ბიუჯეტის დეტალები, ქართული დიპლომატია, ჭაჭის დანაშაული, ავანტიურისტი და მსოფლიოს საფრთხეები

      პარასკევის პირველი სიხარული წლევანდელ ნოემბერში, ანუ როცა სამსახურიდან სახლში გარბიხარ დასასვენებლად და მთელი დღის სიახლეებს ეცნობით ჩვენს ტრადიციულ და ყოველდღიურ შემაჯამებელ ამბებში - ქველინიუსებში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 ნოემბერი, 2017/

      ლარის გაუფასურება არ მთავრდება - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6297 ლარი გახდა. გიორგი კაკაურიძე - ჩვენი მთავარი გამოწვევა არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. თემის ლოგიკური გაგრძელება იქნება, მომავალი წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვა, რომელსაც დღეს ყველაზე დიდი ადგილი დაეთმო.

      მომავალი ბიუჯეტი - დავით ბაქრაძე - მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, რომელიც არ ეხმარება ყველაზე გაჭირვებულ ფენას, არ იზრდება პენსია და სოციალური დახმარება. რომან გოცირიძე - წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არის დაუბალანსებელი და იმეორებს იმ შეცდომებს, რაც იყო ლარის გაუფასურების ერთ - ერთი წყარო. დიმიტრი ქუმსიშვილი დეპუტატებს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს - შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები. დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოში განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა დააჩქარა. რომან კაკულია - არა მხოლოდ ბიუჯეტი, არამედ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკაა სოციალურად ორიენტირებული. დიმიტრი ქუმსიშვილი - ლარიზაციის სტრატეგია სწორედ უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკურ პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა. დიმიტრი ქუმსიშვილი – მიმდინარე წელს ტურიზმი ეკონომიკაში 2.8 მილიარდამდე დოლარის შემოდინებას უზრუნველყოფს. დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 14 მლნ ლარია გათვალისწინებული. დიმიტრი ქუმსიშვილი - მეწარმეობის ხელშემწყობმა პროგრამებმა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 2019 და 2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება. დიმიტრი ქუმსიშვილი - გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ოთარ კახიძე დიმიტრი ქუმსიშვილს - რანაირად არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როცა საქმე უარესობისკენ მიდის? რომან კაკულია - 2018 წლის ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებულია. ზურაბ ჭიაბერაშვილი - რატომ არ აქვეყნებს საქსტატი დასაქმების კვარტალურ მონაცემებს? დიმიტრი ქუმსიშვილი - InnovFin-ის ძირითადი მიზანია ფინანსურ ინსტიტუციებს გაუადვილოს ინოვაციებისა და კვლევების დაფინანსება. გიორგი კანდელაკი - სად არის, რატომ არ წარმოადგენს ბიუჯეტის პროექტს პრემიერ-მინისტრი? დიმიტრი ქუმსიშვილი - ყველა რეფორმა ორიენტირებულია ქვეყანაში დანაზოგების ზრდაზე. რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს - რატომ გაეცით სამშაბათს 50 მლნ ლარის ოდენობის დამატებითი სესხი კომერციულ ბანკებზე?! დიმიტრი ქუმსიშვილი - სავალუტო ფონდის მიმოხილვით, 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების თანახმად, რეგიონში საუკეთესოა. დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოში ბიზნესის კეთება ყოველდღიურად მარტივდება. დიმიტრი ქუმსიშვილი - 2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდულია. დიმიტრი ქუმსიშვილი - 2012 წლიდან ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად უკიდურეს სიღარიბეს 500 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი. დიმიტრი ქუმსიშვილი - კითხვაზე, სად წავიდა აქციზებიდან მიღებული თანხა, პასუხი მარტივია - მოხმარდა საქართველს განვითარებას. დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით ღრმა კვლევაა ჩასატარებელი. დიმიტრი ქუმსიშვილი - ქუთაისის აეროპორტთან მიმართებაში ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. დიმიტრი ქუმსიშვილი - სავალუტო ბაზარზე მოკლევადიან ცვლილებებს მონაწილეთა ქცევა განსაზღვრავს. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქსტატი დასაქმების კვარტალურ მონაცემების გამოქვეყნებას მომავალი წლიდან დაიწყებს. ირაკლი კოვზანაძე - 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მაკროეკონომიკურად გამართულია და პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და რეალობებს. ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით იგივე მდგომარეობა რჩება. დიმიტრი ქუმსიშვილი - განათლების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. დიმიტრი ქუმსიშვილი - ხელფასები და გადასახადები იმაზე ადრე შევამცირეთ, ვიდრე ვინმე გვეტყოდა. დიმიტრი ქუმსიშვილი - მმართველობის რეფორმის მთავარი მიზანი სახელმწიფოს მიერ მიწოდებული სერვისების ხარისხისა და საჯარო სექტორის ეფექტურობის ზრდაა. ირაკლი კოვზანაძე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აღნიშნული სტრუქტურის არსებული ფორმით შენარჩუნება, მიზანშეუწონელია.

      აფხაზეთის მოუგვარებელი პრობლემა, ოსეთი და ქართული დიპლომატიის მიღწევები - ნინო ბურჯანაძე - საქართველო იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას, აფხაზებმაც უნდა აიღონ, რუსეთი კი ფრთხილად უნდა მოიქცეს, რომ კონფლიქტები ამოიწუროს. ქეთევან ციხელაშვილი - საოკუპაციო ხაზთან ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს, იმიტომ, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარი კავკასიონის ქედზე გადის. გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად ქართული დიპლომატია ურთულეს ბრძოლაშია ჩაბმული, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე რუსეთია. გიორგი კვირიკაშვილი - ქართული დიპლომატიის დამსახურებაა ყველა წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ საერთაშორისო ასპარეზზე. დავით ზალკალიანი ე.წ.სამხრეთ ოსეთის ინიციატივაზე - არანაირ საბაჟო პუნქტზე არ შეიძლება იყოს საუბარი. მიხეილ ჯანელიძე - ქართული დიპლომატია ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციებზე და კვლავ მრავალ წარმატებას მოუტანს ქვეყანას.

      ნუცუბიძის შემთხვევა - დვოკატი - პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების და ჩხუბის საქმეები ერთად არის, თუმცა, გამოძიებამ შესაძლოა, ეს საქმეები ერთმანეთისგან გამოყოს. ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის მოწმე - შსს-ს ჟურნალისტმა მკითხა, იღებდა თუ არა პავლიაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს და ვუპასუხე კი-მეთქი. პაატა პავლიაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურამ უარი უთხრა, თუმცა, ოჯახს საქმის მასალების გაცნობის საშუალება ექნება.

      ჭაჭის არყის რეალიზაციის დანაშაული - ჭაჭის არყის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე მეწარმე დააკავეს.

      გაუგებარი არითმეტიკა - თამაზ მეჭიაური - კომაროვი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ლელა ქიტესაშვილის არითმეტიკას ვერაფერი გავუგე.

      საქართველო როგორც ბოლო იმედი - მიკაილ კადიევი - რუსეთში სიკვდილი მემუქრება, საბოლოო ინსტანცია ქართველი ხალხი დამრჩა, სხვა შანსი არ მაქვს. ნუგზარ წიკლაური - მიკაილ კადიევის რუსეთისთვის გადაცემა მის გარდაუვალ დამცირებას, წამებას და სავარაუდო მკვლელობას ნიშნავს.

      სტატისტიკური მონაცემების გაშუქება - 2016 წელს დასაქმებული ქალების უმეტესობა 45-54 წლის, კაცების კი 35-44 წლის ასაკობრივ ჯგუფებს განეკუთვნებოდნენ. საგაზაფხულო სესიისას პარლამენტის სხდომები ყველაზე ბევრჯერ ”ნაციონალური მოძრაობის”, შემდეგ კი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააცდინეს. 2017 წლის ოქტომბრის თვე 607 989 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 15,2 %-ით მეტია.

      არჩეული დაპირებები და ანონსები - კახა კალაძე - მეტროს მოდერნიზაციისთვის აქტიური მუშაობა დაიწყება.

      მძიმე და ტრაგიკული ისტორიები ბოლოსთვის შემოვინახეთ - ზუგდიდი-ცაიშის გზაზე ავტოავარიას გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა. ზუგდიდი-ცაიშის გზაზე კიდევ ერთი ავარია მოხდა, რომელსაც მოპედის მძღოლი ემსხვერპლა. „ქართული ოცნება“ ზუგდიდის საკრებულოს წევრის თამაზ ჟორჟოლიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საზღვარგარეთულები:

      ნიჭიერი ავანტიურისტი - ნინო ბურჯანაძე - სააკაშვილი ნიჭიერია, იცის, როგორ გამოიყენოს სიტუაცია სათავისოდ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ავანტიურისტია. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. უკრაინაში საკრებულოს დეპუტატი მოკლეს, რომელიც ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ხელმძღვანელი იყო. მეგის ქარდავას უკრაინელი ადვოკატი ქარდავას დაკავების დეტალებს ყვება. უკრაინელი ადვოკატი - დაცვის მხარეს გვსურს, მეგის ქარდავა უკრაინაში დარჩეს, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ გამოვრიცხავთ. ეგის ქარდავას უკრაინელი ადვოკატი უარყოფს, რომ ქარდავას დაკავებისას სხვადასხვა ქვეყნის ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს.

      რეფერენდუმი კალედონიის დამოუკიდებლობას - საფრანგეთმა ახალი კალედონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმზე შეთანხმებას მიაღწია. ემანუელ მაკრონის ნდობის მაჩვენებელი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 19 პუნქტით დაეცა.

      მანჰეტენის ტერაქტიც ისლამური სახელმწიფოს ნამოქმედარია - ნიუ-იორკის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

      დონალდ ტრამპი შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.

      ესპანეთის პრობლემები - ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კატალონიის მთავრობის ყოფილი რვა წევრი დააკავეს. კარლეს პუჩდემონი - როგორც კატალონიის მთავრობის ლეგიტიმური თავმჯდომარე, დაკავებული მინისტრების გათავისუფლებას მოვითხოვ.

      ისლამური სახელმწიფოსგან თავისუფალი სირია - სირიის ჯარმა დეირ-ეზ-ზორში „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელი დასაყრდენი გაანადგურა და ქალაქი გაათავისუფლა. სირიაში ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვეპლა.

      კუნძულ კალოლიმნოსთან მიგრანტების გემი ჩაიძირა.

      ირანი გასაჩერებელია - ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ უნდა გავაჩეროთ ირანი, სხვაგვარად ჩრდილოეთ კორეაზე გაცილებით უარეს სიტუაციას მივიღებთ.

      აიათოლა ალი ხამენეი - აშშ ირანის მთავარი მტერია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 172

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters