ეველინს ავადმყოფები უყვარდა. ანა ეუბნებოდა, თქვენი თაობის გოგონებს შეუძლიათ, ყველა პროფესიას დაეუფლონო. ელიზაბეთს შეეძლო, ექიმი გამხდარიყო. ცხოველები ხშირად ავადმყოფობდნენ. ათასი აკრი მიწის მეპატრონე გახდებოდა და უამრავი მოსამსახურე ეყოლებოდა. მათ ქოხებში მოინახულებდა. ომნიბუსი სომერსეტ-ჰაუსს მიუახლოვდა. ეველინს შეეძლო, ბრწყინვალე ფერმერი გამხდარიყო. ეს აზრი, მართალია, ნაწილობრივ ანამ ჩაუნერგა, მაგრამ, ალბათ, მაინც იმიტომ ფიქრობდა ამაზე, რომ სომერსეტ-ჰაუსთან იყო. უცნაური იყო. ამ რუხ, დიდ შენობას ისეთი საუცხოო, შთამბეჭდავი, დიდებული იერი ჰქონდა. სიამოვნებდა იმის გაფიქრება, რომ ამ უბანში ხალხი მუშაობდა. მოსწონდა ეს თითქოს რუხი ქაღალდისაგან გამოჭრილი ეკლესიები, რომლებიც თითქოს მედგრად უძლებდნენ სტრენდზე ღვარად მომსკდარ ნაკადს. აქაურობა ისტლენდს საერთოდ არ ჰგავს,  გაიფიქრა ეველინმა, როდესაც ჩანსერი სტრიტზე ჩამოვიდა. ეს ქუჩა აღაფრთოვანებდა. სერიოზული, საქმიანი უბანი იყო. ერთი სიტყვით, უნდოდა, პროფესია ჰქონოდა. გახდებოდა ექიმი, ეკონომისტი ან იქნებ პარლამენტარიც კი. ამ ყველაფერზე იმიტომ ფიქრობდა, რომ სტრენდთან იდგა...

ნახვა: 291

ტეგები: Qwelly, ახალგაზრდობა, ბლოგი, ოცნება, ჩანაწერი

ლაშა: მარტი 24, 2016||4:27am
პროფესიის და საქმიანობის არჩევა მნიშვნელოვან ორჭოფობას მოითხოვს, ამიტომ არ მიკვირს მისი. აი, საქართველოში რომ ეცხოვრა ამდენი ფიქრი არ მოუწევდა, აირჩევდა ნებისმიერ პროფესიას და იმუშავედა იქ სადაც აიყვანდნენ ))) ესენი ერთმანეთთან კავშირში სულაც არ არის.
Kakha: მარტი 24, 2016||11:10am

ჰო, რეალობა თუ შეიცვლება (ჩვენი რეალობისკენ), მერე მარტივდება ყველაფერი :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:20pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

Qwelly World

free counters