აქციის განხილვები, პრეზიდენტის ღია კარი, დაცემა და წამოდგომა, არჩევნების სიცხე და მსოფლიოს ნიუსლისტი

      მონოტონური დღეები გრძელდება და რომ არა საარჩევნო შეფუცხუნება, ალბათ ჩამოეძინებოდა კიდეც საზოგადოებას. დღეს რასაც ვისმენდით, ეს იყო ნაციონალების გუშინდელი აქციის განხილვა, პრეზიდენტის მზაობა და პარლამენტის მზაობა მაგრამ შეხვედრის მოუხერხებლობა, საქართველოს სიავე და სიკარგე სტატისტიკურად და მსგავსი ამბები:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 ოქტომბერი, 2017/

      ნაციონალების გუშინდელი აქციის მეორე დღის გამოხმაურებები - თბილისის მერია სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ლევან ხაბეიშვილს მერიის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადვოკატის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დაკავებულებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ. გიორგი კვირიკაშვილი ”ნაცმოძრაობის” აქციაზე - რასაც ვხედავთ, ეს არის ზღვარს გადასული ადამიანები, მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ. გიორგი კვირიკაშვილი - 680 მილიონ დოლარზე მეტია ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი, რადგან 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი აბრიალებს თვალებს და ყვირის. გიორგი კვირიკაშვილმა გუნდის წევრებს მიმართა, რომ მოსახლეობას სიმართლე „ცოტა თამამად უთხრან“. ნინა ხატისკაცი ”ნაცმოძრაობის” აქციაზე - მე ვნახე ძალიან ბევრი გაფუჭებული და დაზიანებული ინფრასტრუქტურა. გიორგი კვირიკაშვილი - თბილისში კეთდება ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე მწვანე სივრცეს - ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს. გია ხუხაშვილი - „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ ყველა კანდიდატი საინფორმაციო ველიდან გაიყვანოს და შექმნას განცდა, რომ არჩევანი მასსა და ხელისუფლებას შორისაა. უჩა ნანუაშვილი - აქციაზე დაკავებულებს აღენიშნებათ დაზიანებები, ეს ფაქტი საგამოძიებო უწყებებმა უნდა შეისწავლონ. ლევან ხაბეიშვილი - მერიის შენობაში “რაფაელოს” საჭმელად რომ არ შემიყვანდნენ, ცხადია, შენობაში შეყვანამდე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა. სოსო ცისკარიშვილი - ყველა პარტიას საკუთარი ხედვა აქვს, ფიქრობენ, რაც უფრო ხმაურიანი იქნება მათი არსებობა, მით უფრო მეტ ხმას მოიძიებენ. თამარ ჩუგოშვილი - ამ ქვეყანაში მშვიდობიან პროტესტს არავინ არავის უზღუდავს, მაგრამ აქციის მონაწილეებმა კანონის ელემენტარული მოთხოვნები უნდა დაიცვან. ლევან ხაბეიშვილი - პროკურორის დამოკიდებულება შემდეგია - არსებული მტკიცებულებები გამოძიების დაწყების საშუალებას იძლევა. ადვოკატი - ლევან ხაბეიშვილის საქმეზე გამოძიება, სავარაუდოდ მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების და მაღალი თანამდებობის პირების მიმართ დაიწყება. „ნაცმოძრაობის“ აქციაზე დაკავებული პირები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. თბილისის მერიასთან ”ნაცმოძრაობის” აქციაზე დაკავებულები პოლიციის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობენ. გიორგი ონიანის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულ ადამიანებს არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ. რომან გოცირიძე - საინტერესოა, რას გვიპასუხებს პრემიერი თუ ვიტყვით, რომ ვაპირებთ რუსთაველზე დავდგათ საკნები და მოვითხოვთ, რომ არ გაბედონ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. ეკა ბესელია „ნაციონალების“ აქციაზე - როცა ვხედავთ, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელს როგორ ურტყამს, ეს კადრი არაფერს ამართლებს.

      პარლამენტარებიც ვასაუბროთ და ცხადია კონსტიტუციაზე - ირაკლი კობახიძე - როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტისადმი უმრავლესობის შეთავაზება შეხვედრის თაობაზე ძალაში რჩება. თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი არაერთხელ გამოვთქვით - როგორც ჩანს, ეს შეხვედრა არ იმართება. ეუთო-ს წარმომადგენელი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ახალმა ნაბიჯმა კონსტიტუციაში შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს სიტყვის თავისუფლების სივრცე. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება დათმობისკენ გადადგმული ნაბიჯია. გიორგი მარგველაშვილი მზადაა, ხვალ მმართველ პარტიას შეხვდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზად არიან. მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორად ორ საკითხზე ვისაუბრებთ, რომელზეც თანხმდებოდა აბსოლუტურად ყველა. გია ვოლსკი - პრეზიდენტმა უმრავლესობასთან შეხვედრა ისეთ დროს დანიშნა, რომ მასში პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

      ჩვენ კი არ ვიხევთ უკან, სხვები გვასწრებენო - გიორგი კაკაურიძე - გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის ზოგიერთ კომპონენტში საქართველოს პოზიციის გაუარესება დაკავშირებულია იმასთან, რომ ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ უფრო მეტი რეფორმა განახორციელა. პირველობა - ლევან რაზმაძე - საქართველო ელექტრონული შესყიდვების განვითარების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა. ზურაბ ალავიძე – სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვამ მნიშვნელოვნად გაზარდა გამჭვირვალობის ხარისხი. გიორგი კვირიკაშვილი - ტურისტების ნაკადი პრაქტიკულად არ გაჩერებულა, თუმცა აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ არსებული შენიშვნები. გიორგი კვირიკაშვილი – დარწმუნებული ვარ ის წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის სფეროშია, ასიათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - საქართველომ ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. გიორგი ჩოგოვაძე - მიდინარე წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა 28,8%-ით გაიზარდა და 2 783 594 შეადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს სექტემბრის თვეში საზღვარი 763 729 ვიზიტორმა გადაკვეთა. სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6,2 % შეადგინა.

      ხალხის სია მზადაა არჩევნებისთვის, არც კლონები და არც მკვდარი სულები - ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე - სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამომრჩეველთა სიაში არ არის არც ერთი გაორება და სია მზადაა არჩევნების ჩასატარებლად.

      მზად არიან თუ არა პოლიტიკური ჯგუფები, ამის ბლოკი - „ევროპული საქართველო“ ზუგდიდში პარტიის საარჩევნო ბანერის ჩამოხევას მმართველ ძალას უკავშირებს. კახა კალაძე პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს. კახა კუკავა – ჩვენს კანდიდატებს ემუქრებიან, აშინებენ და რეგისტრაციიდან მოხსნას აიძულებენ. ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის დატაცებას და საყოველთაო გაჭირვებაში ხალხის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას აგრძელებს. გიორგი ვაშაძე - მოვითხოვთ, რომ შემუშავდეს საკანონმდებლო ინიციატივა და აიკრძალოს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად ქონების გადაცემა. ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაცმოძრაობის“ წევრები „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო პლაკატებისა და ბანერების ჩამოხევაში ადანაშაულებენ. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პუშკინის სკვერთან სამდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის გაკეთებამ, შესაძლოა, მეტრო „თავისუფლების“ თაღის ჩანგრევა გამოიწვიოს. კახა კალაძე - მაინტერესებს, ალეკო ელისაშვილთან რატომ უნდა დავჯდე დებატებში. ირაკლი ხმალაძე - თბილისის მერიის ბიუჯეტის ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

      სახელმწიფო ყველასია! - სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 14 პირი პასუხისგებაში მისცეს.

      ომბუდსმენი ითხოვს და ქარავანი მიდისო თუ როგორ არის ეგ? - უჩა ნანუაშვილის განცხადებით, 3 წლის განმავლობაში შსს-სა და პროკურატურაში ომბუდსმენის მოთხოვნით 60 ფაქტზე დაწყებულ არც ერთ გამოძიებას რეალური შედეგი არ მოყოლია. სახალხო დამცველი ბინადრობის ნებართვის და მოქალაქეობის საკითხებზე მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს.

      წვიმას თოვლი მოჰყვა - კურორტ ბახმაროში თოვს, ასევე თოვლი მოვიდა შუახევის მუნიციპალიტეტში. სეისმოლოგი თეა გოდოლაძე მიიჩნევს, რომ სეისმოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მშენებლობებზე რეგულაციების გამკაცრება.

      7 ნოემბრი საქმე - კობა დავითაშვილი - 7 ნოემბერს ძირს დაგდებულს 10-ზე მეტი კაცი მირტყამდა - დასაბუთებული ეჭვი მაქვს, რომ ეს თავდასხმა სააკაშვილის მიერ იყო მოწყობილი. კობა დავითაშვილმა სასამართლო პროცესზე 7 ნოემბრის აქციაზე მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა. ადვოკატი - კობა დავითაშვილის ცემის საქმეში ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობა არ იკვეთება.

      ქეთევან დედოფლის მოლოცვა საქართველოში - საპატრიარქო იმ ეპარქიების სიას აქვეყნებს, სადაც მორწმუნეებს ოქტომბრის თვეში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოლოცვა შეეძლებათ:

      ბოდბის ეპარქია 3-5 ოქტომბერი; ნეკრესის ეპარქია 5-9 ოქტომბერი; გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია 9-11 ოქტომბერი; საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია 11-13 ოქტომბერი; მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია 13-15 ოქტომბერი; რუსთავის ეპარქია 15-17 ოქტომბერი; გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია 17-19 ოქტომბერი; ბოლნისის ეპარქია 19-21 ოქტომბერი; დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქია 21-23 ოქტომბერი; მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია 23-25 ოქტომბერი; აგარაკ-წალკის ეპარქია 25-27 ოქტომბერი; ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია 27-29ოქტომბერი; ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია 29-31 ოქტომბერი.

საზღვარგარეთულები:

      ამერიკული ტერაქტის გამოძიებიდან - სტივენ პედოქს, რომელმაც ლას-ვეგასში მუსიკალური ფესტივალის მონაწილეების მისამართით ცეცხლი გახსნა, 42 ერთეული იარაღი აღმოუჩინეს.

      რუსეთის დამოკიდებულება საპროტესტო აქციებთან - ალექსეი ნავალნის 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ისევ რუსეთი, ამჯერად ტერორისტების წინააღმდეგ - რუსეთის საჰაერო ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 304 „ბოევიკი“ გაანადგურეს. დიმიტრი პესკოვი - კრემლი იმედოვნებს, რომ მოსკოვში აშშ-ს საელჩო ახალ ელჩთან ერთად თავის წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის რესტავრირებაში. ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ სამხედრო რიტორიკის გამწვავება დამღუპველია. რუსეთში აშშ-ს ახალი ელჩის განცხადებით, ის მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ნდობის აღდგენაზე მუშაობას აპირებს.

      თუ რეფერენდუმს არ სცნობთო, მაშინ - კატალონიაში საყოველთაო ეროვნული გაფიცვა დაიწყო. ესპანური რეფერენდუმის მსოფლიო აჟიოტაჟი - უკრაინის საგარეო უწყება - კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმი არალეგიტიმურია.

      თურქული ანგარიშწორება - სტამბოლის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, მუნიციპალიტეტის 112 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა. და თურქული წინსვლა - თურქეთი საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობას გეგმავს

      გვიბრუნებენ მიშას თუ არა? - მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემის საკითხზე უკრაინის გენპროკურატურის საექსტრადიციო შემოწმება რამდენიმე კვირა გაგრძელდება. უკრაინის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, უწყება სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე გადაწყვეტილებას, შესაბამისი შემოწმების შემდეგ მიიღებს. ლია მუხაშავრია - ადრე თუ გვიან, სააკაშვილის ექსტრადირება მოხდება, ეს უბრალოდ დროის საკითხია. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 185

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters