიტად ყოველთვის საქმე ადამიანთან აქვს, ადამიანთან მის შინაგან არსებობაში და  ამიტომ იმეცნებს ადამიანის თვალსაზრისით, ფილოსოფიის ამოცანაა გაიგოს  ადამიანისა და სამყაროს საზრისი, საზრისს კი გვამცნობს მხოლოდ ადამიანი, მაგრამ არა ობიექტივირებული ადამიანი, არა ჰაიდეგერისეული  გადაგდებული, არამედ თავისთავში მყოფი K.DZ ყოფიერებისეული ადამიანი, ანიტომ „საბოლოო ეგზისტენციალობა მიიღწევა მხოლოდ მაშინ როცა სუბიექტი იქცევა ადამიანურ პიროვნებად, ეგზისტენციალური ფილოსოფია არის  პერსონალისტური ფილოსოფია“

       ბერდიაევის აზრით ნადმვილი ეგზისტენციალიზმი ეს არის პიროვნების ფილოსოფია, ანთროპოლოგია, პერსონალიზმის სახით, ამიტომ  ყოველი საკითხი ყოფიერებაა შემეცნება,ჭეშმარიტება თუ სხვა მის  ფილოსოფიაში წყდება პიროვნებიდან ამოსვლით, მე_სთან მიმართებაში. ძირითადი ფენომენი, რომელიც ბერდიაევი ახასიათებს თავისი  ფილოსოფიის სუბიექტს  „მე“_ს არის თავისუფლება, ბერდიაევის ფილოსოფიის  საკითხია სუბიექტის თავისუფლების  საკითხი, ამ თავისუფლების  განხოერციელების პირობები, სუბიექტი, წერს ბერდიაევი გარე უნდა იყოს, ის მოწყვეტილია საკუტარ სამყაროს და გარეგანშია გადაგდებული, ეს გადაგდებულობა არის სუბიექტის გაუცხოება.

       ბერდიაევის ფილოსოფიის ძირითად ცნებას გაუცხოება წარმოადგენს, რომელიც მასთან აღნიშნულია ობიექტივაციის ტერმინით, ობიექტივაცია არის ის, რაც გასდევს ადამიანს მისი მოღვაწეობის ყველა სფეროში, დაწყებული მეცნიერებით და დამთავრებიული რელიგიით, თუმცა ბერდიაევვი ობიექტივაციას არ თვლის საბოლოო მდგომარეობად, მისი  აზრით ობიექტივაციიდან გამოსვლის არდანახვა არის ჰაიდეგერის პესიმიზმის წყარო,მისი აზრით ამ საფეხურზე კი არ უნდა დავრჩეთ, არამედ მიუთითოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან,გამოსავალს კი ის ხედავს ადამიანის ღმერთთან შეერთებაში. ობიექტივაცია არის ადამიანის  გადაგდება გარეთ, ექსტერიორიზაცია, დაქვემდებარება დროის, სივრცის, მიზეზობრიობის,რაციონალიზაციის პირობებისადმი, ობიექტივაცია ნიშნავს „შენ“_ის ნაცვლად „არა-მე“_ს აღმოცენებას, „შენ“ შინაგანად არსებულია, „არა-მე“  ექსტერიორებულია, წიგნში  „ესქატოლოგიური მეტაფიზიკის შექმნის ცდა“  ბერდიაევი აყალიბებს ობიექტივაციის ძირითად ნიშნებს:

  1. ობიექტის გაუცხოება სუბიექტისგან;
  2. განუმეორებად ინდივიდუალურის,პიროვნულის,შთანთქმა ზოგადით,უპიროვნო-უნივერსალურით;
  3. აუცილებლობის, გარედან დეტერმინირებულობის ბატონობა, თავისუფლების დათრგუნვა და დახურვა;
  4. სამყაროს და ისტორიის მასურობისადმი, საშუალო ადამიანისადმი შეგუება, ადამიანის და მის შეხედულებათა სოციალიზირება, რომელიც სპობს ორიგინალობას.

       ბერდიაევი უარყოფს  როგორც წმინდა გნოსეოლოგიზმს, ისე წმინდა ონტოლოგიზმს, მისი აზრით ონტოლოგია არ უნდა შეჩერდეს ყოფიერებაზე საერთოდ, არამედ გადავიდეს ანტროფოლოგიაში, ეს არის ახალი ონტოლოგიის გზა, „ფილოსოფიის განთავისუფლება ყოველგვარი ანტროფოლოგიზმისაგან არის ფილოსოფიის მოკვლა“ რადგან ფილოსოფია თავისუფლებას შემეცნებს იმავე ყოფიერებიდან, ფილოსოფიის ამოცან-წვდეს საზრისს,განხორციელებადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზრისს შეიმეცნებს როგოეც შინაგანს, ყოველი გასვლა თავის თავისაგან არის დაკარგვა საზრისის და მაშასადამე, ფილოსოფიური შემეცნების შესაძლებლობის უარყოფაც, ყოფიერებას კი არ  აქვს პრიმატი ადამიანზე, არამედ ადამიანს აქვს პრიმატი ყოფიერებაზე, რადგან ყოფიერება მოიხსნება ადამიანშ და არამიანის გზით, ფილოსოფიის საფუძველში დევს ვარაუდი, რომ სამყარო ადამიანის ნაწილი.

       ბერდიაევის ფილოსოფიის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია ადამიანის პიროვნების წინ წამოწევა და მისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მინიჭება, მართალია ეს პიროვნება აღმოჩნდება შემდეგ არა მხოლოდ ადამიანური,არამედ ღვთაებრივიც, რადგან ის არის ღმერთ-კაცი, მაგრამ ობიექტური სამყაროსთან დამოკიდებულებაში ეს ადამიანი წარმოადგენს იმას რაც განმსაზღვრელია, რაზეც დამოკიდებულია ობიექტური სამყარო გარე სამყაროზე,ბერდიაევის აზრით „ Cogito ergo sum” _ის შეცდომა „მე“_ს აზროვნებიდან გამოყვანაშია, სინამდვილეში „მე: ვარსებობ  არა იმიტომ, რომ ვაზროვნებ,  არამედ „მე“ ვაზროვნებ იმიტომ, რომ ვარსებობ. „მე“ უპირველეს ყოვლისა არსებულია.  ამიტომ „მე“ „თავდაპირველია არაფერიდან არ გამოიყვანება  და არაფერზე არ დაიყვანება“, „მე“ არაა ბუნების და არაცნობიერების ჩათვლით მხოლოდ გვიანდელი და მეორადი მოვლენებია, „თავდაპირველად  „მე“  არის ყველაფერი და ყველაფერი არის „მე“ „არა-მე“_ც შემდგომი მოვლენაა, „მე“ არის ერთიანობა ყველა ცვალებადობაში, იგი ზედროული ცენტრია, რომელიც თავისთავიდან განისაზღვრება, მისი ცვალებადობა შეიძება იყოს განსაზღვრული გარედან, მაგრამ  თვითონ „მე“  მხოლოდ შიგნიდან განისაზღვრება, „მე“  არსებობის  განსაკუთრებული სამყაროა, რომელიც ვარაუდობს სხვებს,მაგრამ არ გავს  მათ, „მე“_ს არსებობა წინ უსწრებს მის სამყაროში  ფესვგადგმულობას. რა არის ის რითაც „მე“ დახასიათდება?  ბერდიაევთან  „მე“_ს  ძირითადი პრობლემა, რომელიც აშუქებს მთელ მის არსებობას  არის მარტოობის პრობლემა“ მარტოობის საკითხი ბერდიაევის ესახება როგორც „ძირითადი ფილოსოფიური პრობლემა“ მასთანაა დაკავშირებული „მე“_ს პიროვნების, საზოგადოების, შემეცნების და სხვა საკითხები. მარტოობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავე ხასიათს  ღებულობს ეპოქაში, როდესაც ადამიანის ჩვეულებრივი შეზღუდული საარსებო სივრცე,იცვლება კოსმოსური მასშტაბებით, როდესაც ის ფართოვდება, ასეთია თანამედროვე ვითარება, ამღამად ადამიანები ცხოვრობენ სამყაროს ჰორიზონტით განსხვავებით სოფლისა და ქვეყნის ჰორისზონტისაგან და ეს: აძლიერებს მარტოობის და მოტოვებულობის გრძნობას“ ფილოსოფოსებისათვის ბერდიაევი  თავიდანვე დამახასიათებლად მიიჩნევს ამ პრობლემის სიმწვავეს და ამას ხსნის იმ გარემოებით, რომ ფილოსოფოსი ყოველთვის ცხოვრობს მსოფლიო ჰორიზონტით  და  ეს ნიშნავს, რომ ის ყოველთვის მარტო იყო,ეს მარტოობა, ბერდიაევის აზრით არაა სოლიფსიზმის მაჩვენებელი, „მე“-ს მარტოობა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ „მე“ არსებობს, მარტოობა არაა საერთოდ ონტოლოგიური კატეგორია, კიდევ მერი, მარტოობის განცდა შეუძლებელია სხვათა არსებობის გარეშე, ეს შეფარდებითი მარტოობაა და არა აბსოლუტური.

       მარტოობა, ბერდიაევის აზრით,წარმოადგენს წინააღმდეგობას, რადგან „მე“-ს უნდა გადალახოს მარტოობა და ამავე დროს გრძნობს მის გადაულახავადობას, მარტოობის განცდა,ბერდიაევის აზრით,მრავალფეროვანია, მის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს „მე“-ს არ გაგება სხვების მიერ, “მე“-ს ჭირდება რომ მას გაუგონ, ის აღიარონ, რომ ის დამტკიცდეს, ამიტომ მიმართავს მე მარტოობის გადალახვის მრავალ გზას: შემეცნებას, სიყვარულს, მეგობრობას, სოციალურ ცხოვრებას, ხელოვნებას, მისი გადალახვის ცდა ყოველგვარი ობიექტურის გზით,ლოციალობის რამდენიმე ფორმით,ბერდიაევს შეუძლებლად მიაჩნია,მარტოობა  მოითხოვს გაზიარებას, ნუგეშს, იმედს, ეს კი მხოლოდ სუბიექტიდან შეიძლება მომდინარეობდეს, ამიტომ სუბიექტურად არსებული მარტოობა სუბიექტურის სიღრმიდან უნდა იქნეს დაძლეული. ადამიანის ყოველგვარი საქმიანობა მიმართულია მარტოობის დაძლევისაკენ, მაგრამ ყოველივე ეს საქმე საზოგადოებაში ხორციელდება, საზოგადოება კი ბერდიაევის ინდივიდუალიზმთან შეუთავსებელია, ის საზოგადოებას უცხოდ აცხადებს და ამიტომ საზოგადოებაში ყოფნას, სოციალიზაციას მიიჩნევს ობიექტივაციად. მისი აზრით საზოგადოება არაა ეგზისტენციალური და მასში ცხოვრება, მასში გადასროლილობა არის  უცხო ჩემში და არ წყვეტს მარტოობის გადალახვის საკითხს, კიდევ მეტი სოციალობა არის დაცემულობა, „მე“-ს თავისთავისაგან გათიშვა, მასში ადამიანი მხოლოდ გაუცხოვებაში ცხოვრობს, ის  იკეთებს ნიღაბს, თითქოს ის არის რაღაცა და ამისათვის თამაშობს გარკვეულ როლს, მისი სოციალური მდგომარეობა მხოლოდ როლის გათამაშებაა, ბერდიაევი განასხვავებს ურთიერთობის ო ფორმას: საზოგადოებას და ერთობას, საზოგადოება არის ობიექტივირების ფორმა,ერთობა კი არსებობის გამოხატვა და ასახვა,ამიტომ ადამიანთა ურთიერთობა აგებული ერთობაზე არის მარტოობის გადალახვა,როდესაც ადამიანი შეუერთდება რამეს, ასეთი შეერთება შეიძლება მხოლოდ ტრანსცედენტურთან.

       სუბიექტის მარტოობის დაძლევა,მისი სუბიექტურობის შენარჩუნებით ბერდიაევს შეუძლებლად მიაჩნია საყაროში, რადგან სამყარო მხოლოდ ობიექტივაციის წყაროა.

       ბერდიაევის აზრით, არსებობა ობიექტურ სამყაროში, „მე“-ს ცხოვრება მის გარემოში, არ არის მხოლოდ მისი მარტოობის და ობიექტირების წყარო,ის არის მარადიული ბრუნვა უცხო სამყაროში და ამდენად შიში ამ სამაყაროს წინაშე “შიში ძევს ამ სამყაროს ცხოვრების საფუძველში“ უფრო სწორად ბერდიაევს მიაჩნია თქმა არა შიშს, არამედ ძრწოლის, თუმცა არ მიჩნია ზუსტ შესაბამისად კირკეგორის  მიერ გამოცალკევებული Angst - ის გამოსათქმელად, შიში საყოველთაოა ცხოვრების სფეროში და ადამიანი მას ექვემდებარება იმდენად, რომ „შეიძება ადამიანი განისაზღვროს,როგორც შიშის განმცდელი  არსება, ობიექტურ სამყაროში მყოფი ადამიანი დგას არარას უფსკრულის წინაშე,განიცდის შიშსა და ძრწოლას, იმიტომ რომ ის გამოყოფილია ღმერთისაგან, შიში არის გათიშულობის, გაყოფილობის, გაუცხოებულობის, მიტოვებულობის შედეგი.

       ბერდიეავი აღნიშნავს იმ მდგომარეობის პარადოქსულობას, რომ შიშისაგან განმათავისუფლებელი თვითონ იწვევს უდიდეს შიშს, კერძოდ  არყოფიერება, არარა ანთავისფულებს შიშისა და ტანჯვისაგან, მაგრამ  თვითონვე  არის შიში და ტანჯვის წყარო. შიში მიმართულია მომავლისაკენ, სანამ შიშში ვართ გვეშინია მომავლის, ხოლო შიში მთავრდება აწმყოში, როდესაც არ გვაქვს მომავალი, როდესაც მთავრდება აწმყოც, ბერდიაევის აზრით, ყოველივე სამყაროლეული შიშზეა აგებული იმდენად რომ „შიში მართავს სამყაროს“. შიში ბერდიევის აზრით წარმოადგენს თავისუფლების და ჭეშმარიტების საპირისპიროს, ამირომ ის ართმევს ცხოვრებას საზრისს.

       ბერდიევის გააზრების ობიექტს წარმოადგენს აგრეთვე „ტანჯვა“, ტანჯვის კატეგორია ბერდიევს  დაკავშირებული აქვს შიშთან, იმის საფუძველზე, რომ „შიში განიცდება როგორც ტანჯვა და შიში არის ტანჯვის შიში“ ტანჯვა უფრო არსებითია ადამიანის სამყაროსათვის, ბერდიაევის მიხედვით, იმდენად არსებითი, რომ ბერდიევი დეკარდეს „ვაზროვნებ ესეიგი ვარსებობ“ მისი აზრით ტანჯვის კატეგორია შიშზე უფრო მაღლა დგას, რადგან ის დაკავშირებულია არა მხოლოდ არსებობის დაბალ ფორმასთან, სოციალობასთან, არამედ გონით არსებობასთანაც.

სპეციალურადwww.Qwelly.com _ისათვის

*ნიკოლაი ბერდიაევი ადამიანის გზა თანამედროვეობაში*

ნახვა: 1673

ტეგები: Qwelly, ადამიანი, ანტროფოლოგია, ბერდიაევი, ეგზისტენციალიზმი

ნინო: იანვარი 21, 2017||3:11am
როგორ მიყვარს ეს კაცი და როგორ ახლოსაა ჩემს სულთან. სიამოვნებით მრავალჯერ წაკითხვადი საგრძნობი და საფიქრია.
^ ^ როგორ მიხარია რომ ამდენი რამის წაკითხვა შემიძლია აქ ^ ^ ♡

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 1 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 1 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

ბოლო კორონასებური წყნარი საღამო და ტყეების საპატრიარქოს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 22, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      დღის ყველა ამბავი საღამოს სიგრილემ გადაფარა და თორმეტი საათის მოლოდინმა, რომლის შემდეგ კვლავ გაიგონებთ ქუჩებში ავტომობილების ხმას. იქამდე კი ისიამოვნეთ. დღის მთავარია ამბები სწორედ ამ შეზღუდვების მოხსნა-დატოვებას ეხებოდა და პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას, რეზიდენტისგან ხელმოწრას და საბოლოოდ გაკანონებას. ხმაურიანი გამოდგა საპატრიარქოს ბალანსზე ეკლესიების გადაფორმების გამარტივებული წესებიც და პრემიერსაც, თავის მხრივ, აქტიური დღე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters