ასაკი და მდგომარეობა | planet | qwelly | ასაკი | პლანეტა | ჩანაწერი | უელბეკი

   უპირველეს ყოვლისა, და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ავლადიდებაში მე მყავს ჩემივე მე(ego), ეგო - იგივე - ლენი ბურგუნდელი, ხათრიანი და დარდიმანდი ბიჭი, ღიპიანი, ჩასუქებული, ჩაკურატებული, არც მთლად ჭაბუკი ორმოცდაათ წელს გადასული, მაგრამ ჯანიანი, კარგად ჩასხმული, საღკბილებიანი, ნაფოტასავით მკვირცხლთვალებიანი.

   ვერ გეტყვით, რომ ჭაღარა მაგრამ შევერცხლილი! იმაშიც გამოგიტყდებით, მაინცდამაინც თავს არ შევიპატიჟებ, თუ ოცი ან ოცდაათი წლით უკან დახევას შემომთავაზებთ, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნახევარი საუკუნეც დიდებულია. როგორც იტყოდა ძველისძველი ძმაკაცი მურმანი!! (საზოგადოებაში ნერო ქვია, ალბათ ამიტომ ვერ იცანით!) "ნუ ისურვებ დროის უკან დაბრუნებას რამეთუ ცოლს მაიც ვერ აცდები (სკანდალს) ამიტომ ისევ გიმეორებ ჯობია ისევ შეგუებული მდგომარეობა" ჩემი მეგობარი სულ იმას მიმეორებდა როგორც ეს უკვე მოგახსენეთ ძველი სპარსული(დარიოსის დროინდელი) ანდაზა "სადაც ქალია იქ მყუდროება ჰომ ზღაპარია"

   ჰილფიგერს ნუ მივბაძავთ ის კალვინ კლეინს ბაძავს მაინც, ამიტომ გვმართებს მურმანის დარიგება მუდამ გვახსოვდეს, (მეორე დარიგება არა - პირველი!) პროვოკატორ უელბეკს კი ფრედერიკის ნაირი ყურადრების (პოპულარობის - ნუ ასეთი კატეგორიის მასების მაინც, პუბლიკაზე ოცნებობს), არადა ეს ბეგბედერმა მოახერხა 150 გვერდში მან კი 14 ტომეულშიც ვერა, მას დაავიწყდა მთავარი! ანუ ძმაკაცი ისევ ცოცხლობს!

ნახვა: 134

ტეგები: asaki, blog, post, qwelly, ასაკი, ბეგბედერი, ბლოგი, კლეინი, მდგომარეობა, პოსტი, მეტი...უელბეკი, ჩანაწერი, ძმაკაცი, ჰილფიგერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:36pm 1 კომენტარი

                                                            აუტანელი ადამი

    ადამი სულ მთლად…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters