ქარმა (მიუხედავად იმისა, რომ სიცხე იყო, ქარი ქროდა) თითქოს შავი ვუალით დაფარა მზე და სტრენდი. თითქოს ყველას სახე ჩაუქრა. ომნიბუსებმა უეცრად სიკაშკაშე დაკარგეს. ღრუბლები მთის მწვერვალებზე დაფენილი თოვლივით თეთრი იყო, თითქოს ადამიანს აღუძრავდა იმის სურვილს, რომ მასზე ცულით ამოეკვეთა ოქროსფერი ფერდობები, ზეციური ნეტარების ბაღის გაზონები. თითქოს იქ, ზეციურ ოლიმპოში, ღმერთთა საუფლოში, მალე ღმერთთა კრება გაიმართებოდა. ყველაფერი გამუდმებით მოძრაობდა. გამოსახულებები ერთმანეთს ცვლიდა. თითქოს რაღაც კარგა ხნით ადრე ჩაფიქრებულ გეგმას მიჰყვებოდნენ. მწვერვალი ქრებოდა, მთელი დიადი პირამიდა, რომელიც აქამდე მყარად იდგა, იშლებოდა, წინ მიიწევდა, დიდებულად, საზეიმოდ მიუძღოდა წინ ამ პროცესიას ახალი ნავსაყუდლისაკენ. პირამიდის ყველა ქვამ თავისი ადგილი მყარად დაიჭირა საყოველთაო სიმშვიდეში, მაგრამ არაფერი იყო უფრო ახალი, უფრო თავისუფალი და მგრძნობიარე, ვიდრე მათი თოვლივით თეთრი თუ ოქროსფრად აელვარებული ზედაპირი. ეს დიდებული გროვა შეიძლებოდა, ნებისმიერ წამს შეცვლილიყო, გამქრალიყო და ჩამოშლილიყო. დიადი უძრაობის, სიძლიერისა და სიმყარის მიუხედავად, ისინი დედამიწას ხან თვალისმომჭრელი შუქით ასხივოსნებდნენ, ხან კი ჩრდილის საბურველში ხვევდნენ. სარა ვესტმინსტერისაკენ მიმავალ ომნიბუსში მშვიდად და თავდაჯერებით ავიდა.

 

ნახვა: 1093

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ზმანება, ოლიმპო, პირამიდა, საუფლო, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისი ფული და ვისი სახელი?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 22, 2019.
საათი: 11:21pm 1 კომენტარი

      როცა საქმე მედიას ეხება, თითქოს დანარჩენი მედიასაშალებები პირს კრავენ და მხოლოდ ერთსა და იმავე თემას აშუქებენ მეტისმეტი გაშლილობით. ცხადია, რუსთავი ორის ამბავი და ამჯერად მესაკუთრეების ისტორიები…

გაგრძელება

სათამაშო დიდები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 21, 2019.
საათი: 11:09pm 1 კომენტარი

      ისტორიული თოჯინების სერია საკმაოდ ძველი მოფიქრებაა, ჯერ კიდევ ბარბების გამოჩენამდე არსებობდა ცნობილი პერსონების გასათამაშოების მცდელობები. ჩვენ დღევანდელ გმირს, დიტო ვონს (Dito Von)…

გაგრძელება

ილუზიური არქიტექტურა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

      მაშინ როდესაც ძალიან ბევრს ფიქრობენ ქალაქის იერსახეზე, ადგენენ რეგულაციებს, გენ-გეგმებს, გასცემებ ნებართვებს ან აჩერებენ მშენებლობებს, თუმცა ერთიანი ხაზი მაინც არ გვაქვს მოფიქრებული, ვფიქრობ,…

გაგრძელება

ყველა თავის წილს ითხოვს, IRI იკვლევს და მოსამართლეები სანთლით საძებარნი არიან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 19, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      რა თმა უნდა, არ შეცვლილა ახალი ამბების მეინსტრიმი - რუსთავი ორი დღის ყველაზე პოპულარული და მედიაყურადღებიანი ობიექტია. მართალია ევროსასამართლო თავისი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ახალი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters