ახალი მთავრობა გახარიას თაოსნობით, მთავარი არხი და აქციები გადადგომის მიუხედავად

      ამიტომ არის შემოდგომა ახალი სიცოცხლით სავსე - სულ რაღაც ერთი კვირაა დაიწყო სექტემბერი, ერთი კვირაა ქველინიუსი არ დაწერილა და უკვე მთავრობის ცვლილებაა ჩვენს ქვეყანაში. გახარია გადადგა, მაგრამ ივნისის აქციები არ მორჩენილა. ამინდმაც თითქოს ხელი შეუწყო და სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 სექტემბრამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. მთავრობა უკვე ნდობაგამოცხადებულია და დღეიდან მუშაობასაც შეუდგა. უქმეებიც კი არ იყო „უქმე“ და ამიტომ ...

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 სექტემბერი, 2019

      პარლამენტის შენობის წინ აქცია „სირცხვილია“ გრძელდება. აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ. პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ემზარ კვიციანი პარლამენტის ტერიტორიიდან გაიყვანა. გიგა მაქარაშვილი - ემზარ კვიციანი ჯერ გვაგინებდა, მერე კი აქციის მონაწილეებს ხელი დაარტყა. აკაკი ბობოხიძე კვიციანზე - ეს ის შემთხვევა იყო, როცა პოლიცია დეპუტატის მიერ დანაშაულს შეესწრო და მისი დაკავებისთვის პარლამენტის თანხმობა არ სჭირდებოდა. შსს-მ ემზარ კვიციანსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო. ბათუმში საპროტესტო აქცია ლოზუნგებით - „აქედანაც სირცხვილია," „გახარიას უხარია, როდესაც ბავშვებს თვალებს თხრიან!" მიმდინარეობს. ნუკრი ქანთარია - პარლამენტთან ცხვრები მოიყვანეს, თუმცა გადაახვიონ 10 წლით ადრე, როცა მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ "ბეე“-ს იძახდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, როგორც „დანაშაულის ადგილი“ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.

      მთავრობის წარდგენა - ზურაბ ჭიაბერაშვილი - გიორგი გახარია არანაირი სახელმწიფოებრივი ხერხემალი არ არის - ის არის გაფუყული მატყუარა, რომელიც ტრიბუნიდან თავხედურად იტყუბა. ლევან გოგიჩაიშვილი - მთავრობის დამტკიცებას შეირაღებული ხალხის გარემოცვით პოლიციური რეჟიმი ჰქვია და არა დემოკრატია. გია ვოლსკი - ჩვენი სტრატეგია და ხედვა არის სითბო, სათნოება, თუნდაც მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული დაპირისპირება ოპოზიციასთან. გიორგი გახარია - ჩვენ აგრესიულ რიტორიკას და მოდელირებულ რეალობას უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე და ამ სიმართლის არ გვეშინია. წელს პირველი წელია, როდესაც თვითდასაქმებულების რაოდენობა 1 პროცენტით ნაკლებია ოფიციალურად დასაქმებულ ადამიანებზე. ბიძინა გეგიძე პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა. გიორგი გახარია - ჩვენი უსაფრთხოების განზომილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია საგარეო პოლიტიკა, ევროატლანტიკური ორიენტაცია და ინტეგრაცია. ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი მაკოორდინირებელი ძალა. მტერთან ჭკვიანური, ცივი გონებით საუბარი, რომელიც დღეს გვაქვს არსებული ფორმატებით, უნდა გაგრძელდეს - ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, ომის გარდა. სოფო კილაძე - მედიკამენტების ფასები ძალიან მაღალია, რაც თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება - ფასების რეგულირებაში აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა. გიორგი გახარია - სიცრუე იკავებს სიმართლის ადგილს და ვიღაცა ცდილობს შტურმის ღამეს მოუგონოს რაღაც სხვა სახელი. ზურაბ ჭიაბერაშვილი - გახარია-გომელაური-ღარიბაშვილით ივანიშვილმა ჩამოაყალიბა სამხედრო კაბინეტი. ლევან კობერიძე - ჩამოყალიბებულია ნიშნები პოლიტიკური და ელიტარული კორუფციის. დავით ჭიჭინაძე გიორგი გახარიას - მაინტერესებს, რას ვემსგავსებით? ბექა ნაცვლიშვილი გიორგი გახარიას - 20-21 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, იქნებოდა თუ არა კარგი პრეცედენტი, რომ გადამდგარიყავით? ზაზა პაპუაშვილი გიორგი გახარიას - დიდი თხოვნა მაქვს, ავტორიტეტი შეინარჩუნოთ. ეკა ბესელია - 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს მეცნო რამდენიმე კადრი, რომელიც ხშირად მინახავს წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ჩვენ ვიყავით აქციის მონაწილეები. ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას - ვის ეჭიმებით და ვისთან ყეყეჩობთ?! ნინო წილოსანმა გიორგი გახარიას პრემიერის ფონდით დაფინანსებული საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ახალგაზრდებისთვის საჯარო უწყებებში დასაქმების კვოტების შემოღების წინადადებით მიმართა. გიორგი გახარია - საგადასახადო დისციპლინა გასამკაცრებელია. საკმარისზე მეტია ინსტრუმენტები, რომ კორუფციას ვებრძოლოთ. სოციალური დახმარების ეფექტურობა გადასახედია. გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის ნაწილის გამოყოფაზე იმსჯელებს. მიხეილ ბატიაშვილი - შემუშავებული გვაქვს გრძელვადიანი გეგმა, რომელიც განათლების ყველა კომპონენტს მოიცავს. გიორგი გახარია - არ შეიძლება ლარის კურსის ასეთი მერყეობისთვის მზად არ ვიყოთ. დესტრუქციულ პოპულისტურ ძალებს საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ ახალგაზრდები აიფარონ ფარად. ბიუჯეტიდან მოპარული ფულით გვიანონსებენ მედიის შექმნას, რომლითაც ისევ ჩვენს ამომრჩეველზე ზემოქმედება უნდა მოახდინონ. ჩვენი თავი უნდა შევადაროთ იმას, სად ვიყავით გუშინ და მიზანი უნდა იყოს ის, სად ვიქნებით ხვალ. თუ ანგარიშფაქტურების გაყალბების საქმეში გამოიკვეთებიან ორგანიზატორები, რა დონის თანამდებობის პირებიც არ უნდა იყვნენ, დაისჯებიან. ნიკა მელია პარლამენტის სხდომაზე მივიდა. გიორგი გახარია - გადადგომით მე ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ თავს ვგრძნობ დამნაშავედ - არ ვგრძნობ! გიორგი გახარია ტელეკომპანიების ვალებზე - ფინანსთა სამინისტროს მოვუწოდებ, სწრაფად დაიწყოს ამ თანხების მიქცევა ბიუჯეტში. ქვეყანა განვითარების ისეთ ეტაპზეა, რომ ყველა მიმართულებით გვიწევს კომპრომისის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის გათვალისწინება. ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე უფლებამოსილებების ზრდა შესაბამისი კომპეტენციის გარეშე, კორუფციის რისკს ზრდის. ნიკა მელია უმრავლესობის წევრებს - თქვენი ღიმილის მესმის - ეს სიმწრის ღიმილია. ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. თქვენი ადგილი ისტორიის უბნელეს მხარეს რჩება - ცხაკაია-ორჯონიკიძესთან, როდიონოვ-ლებედთან, გავრილოვ-პუტინთან! ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას - დღეს თქვენი გადარჩენის რგოლია „ნაციონალური მოძრაობა“ - თუ თქვენ “ნაცმოძრაობას“ დაამთავრებთ, თქვენც დამთავრდებით. ნიკა მელია - ხშირად დავესწრები იმ სხდომებს, რომლებსაც საჭიროდ ჩავთვლი. პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. არჩილ თალაკვაძე - ბევრი საქმეა - ჩვენი თანამოქალაქეები მთავრობის მხრიდან ქმედით გადაწყვეტილებებს ელოდებიან. მამუკა მდინარაძე - როცა დრო მოვა, შეგვცვალონ ჩვენზე უკეთესებმა და არა წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებულმა, მატყუარა და მოძალადე პოლიტიკოსებმა. გიორგი გახარია - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უბრალოდ მოკურცხლა საპარლამენტო დარბაზიდან, „ევროპულმა საქართველომ“ კი ხელში ჩაიგდო მიკროფონი და კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება არ მომცეს. გიორგი გახარია - ვიყავი და დავრჩები ყველა ღირსეული და კეთილსინდისიერი პოლიციელის ლობისტად. ქეთევან ციხელაშვილი - აუცილებელია, რომ კონფლიქტის დარეგულირებისკენ ვიმოძრაოთ და ეს, ცალსახად და ხაზგასმით, უნდა გაკეთდეს ომის გარეშე, მხოლოდ მშვიდობიანად. მაია ცქიტიშვილი - არ ვცვლით პრიორიტეტებს და მივყვებით დაწყებულ გეგმებს. ივანე მაჭავარიანი - ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მოსმენის რეჟიმში ვიქნებით. დავით ზალკალიანი - ჩვენ როგორც აქამდე, ვიქნებით თანმიმდევრული ყველა იმ მოქმედებაში, რომელიც მიმართულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. ნათია თურნავა - ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, წარმატებით შევასრულოთ ყველა დაპირება და მოსახლეობას შედეგი ძალიან მალე დავანახოთ. კახა კოჟორიძე - ანტიკურ პერიოდში, რომის სამართალში იყო პრინციპი, რომ საკუთარი თავის დამნაშავეობა არ შეიძლება გამოიძიოს სავარაუდო ეჭვმიტანილმა - 21-ე საუკუნეში გახარიამ ეს პრინციპი სადავო გახადა. გიორგი ვაშაძე - გიორგი გახარია ზუსტად იმისთვის დანიშნეს, რომ შეცვალონ საგარეო ორიენტირი და გადავიდნენ დასავლეთიდან რუსეთისკენ. მამუკა ხაზარაძე ახალ მინისტრთა კაბინეტზე - ეს არის ძალოვნების გაძლიერება არჩევნებისთვის, რათა ხელისუფლება შეინარჩუნონ, მაგრამ ასე არ გამოვა. მეთიუ ბრაიზა გახარიას პრემიერობაზე - ამბობენ, რომ ის კარგი მენეჯერია, მაგრამ ვინც საქართველოს პოლიტიკას ივნისის მერე აკვირდებოდა, აანალიზებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი. გიგა ბოკერია - გახარიას ყველა კითხვაზე მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა, მას არ მიეცა შესაძლებლობა დაეწყო სადღეგრძელოები.

      ყირიმის გვერდით! - საქართველოს საგარეო უწყება - არ ვცნობთ დროებით ოკუპირებულ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის მიერ ორგანიზებულ უკანონო „ადგილობრივ არჩევნებს“.

      ხაზარაძის მოძრაობა - მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება. არჩილ თალაკვაძე „გახარიას წერილზე“ - თუ არსებობს ექსპერტიზის შედეგები ან დამატებითი მტკიცებულებები, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში უნდა წარადგინოს.

      გვარამიას არხი და გირაო - ნიკა გვარამია გუნდის წევრებს და ოჯახს - გირაოს გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას.

      გარეჯის ტერიტორიები - დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი - აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ, ამხელა მშენებლობა არც ერთ სექტორში აქამდე არ განუხორციელებიათ

      უკანონობა აფხაზეთში - აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული ალხაზ კვიწინია რაულ ხაჯიმბას გამარჯვებულად არ ცნობს და სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. დავით ზალკალიანი - აფხაზეთის ე.წ. არჩევნების მეორე ტური ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის კიდევ ერთი მცდელობაა.

      საკონფერენციო მხარდაჭერა - დავით ზალკალიანი - საერთაშორისო კონფერენციაზე ითქვა, რომ ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა აჩვენებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯებითაც დადასტურებული. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე - მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულების თანახმად აღებული ვალდებულებები. ჯონ მაკკეინის ქვრივი - მაკკეინი ამჟამინდელი სიტუაციით ცოტა შეწუხებული იქნებოდა, მაგრამ იფიქრებდა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს დიდი მომავალი აქვს. ფილიპ რიკერი - მედიაპლურალიზმი არის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი და ფუნდამენტი იმ ღირებულებებისა, რაც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს. ლინას ლინკევიჩუსი - ყოველთვის ვიქნებით საქართველოს გვერდით. ფილიპ რიკერი - პროპორციული არჩევნები პოზიტიური ნაბიჯია, სახელმწიფომ უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები, რათა საარჩევნო კონკურენტუნარიანობა თანაბარი იყოს.

      წყალუხვი ანაკლია - ჯონ ტეფტი - იმედი მაქვს, ანაკლიის პორტის პროექტი წინ წავა. ნათია თურნავა - საინვესტიციო მაჩვენებლებს ანაკლიის პორტის პროექტისთვის გათვალისწინებული ინვესტიცია დააკლდა

      ჩრდილოეთის პრობლემა - ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა.

საზღვარგარეთულები:

      პარიზული მშვიდობა - პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის აქციაზე პოლიციამ 89 დემონსტრანტი დააკავა.

      ქარიშხლები - დორიანი კანადას, ხოლო ტოკიოს ტაიფუნი „ფაქსაი“ დაატყდა თავს.

      გაუქმებული სიმშვიდე - დონალდ ტრამპმა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 151

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

George: სექტემბერი 10, 2019||12:46am

უცნაურია : დღეს ჩამოყალიბებულმა არხმა დიადი სახელი დაირქვა და ტელესაითმა ის მყისვე პირველ ადგილზე დააყენა!

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters