დეკემბერი დადგაო და არაფერიც არ შეიცვალა - ოპოზიცია ისევ ინარჩინებს პრინციპულობას შეუსვლელობაზე, მეათე მოწვევის პარლამენტი კი პირველი სხდომისთვის ემზადება და სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს. დღის მთავარი ამბავი 2021 წლის ბიუჯეტის განყოფა იყო და კარტოგრაფიაც კვლავ აქტუალურია. კოვიდ-პოპულაცია - 139343 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 117560, გარდაცვლილი - 1303, კარანტინში - 1978. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასი 3.3185 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 3759 ახალი შემთხვევიდან 1595 - თბილისში, 623 - აჭარაში, 392 - იმერეთში დაფიქსირდა. 36 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 003 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

      შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოავლინა. ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის თანახმად, პანდემიის გამო სახელმწიფო საწარმოებმა დაახლოებით 130 მილიონ ლარამდე შემოსავალი დაკარგეს.

      შიდსის დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს სლოგანით „შიდსი - ესეც პანდემიაა“ უერთდება.

      მომავალი წლის ბიუჯეტი - 2021 წლის ბიუჯეტი 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს. 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 5 563.0 მლნ ლარს შეადგენს. 2021 წლის 1-ელი იანვრიდან პენსია იზრდება - კანონის პროექტით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით. 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლებს სახელფასო დანამატი ეზრდებათ. 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით ხარჯების სახით განსაზღვრული 18 მილიარდი ლარიდან 13 მილიარდ ლარამდე სამინისტროების ხარჯებზე მოდის. ბიუჯეტის პროექტი 2021 წელს დასაფარი სუვერენული ევრობონდის რეფინანსირებისთვის 1 656 850.00 ათასი ლარის მოცულობის ახალი ევრობონდის გამოშვებას ითვალისწინებს. პროექტი ითვალისწინებს საშინაო ვალდებულებების მოსალოდნელ კლებას 1 700 000.0 ათასი ლარის ოდენობით. მთავრობა 5,3 მილიარდი ლარის ოდენობის საგარეო ვალის აღებას გეგმავს. საჯარო სექტორში მომუშავეთა შრომის ანაზღაურების საერთო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით იზრდება. 2021 წელს საქართველოს პარლამენტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი იზრდება. საქართველოს მთავრობის ვალი 2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 27 704 100 000 ლარს შეადგენს. სერგი კაპანაძე - იმდენად ღრმა ჭაობში ჩაფლეს ქვეყანა, რომ ამ კრიზისს ვერც ეს ბიუჯეტი უშველის და ვერც რაიმე სხვა ზომა. აკაკი ცომაია - საქართველოს საგარეო ვალის მაჩვენებელი კრიტიკულია - ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა დგება დეფოლტის რისკის წინაშე. ბადრი ჯაფარიძე - 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში არც ერთი ისეთი პარამეტრი არ არის, რაც მომავალი წლის მიმართ იმედიანად განგვაწყობს.

      ოპოზიციის პრინციპულობა - გიორგი მარგველაშვილი - ოპოზიციამ ხელი მოაწეროს გაყალბებაზე, შევიდნენ პარლამენტში და მათთვის გაწერილი როლები ითამაშონ, იქნება მათი პოლიტიკური კრახი. არ მინდა გამოვრიცხო შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ შეთანხმება მოხდეს. გიორგი ვაშაძე - გულწრფელად ვეუბნები ყველას, რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების თვალსაზრისით. ნიკა მელია „ლელოში“ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ - გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა, რომელიც არსებობს. მამუკა ხაზარაძე - არ მოგვისმენია, რომელიმე პარტიას პარლამენტში შესვლა - გამოსვლაზე დაეფიქსირებინოს აზრი, ეს ვარიანტები და ვარაუდებია, თუმცა პირველი განცხადება, რაც გაკეთდა, იმ აზრზეა მთელი ოპოზიცია.

      კარტოგრაფია სასამართლოში - გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს. EMC - “კარტოფრაფების საქმის” ანალიზი აჩვენებს, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია და მნიშვნელოვანია შეწყდეს მათი დევნა. გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. სერგი კაპანაძე - „კარტოგრაფების საქმე“ პოლიტიკური მიზნებით შეთითხნილი საქმეა, რომელიც ივანიშვილის მხრიდან ამ ორი ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. ირაკლი უგულავა - მე ვარ კარტოგრაფი - ცდილობენ ჩემს „გაშავებას“, იყენებენ მდაბიო არგუმენტებს, რომ ვარ გიგი უგულავას ძმა - მე ვარ მისი ძმა, მაგრამ ეს არც დასაძრახია და არც ჩემს პროფესიულ კვალიფიკაციაზე მიუთითებს. ირაკლი სესიაშვილი - გარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი წილი ცოდვა მიუძღვით.

      აჭარის გამოსვლები - თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილეებს - ისე ნუ მოიქცევით, რომ ბათუმში შვილებს უთხრან მშობლებმა - ასეთები არ გაიზარდოთ. აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. აჭარის მთავრობა 7 000-ზე მეტ სოციალურად მოწყვლად ოჯახს სასურსათო უზრუნველყოფის კალათებს გადასცემს.

      კახი კავსაძის ძმა - კახი თავს კარგად გრძნობს, ყველაფერი დადებითად მიდის, ყველაფერი კარგად იქნება.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - გერმანიაში კორონავირუსის 13 604 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 388 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 843 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 29 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 157 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 172 ადამიანი გარდაიცვალა. თურქეთში სამუშაო დღეებში ღამის, შაბათ-კვირას კი სრული ე.წ. კომენდატის საათი წესდება. რუსეთში კორონავირუსის 26 402 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 569 პაციენტი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 41 ადამიანი გარდაიცვალა.

      ილჰამ ალიევი - სომხეთი ან მთლიანად უნდა განადგურებულიყო ან ფაშინიანს ხელი უნდა მოეწერა, ვისი რა საქმეა? ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს.

      თურქეთის ხელისუფლებამ გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 82 სამხედროს დაკავების განკარგულება გასცა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 27

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In doing this in rapid succession you are in a position

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: იანვარი 27, 2021.
საათი: 4:33am 0 კომენტარი





In doing this in rapid succession you are in a position to OSRS gold cast High Alch without casting animation…

გაგრძელება

რეგლამენტი და მანდატი, გახარიას კოვიდ შეზღუდულობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 26, 2021.
საათი: 10:16pm 0 კომენტარი

      აქციებს ხალხი არ სწყალობს, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჩნდება პროტესტი გაურკვეველი შეზღუვების ან კიდევ უფრო გაურკვეველი ვითომ შემსუბუქების შესახებ. პარლამენტარები რეგლამენტსა და მანდატებზე საუბრობენ, პრემიერი კოვიდ ამბებს აფასებს და მეტი მოთმინებისკენ მოგვიწოდებს. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 254822, გუშინ დილის შემდეგ - 1006; გამოჯანმრთელებული - 244446, გუშინ დილის შემდეგ - 1050; გარდაცვლილი - 3096, გუშინ…

გაგრძელება

მზის საათი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: იანვარი 26, 2021.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

      მართლაც იგავმიუწვდომელია ახალი ამბების გავრცელების სისწრაფე: ახლადამოსულ მზეს ჯერაც ხეირიანად არ შეემაღლებინა... მზის საათთან წერწეტა ჩრდილი იწვა, რომლის ბოლოც უსასრულობას ერწყმოდა შორეთს მიღმა, როცა ხალხმა უკვე იწყო თავმოყრა სურამის ციხესთან. ხმა გავარდნილიყო, ვიღაც საშიშ დამნაშავეს ციხის კედელში ცოცხლად უპირებენ ჩატანებასო. სულ მალე გაივსო იქაურობა ჩქარი სიარულისგან აქოშინებული, სახეაწითლებული ადამიანებით. სურამის ციხის თაობაზე ისედაც…

გაგრძელება

რეგულაციების პროტესტი, დაულაგებელი ოპოზიცია და NDI კვლევას ართულებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 25, 2021.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      მას შემდეგ რაც რეგულაციების შემსუბუქება თითქმის არაფრის შემსუბუქებას ჰგავდა არაერთი აქცია დაიგეგმა და ზოგიერთ ჩატარდა კიდეც. განსაკუთრებული ხალხმრავლობით არა, მაგრამ მაინც. ოპოზიციის შიგნით კვლავ არეულობა და აულაგებლობაა. NDI-მ ახალი კვლევა დადო. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 253816, გუშინ დილის შემდეგ - 298; გამოჯანმრთელებული - 243396, გუშინ დილის შემდეგ - 1311; გარდაცვლილი - 3071, გუშინ დილის შემდეგ - 16; კარანტინის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters