რელიგიური (ქრისტიანი) პიროვნების მიზანი სულიერი სრულყოფილებისაკენ ემყარება სახარებისეულ მსგავს სწავლებას: „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჳ სრულ არს“ (მათე, V, 48). სულიერი სრულყოფილებისადმი ლტოლვა იგივეა, რაცღმერთთან მიახლოების, მიმსგავსების, მასთან შერწყმის სურვილი.

      სულიერისრულყოფილების ძიების გზები და საშუალებანი ყველასათვის არ არის შესაძლებელი, ისდაფარული, საიდუმლოებით მოცული მისტიკური სამყაროა, გაღმერთებისაკენ სწრაფვაა, მაგრამ მისი განხორციელება მიწიერი, ამქვეყნიური ცხოვრების პირობებში, ყოველდღიური ხორციელი მოთხოვნილებებითა და ვნებებით სავსე გარემოში შეუძლებელია. ამიტომ ასეთი მისწრაფებების მქონე ადამიანისათვის აუცილებელია ყოველივე ამქვეყნიურზე უარისთქმა, განშორება ყოველგვარ მიწიერ საზრუნავთაგან, ყველასაგან და ყველაფრისაგან, საკუთარ სულიერ სამყაროში ჩაძირვა, სხეულის სულისადმი სრული მორჩილება, ფიქრიმხოლოდ ღმერთზე და მისგან გამოვლენილ და ადამიანისათვის მიცემულ სიკეთესა დამადლზე. ფიქრი და ლოცვა ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვის საკუთარ თავზეტვირთვისათვის ქრისტეს მსგავსად, რაც მორწმუნე ქრისტიანისათვის იქნება გზა იმქვეყნიურ სულთა სასუფეველში მისი იდეალურად განწმენდილი და სრულყოფილი სულის დასამკვიდრებლად.

      ასეთი გზა მორწმუნე ადამიანმა იპოვა განდეგილობა-მონაზვნობაში: თავდაპირველად განდეგილობის მრავალფეროვან პირველყოფილ ფორმებში (ანახორეტები, მძოვარები, შიშველ-მართალნი, მდუმარენი და სხვ. )

      ხოლო მოგვიანებით - მათსაფუძველზე აღმოცენებული მონაზვნობის ორგანიზებული საზოგადოებების სახით, რომელთასაერთო სახელწოდება არის ასკეტიზმი.

      ერთი სიტყვით, სულიერი სრულყოფილებისაკენ მისტიკური სწრაფვა და, მეორემხრივ, ამ მისწრაფების რეალიზაციის ასკეტიკური ფორმები შეადგენენ ქრისტიანული მწერლობის ერთ-ერთი უძველესი დარგის - ასკეტიკა-მისტიკის ძირითად შინაარსს.

      ასკეტიკურ-მისტიკური სასულიერო მწერლობის დარგი შეიძლება ორ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ნაწილად წარმოვიდგინოთ. 1. მონაზონთადამოძღვრა-სწავლება სულიერი და ზნეობრივი შეგონებებით, მონაზონთა ქცევისა დამოვალეობათა განსაზღვრა, რაც ჩამოყალიბებულია გამოჩენილ საეკლესიო მამათა დამონაზონთა თეორიულ სწავლებებში და ეპისტოლეებში მონაზონთა და მონასტერთა მიმართ. ეს სწავლანი მისტიკურიცაა, რამდენადაცემსახურება „წმინდა წერილში“ დაფარული სულიერების ცხადყოფას. 2. მოკლე თხრობები ანუ პატერიკული თხრობები, რომლებიც ცალკეული, მოკლე სიტყვებზე აგებული კონკრეტული ამბის გადმოცემას ითვალისწინებს, სადაც რომელიმე მონაზონი ზოგადად მოგვითხრობს სხვა მონაზვნის მიერ ჩადენილი სასწაულის ან კონკრეტული ქველი საქმის შესახებ. ზოგჯერ რომელიმე მონაზონი თავის თავგადასავალს მოგვითხრობს, უმეტესად კი - რომელიმე სახელგანთქმული მოძღვრის შესახებ. თუ გავითვალისწინებთ ასეთ თხრობათა დახასიათებას, რომელიც მათ სახელწოდებაში გამოიხატება და მას „სულთმარგებელ“ თხრობასაც უწოდებენ, ნათელია მათი დანიშნულებაც: ისინი მკითხველთა და მსმენელთასულიერ და ზნეობრივ აღზრდას, მონაზვნური ცხოვრების უპირატესობის

      ცხადყოფას ემსახურება. პატერიკულ თხრობებს (ე. ი. თხრობას წმიდა მამათა შესახებ) მნიშვნელოვანი მისია აკისრია: ჯერ ერთი, გადმოცემულია გამოჩენილ მეუდაბნოე-მონაზონთა ღვაწლის ის დეტალები, რაც მათ შესახებ დაწერილ „ცხოვრებაში“ შეიძლება არც კი იყოს ასახული, მოთხრობილია იმ „უჩინო“ ბერების ცხოვრების ზოგიერთიდეტალი, რომელთა შესახებ დამოუკიდებელი „ცხოვრება“ არ დაწერილა, მათი ღვაწლიშეუმჩნეველი დარჩენილა შთამომავლობისათვის და ამდენად, იგი ვერ გახდებოდა სამაგალითო და მისაბაძი. მეორე მხრივ, მონაზვნური ცხოვრება ქრისტიანული იდეოლოგიის უმთავრეს მონაპოვრად არის აღიარებული.

      ასკეტიკური და მისტიკური მწერლობის ამ ორი ნაწილის ერთიანობა და მათიმიზანი - განსხვავებული ხერხებით მიაღწიონ მონაზვნის და, საერთოდ, ქრისტიანიმორწმუნის სულიერ სრულყოფილებას, კარგად ჩანს ერთი ადრინდელი კრებულის (Ath 9, 977 წ. ) მაგალითზე, სადაც ამ ორი ნაწილის საილუსტრაციო მასალა არის ერთად წარმოდგენილი: ჯერ გამოჩენილ მამათა და მონაზონთა 40 „სწავლა“, ხოლო შემდეგ _პატერიკულ თხრობათა კრებული - იოანე მოსხის „სამოთხე“ თავისი 43 თხრობით და მისგაგრძელებად კიდევ ერთი ასკეტიკურ-პატერიკული კრებული („მიმსგავსებული „სამოთხისა“) 33 თხრობით. მართალია, ამ ხელნაწერში წარმოდგენილი ვერც პირველი ნაწილი, ე. ი. „სწავლანი“და ვერც მეორე ნაწილი - „პატერიკული თხრობანი“ ოდნავადაც ვერ ამოწურავსასკეტიკურ-მისტიკური მწერლობის ქართულად თარგმნილი მრავალფეროვანი მასალისშინაარსს, მაგრამ ამ ხელნაწერის მიხედვითაც კარგად ჩანს ზემოაღნიშნულიასკეტიკურ-მისტიკური მწერლობის ამ ორი ნაწილის ერთიანობა.

      ასკეტიკურ-მისტიკური შინაარსის კრებულების შემდგენლები, როგორც ხშირად ანდერძ-მინაწერები აღნიშნავენ, თვითონ არჩევენ მასალას შინაარსისა და დანიშნულების მიხედვით, ამიტომ არ ჩანს გამოკვეთილი კანონზომიერება, რატომ შეარჩია, ვთქვათ, ისააკ მონაზონის 4 „სწავლა“ თუ „თქუმული“ Sin 35 (907 წ. ) შემდგენელმა და რატომარის Sin 80 (XI ს. )-ში 34 სწავლა, ხოლოქუთ. 45 (1780წ. )-ში - 32.

      შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მიერ ზემოაღნიშნული მასალა ამოწურავს სამონასტრო და მონაზონთა ყოფის ყველა დეტალს, ყველაფერს, რაცმონაზვნობის შესახებ დაწერილა და რაც მონაზვნების საყურადღებოდ თქმულა.

      მაგრამ ესასე არ არის: სასულიერო მწერლობის ერთი დიდი უბანი, რომელიც გამოჩენილ ასკეტთა „ცხორება-მოქალაქობის“ვრცელ თხზულებებს მოიცავს, ჰაგიოგრაფიას წარმოადგენს და მის ძირითად ფონდსშეადგენს. ამ მაგალითიდანაც კარგად ჩანს სასულიერო მწერლობის ცალკეულ დარგებად დაყოფის არასტაბილურობა და პირობითობა.

      ასევე ძნელია გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან „ასკეტიკური სწავლა“ და „ჰომილეტიკური სწავლა“, რომელიც ეხება ზნეობრივ საკითხებს, რაც საერთოა როგორც მონაზვნებისათვისდა, საერთოდ, სასულიერო პირებისათვის, ასევე მრევლისათვის - საერო პირთათვის. რათქმა უნდა, იოანე ოქროპირისა და სხვა საეკლესიო მამათა ყველა „სწავლას“ ზნეობრივთემებზე ასკეტიკაში ვერ შევიტანთ, მაგრამ მათი გამიჯვნა ეფრემ ასურის, ისააკმონაზვნის, მაკარი მეგვიპტელის და სხვ. „სწავლათაგან“ ზოგჯერ შეუძლებელია.

      ამდენად, „სწავლათა“ განაწილება ასკეტიკაში და ჰომილეტიკაში ხშირად პირობითია, რისგამოც ზოგიერთ მათგანს ორივეგან შევხვდებით.

      ასკეტიკურ-მისტიკური მწერლობის დარგი, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ორიმთავარი ნაწილისაგან შედგება:

      1. „სწავლანი წმიდათა მამათანი“, სადაც იგულისხმებაასკეტიკურ-მისტიკური და ზნეობრივ-ეთიკური შინაარსის თეორიულ-დამოძღვრითი ხასიათის „სწავლანი“და „თქუმულნი“, რომელთა მიზანია, პირველ რიგში, მონაზონთა თუ საერთოდ, ქრისტიანულისარწმუნოების მსახურთა და ქრისტიანი მორწმუნის სულიერ-ზნეობრივი სრულყოფა, ქრისტიანული ცხოვრების წესის გაცნობიერება და გათავისება.

      2. „თხრობანი წმიდათა მამათანი“, რომელშიც იგულისხმება ის მოკლე თხრობები, რომლებშიც გადმოცემულია მონაზონთა და განდეგილთა ყოველდღიური ცხოვრება, ეპიზოდებიცალკეული მონაზვნის საკუთარი ცხოვრების საინტერესო შემთხვევებიდან ან მოთხრობასაკუთარი მოძღვრის ღვაწლის შესახებ, ურთიერთობა ძმობის წევრებთან.

      აქ, პირველყოლისა, ფიგურირებენ ცნობილი მონაზონ-განდეგილები, რომელთა ნაღვაწი და ნააზრევი საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი ბევრი უცნობი ეპიზოდიაწარმოჩენილი. ამასთანავე, უამრავია სრულიად უცნობი ბერების საქმიანობის დაქველმოქმედების ეპიზოდებიც. საბოლოოდ ყველა ასეთი თხრობის მიზანი ისეთივე იყო, როგორიც ზემოდასახელებულ „სწავლათა“ და „თქუმულთა“ - მონაზონთა მოღვაწეობისცხადყოფა, როგორც მისაბაძი მაგალითი, ემსახურებოდა მკითხველისა თუ მსმენელისსულიერი აღზრდის საქმეს.

      ერთი სიტყვით, ასკეტიკა-მისტიკა მონაზვნის სულიერი და მატერიალური ყოფისერთობლიობაა - მისტიკა გამოხატავს სულიერი ცხოვრების შინაგან მხარეს, უშუალოსულიერ მიმართებას ღმერთთან, ხოლო ასკეტიკა კი - ქრისტიანული ცხოვრების გარეგნულსახეს.

      ამასთანავე, ასკეტიკა და მისტიკა ის ორი ნაწილია, რომელთაგან მისტიკა, სულიერი „სწავლა“ ჰომილეტიკის ნაწილია, ხოლო ასკეტიკა უფრო ჰაგიოგრაფიული ჟანრის „ცხოვრებებს“უახლოვდება, მით უმეტეს, რომ „ცხოვრების“ ჟანრის ძირითადი ნაწილიმონაზონ-მოღვაწეთა შესახებ მოგვითხრობს, ოღონდ უფრო ვრცლად.

      ასკეტიკურ-მისტიკური მწერლობის ზოგად მიმოხილვას ჩვენ „სწავლანით“დავიწყებთ და მათ ავტორებს ანბანური რიგით წარმოვადგენთ. აქ შეუძლებელი იქნებაცნობილი ავტორების მრავალრიცხოვანი „სწავლანის“ კონკრეტულად ჩამოთვლაც კი, მითუმეტეს, რომ ისინი ბიბლიოგრაფიაშია ასახული რაც შეეხება ავტორებს, რომელთაცრამდენიმე ასეთი „სწავლა“ მოეპოვებათ, მათი ჩამოთვლა, მცირე კომენტარებითურთ, საჭიროდ ვცანით. იგივე ითქმის ხელნაწერთა ჩამონათვალზე - არ ჩავთვალეთ საჭიროდყველა ხელნაწერის ჩამოთვლა, მით უმეტეს, რომ ისინი თავთავიანთ ადგილას არის წარმოდგენილი.

ლიტერატურა: ე. გაბიძაშვილი, ქართული ნათარგმნი ასკეტიკა და მისტიკა, ბიბლიოგრაფია, თბ., 2006

ნახვა: 351

ტეგები: qwellyblog, ასკეტიკა, მისტიკა, პიროვნება, რელიგია, ქველი

Tamila Moshiashvili: სექტემბერი 4, 2013||1:08am

კარგი სტატიაა - ღირს საცნობი!!! 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

ტერაქტიც საარჩევნოა, კოვიდიც, ავტობუსებიც და ყველაფერი არჩევნებს უტრიალებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2020.
საათი: 11:28pm 0 კომენტარი

      საარჩევნოდ ტერორისტული ამბავი თუ ასეთ გამოხმაურებებს გამოიწვევდა და ამდენი დღე დარჩებოდა მეინსტრიმში, ბევრი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. კორონა უკვე 1700 კაცს ითვლის ყოველდღიურად, უფრო ჩაშლილი კოვიდ ამბავი ასეთია - დღეის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევა - 24562, გამოჯანმრთელებული - 9751, გარდაცვლილი - 183, კარანტინში - 4408. ლარის ამბავი - აშშ დოლარის ფასია 3.2202 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23…

გაგრძელება

ტერორისტი სამეგრელოში და არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      რთული და დაძაბული იყო ზუგდიდის ტერორისტული აქტი - საქ. ბანკში შევარდნილმა 4 მილიონი ჩაიდო და წავიდა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს დიდი ხანია ამდენი არცერთ თემაზე არ უხუმრია რაც გუშინდელმა ტერაქტმა გამოიმუშავა. დღის მთავარია ამბავი დღესაც ეს იყო, კორონა უკვე 1500-ზეა ასული და არჩევნებამდე 10-ზე ნაკლებ დღეში, მხოლოდ ურთიერთბრალდებებია დარჩენილი. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 22803, გამოჯანმრთელებული - 9401, გარდაცვლილი -…

გაგრძელება

დაკარგული სახეები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2020.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

      - მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...

      ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

      - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები…

გაგრძელება

Qwelly World

free counters