საუკუნეებია სვანეთი ტრადიციებს არ ღალატობს, ზედმიწევნით იცავენ ყველა უძველეს წესებს, რაც წინაპართაგან გადმოეცათ. ამჯერად გაგაცნობთ ბარბარობის დღესასაულის ტრადიციას, რომელსაც განსაკუთრებულად მესტიის სოფელ, წვირმიში აღნიშნავენ.

   სოფელი წვირმი გამორჩეულია ულამაზესი ბუნებით და უთბილესი ხალხით. შეუძლებელია ერთხელ სტუმრობის შემდეგ, მეორედ ჩასვლის სურვილი არ გაგიჩნდეთ. მეც სიხარულით მივუყვები ხოლმე ყოველ ჯერზე ამ გზებს, უმთავრესი მიზეზი ალბათ ის გახლავთ, რომ იქ საყვარელი ბებია მეგულება. სწორედ ბებიის დამსახურებაა ტრადიციებისადმი ჩემი დიდი ინტერესი.

   ამ სოფლის მოსახლეობისთვის წმინდა ბარბარეს ეკლესია განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ატარებს. გიგლემიანების თემი საუკუნეების მანძილზე იცავს ეკლესიას და მის შემოგარენს. ბარბარობას დიასახლისი აცხობს ტრდიციულ სვანურ ლემზირებს ანუ სალოცავ პურებს, ნიგვზის შიგთავსით, გვერდებზე კი სამ პატარა ჯვრის ფორმას უკეთებს. შემდეგ ლემზირებით და საკმევლით მიდიან წმინდა ბარბარეს ეკლესიაში და იწყებენ ლოცვას. ლოცვის დასრულებისთანავე იქ მყოფთ და ქუჩაში ვინც შეხვდებათ ურიგებე ნიგვზიან პურებს. ტრადიციის თანახმად სახლიდან გამოტანილი სალოცავი პურების უკან სახლშივე დაბრუნება არ შეიძლება. ბარბარობის დღეს ამ ტრადიციას სამჯერ ასრულებენ, მეორე დღეს ორჯერ, ხოლო მესამე დღეს ერთხელ.

ბარბარობას გილოცავთ მეგობრებო!

ნახვა: 364

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დღესასწაულები, ჩანაწერი

ლაშა: დეკემბერი 17, 2016||8:40pm

როგორც მივხვდი, საკუთარი ლემზირების სახლში დაბრუნება არ შეიძლება, თორემ სხვისი გამომცხვარი აბა სად უნდა წაიღონ? ნიგვზიანები ძალიან მიყვარს.

Kakha: დეკემბერი 17, 2016||8:44pm

მგონი მასეა, ძირძველ წესებს ეგრეევ ალღოს უღებ ლაშა! ))

Maiko: დეკემბერი 17, 2016||8:59pm

ლაშა როგორც წესი უფლება არავის აქვს უარი თქვას შემოთავაზებულ ლემზირზე, ეს უპატივცემულობად ითვლება. რაც შეეხება სახლში წაღებას, შეუძლია რატომაც არა, თუ ჭამა არ უნდა, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. 

კახა ხომ ვიძახი ლაშა სვანეთისთვისაა გაჩენილი თქო! :D :D 

ლაშა: დეკემბერი 17, 2016||9:10pm

ანუ გზაშივე ჭამენ, ჰო, ეს კარგი ვერსიაა, მაგრამ თუ სცივა, მაინც სახლში წაღება სჯობს. ახლა, ერთი რომ გაჩუქებს თავის გამომცხვარს, მერე მეორე, მერე მესამე, რანდემი უნდა ჭამო? თან შენი უნდა გააჩუქო და ა.შ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო სვანეთში გადაბარგებაზე )) 

Maiko: დეკემბერი 17, 2016||9:22pm

ბევრი ვერ გაჩუქებს რადგან არაა მრავალრიცხოვანი სოფელი და თემი. თუ რაღაცა შეგარჩევინებ რომელი სოფელი და რომელი უბნი ჯობია საცხოვრებლად :D :D 

Kakha: დეკემბერი 18, 2016||12:06am

რადგან ლაშას სიცივეები თოვლი და უღელტეხილები მოწონს რაც შეიძლება ჩრდილოეთი შეურჩიე :D

Maiko: დეკემბერი 18, 2016||12:16am

ჩემთან ახლოს შევურჩევ, იმდენი ხანია კუბდრის სურვილი აქვს სხვაგან სად გავუშვებ?! ყოველ დღე გადმოვიპატიჟებ :D

ლაშა: დეკემბერი 18, 2016||12:21am

მაიკო, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ! (კახას, არცერთ ნაჭერი კუბდარი არ ეკუთვნის!) ჩრდილოეთი და უკაცრიელი ადგილები რად მინდა (( 

Maiko: დეკემბერი 18, 2016||12:43am

კახას რაღაც კარგი ეგულება ჩრდილოეთით ალბათ, თორემ ხოიცი როგორი კეთილი და სათნოა, ცუდს არ იფიქრებდა :D მაგრამ კუბდარს მაინც დამსახურება უნდა ! :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

Qwelly World

free counters