არის საგნები, რომელზეც გამოწვილივით საუბარი სასიამოვნოა. იმ უცნობის პიროვნება ნება მომეცით ასე მოვიხსენიო ის, ვინც მთელი ქვეყნიერებისათვის უცნობი იყო მაშინ  იმ უცნობის პიროვნება-მეთქი სწორედ ასეთი საგანი გახლდათ ჩემთვის. საშუალოზე დაბალი უფრო ეთქმოდა; თუმცა ხანდახან ძლიერ (ემოციური) ნამდვილად ტანაზიდული ჩანდა და უარყოფდა ამ აზრს, თხელი, გამხდარი, თითქოსდა უფრორე მზად იყო სულ მუდამ სამოქმედოდ, როგორც ეს ოხვრათა ხიდზე დავინახეთ, ვიდრე ჰერკულესის დარ ძალას გამოამჟღვნებდა, თუმცა კი ვიცოდით, დიდი საფრთხის დროს სწორედაც გამოამჟღავნებდა ასეთ ძალას. თვალები უჩვეულო, ველური, დიდრონი და ბრწყინვალე, მთლად თოვლისფერნი ჩანდნენ ზოგჯერ, ზოგჯერ კი შავად შუქმორეულნი; ტევრი დახვეული შავფერი თმებისა, რომელშიაც სპილოს ძვლისფრად გამოჩნდებოდა ხანდახან გასაოცრად ფართო შუბლი (ანუ დიდშუბლა); ასეთი ნაკვთებისა გახლდათ, მსგავსი თანაზომიერება არსად მინახავს, თუმცა აქ შეიძლება კი გაგავახსენდეს რომელიმე იმპერატორის ქანდაკება. მაგრამ იმხანად ისეთი პირისახისა იყო, რომ სხვა დროს ასეთი არა კაცს არ უნახავს. ვერ იტყოდით, რაღაც სულ ერთი, განსაკუთრებული გამომეტყველება აქვსო, დამახსოვრება რომ შეგეძლოთ მისი, იმწუთასვე დაგავიწყდებოდა ხსენებული გამომეტყველება, მაგრამ დაგავიწყდებოდა თუ არა, მაშინვე მოგიცავდათ ძალუმი და წარუვალი სურვილი კვალად იმისა გახსენებისა. არც არასოდეს ყოფილა, რომ ყოველ სულს მსწრაფლწარმავალი ემოციისა ან ჩხუბის მერე დაეტოვებინოს რამე ალი-კვალი მისი სახის სარკეზე ოღონდ ეს სარკე, როგორც ეს სარკეს შეეფერება, არ იტოვებდა ემოციის ნაკვალევს, იმწუთასვე წარიხოცებოდა, გაივლიდა ეს ხასიათი თუ არა. ხშირად ამბობდა სამოქალაქო პირების ადგილი ომში არ არისო (ალბათ მიღმიერი აზროვნება იტაცებდა). (ამ გახსენებიდან 11 თვის შემდეგ სხვა სამყაროს მოქალაქე გახდა). არის საგნები, რომელზეც გამოწვილივით საუბარი სასიამოვნოა მაგრამ არა ასეთებზე.

ნახვა: 169

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ყინვის მოლოდინი, პოლიტიკური ტემპერატურა საკრებულოში, სასამართლოსა და ომბუდსმენთან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2020.
საათი: 11:45pm 2 კომენტარი

      იანვარში ზამთარმა კუდი იმდენად მოიქნია, რამდენადაც საშინელი ყინვა, ქარი და სიცივე გაუჯდა ძვალ-რბილს, თოვლი და წყაპი არ გვაქვს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 25-27 იანვარს ყინვაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემაო. ტემპერატურამ ძალიან აიწია ბარში - მაღალი ტემპერატურის თემები - მაღალი ჩინის ოჯახის წევრობა, მოზარდების ზრდასრული დანაშაული, ნაცემი დეპუტატი, ძვირი რეკლამა და კონგრესმენების ახალი…

გაგრძელება

კონგრესმენის კრიტიკა, ჩინური ვირუსი და ხორავას ქუჩაზე დაპირისპირებულები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 23, 2020.
საათი: 11:30pm 5 კომენტარი

      ჩვენი სწრაფვა დასავლეთისკენ იმდენად დიდია, რომ საკმარისია რომელიმე კონგრესმენმა 535_დან, რამე დაწერს ჩვენზე, მთელი დღის მეინსტრიმი სწორედ კონგრესმენის წერილს ეძღვნება - ასე იყო დღესაც, როდესაც კონგრესმენისგან კრიტიკული წერილი დავიმსახურეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. დღის ამბებში აქტიურად დაბრუნდა სარალიძე-კალანდიების ამბები, ასევე, ავსტრალიიდან უკვე ჩინეთში გადავიდა მსოფლიო ყურადღება და ამჯერად ახლადგამოჩეკილი ვირუსის…

გაგრძელება

მონატრება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2020.
საათი: 5:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (დასასრული)

      უკვე მერამდენედ ვინატრე გველთან საუბარი... სიზმრად ნანახმა ფრინველ-ღრუბელმა ძალიან დამაფიქრა.

      უპირველეს ყოვლისა, იმის შესახებ ვკითხავდი, თუ რად განშტოვდა სიზმარ-ცხადი ამ ზომამდე, რომ ხანდახან სრულებითაც აღარ ჰგვანან ერთმანეთს.

      თუნდაც ის საშიშარი ფრინველ-ღრუბელი ვთქვათ, სიზმარში რომ ვნახე... ფრინველ-ღრუბელის მსგავსი არსება,…

გაგრძელება

პოლიტიკოს ქალთა დაპირისპირება და ევროპარლამენტარების კითხვები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2020.
საათი: 7:00pm 3 კომენტარი

      დღის მთავარი ამბავი, ერთმნიშვნელოვნად, ომბუდსმენისა და მინისტრ წულუკიანის საპარლამენტო გამოსვლები და დაპირისპირება გახლდათ. კომპეტენცია, ცოდნა, საქმიანობა, რეფორმები, პრობლემები - ეს ის საკითხებია, რომლებსაც ეს ორი ქალბატონი დიდის მონდომებით უწუნებდა ერთმანეთს. დღის ერთ-ერთი ხმაურიანი თემა შორიდან, ევროპარლამენტიდან ისმოდა - პარლამენტარებმა კრიტიკული კითხვებით, შეფასებებით დახუნძლეს ქართული წარმომადგენლობა. კალაძი ისევ თბილისის ტრანსპორტსა და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters