თქვენ რაც გინდათ ის დაარქვით. სრული სიჩერჩეტე ან ბჟუტური ან მთვრალია ეს გოგო...
საშინელებაა, როცა ჩემი ნივთი ადგილზე არ მხვდება ანუ ვიღაცამ აურია ძალიან ვბრაზდები... ვილანძღები და ზეეგზარტირებულ მდგომარეობაში იმ ადამიანის ნივთებსაც ისევე ვურევ ან უარესად როგორც ჩემი იყო.
ხო და ახლა რა საშინელება როცა ჩემმი დალაგებული ნერვები არ მხვდება ადგილზე და ვიღაცას აქვს არეული? არა მე რო ავურიო ეგ ჩემი ნერვებია და რასაც მინდა იმას ვუზავ. იმ გამოცანის არ იყოს? იცით ეს გამოცანააა?
"გარედან შავია შიგნიდან წითელი და როიალზე დევს. რა არის?" თქვენ რას ფიქრობთ? რა შეილება იყოს?
- ...
– არა
- ...
– არა
- ...
– დიახ ეს არის კალოში და აბა მითხარით რატომ დევს კალოში როიალზე?
- ...
– აბა კიდე ვის რა აზრი გაქვთ?
- ...
- ...
– ანუ არაა რაა. საქმე იმაშია როოოოოოოოომ კალოში არის ჩემი! და სადაც მი–ნდა იქ დ ა ვ დ ე ბ!
მაშასადამე: ჩემ ნერვებს როცა მინდა მაშინ ავურევ იმიტომ რომ ჩემია და მე მაქვს ამისი უფლება, მთავარია სხვამ არ ამირიოს იმიტომ რომ არ აქვს ამისი უფლება. მაგისი კი არ არის.
"ჩემ ნერვებს როცა მინდა მაშინ ავურევ იმიტომ რომ ჩემია" < ეს ძალიან მომეწონა! :D
კალოშის ამბავია ძალიან დამაფიქრებელია, მართლაც რატომ უნდა მოგინდეს მისი როიალზე დადება?
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 2, 2021.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ჯერ იყო და ევროპა საქმეს ალაგებდა და ყველაფერი მოლაპარაკებისკენ მიდიოდა, მაგრამ მერე განცხადებები გაკეთდა და ყველაფერი აირია - დღეს დაანონსებული აქციების სერია გაგრძელდა და დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. ასევე დაგვიანებული და თითქის ჩვენამდე არ მოსული ვაქცინაცია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 271379, ბოლო დღე-ღამეში - 461; გამოჯანმრთელებული - 265686, ბოლო დღე-ღამეში - 163; გარდაცვლილი - 3532, ბოლო დღე-ღამეში…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 1, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
ესეც გაზაფხული. იმედით, ვაქცინისა და გამოკეთების მოლოდინით მოსული გაზაფხული, თუმცა ჯერ-ჯერობით, საინფორმაციო ამბებში მსგავსს ვერაფერს ვკითხულობთ. ამინდმა, ძლიერი ქარია მოსალოდნელიო, პოლიტიკურ არეულობის დასალაგებლად კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოიგვევლინა და ოფიციალური შეხვედრების პირველსავე დღეს ოპოზიცია-პოზიციის ამბავი მოაგვარა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 270918, ბოლო დღე-ღამეში - 160; გამოჯანმრთელებული -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:30pm
1 კომენტარი
4 მოწონება
კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…
© 2021 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია