activity, bloc, facebook, internet activity, matrix, networking, qwelly, qwellyblog, qwellypost, social activity, social network, გალობა, ინტერნეტ აქტივობა, ინტერნეტ სივრცე, კონკურსი, კულინარია, ლაშა ჩილინდრიშვილის ბლოგი, მატრიცა, მცხეთა, სოციალური აქტივობა, სოციალური ქსელები, ქველი, ქველიბლოგი, ქველინარია, ციფრული აქტივობა

სტილი არაორიგინალური, რადგან სხვისია.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ ილიაუნი, მაგრამ როდესაც ილიაუნისთვის დაპოსტვას გთხოვთ, თქვენ გარბიხართ.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ კულინარია, მაგრამ საკუთარ რეცეპტებს არასდროს უზიარებთ სხვას.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მცხეთა, მაგრამ თუ შანსი გექნებათ თბილისში იცხოვრებთ, იმუშავებთ, ბიზნესს დაიწყებთ და მხოლოდ მცხეთის ფოტოებს გააზიარებთ.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მცხეთა და მცხეთელები, მაგრამ... უბრალოდ სამსახურში ასე ითხოვენ.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ თქვენი ქალაქი, თქვენი კუთხე, მაგრამ არ უყვებით სხვებს მათ შესახებ.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ თქვენი ტაძრის მრევლი, მაგრამ მათ ჩვენ არ ვიცნობთ.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ გალობა - მაგრამ საკუთარ გუნდზე არ წერთ რამდენიმე წინადადებას.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ სოციოლოგია, მაგრამ სოციოლოგიისგან მხოლოდ გამორჩენას ელით.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მეცნიერება, მაგრამ არასოდეს უზიარებთ სხვას თქვენს სამეცნიერო ცოდნას / შრომას.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ საქართველო, სამშობლო და ქართული სული, მაგრამ Facebook მაინც უკონკურენტოა.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ ადამიანები, მაგრამ სამყარო "კონკურსია."

• თქვენ ამბობთ, რომ სასარგებლო რამე-რუმეების კითხვა გიყვართ, მაგრამ ახლა ჩემს ბლოგპოსტს კითხულობთ.

• და ბოლოს (თორემ სია იმაზე ვრცელია ვიდრე წარმოგიდგენიათ), მე მეშინია გკითხოთ:

გიყვარვართ?!

ნახვა: 625

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ვირტუალი, ინტერნეტი, ქველი, ღირებულებები

ლაშა: ივნისი 11, 2016||9:50pm

ტყუილის მიმართ განსაკუთრებული ანტიპათია გაქვს როგორც ჩანს (( ან პირიქით - ასაკრალურებ :D

მარიამ ბექაური: ივნისი 11, 2016||11:00pm

შენი აზრით :)))))

ლაშა: ივნისი 13, 2016||12:17am

მარი ბექაური, თავს შევიკავებ პოზიციის დაფიქსირებისგან :D 

მარიამ ბექაური: ივნისი 13, 2016||12:43am

მარტივი გამოსავალი :))))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კანონიერების გამოკვლევა, დაპირისპირება დმანისში და ბერობიდან განყენება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2021.
საათი: 11:16pm 0 კომენტარი

      უპირველესად გილოცავთ ღმრთისმშობლის შობას. დღის მთავარი პოლიტიკური ამბები კი უკავშირდება საარჩევნო დებატებს. დღეს მეინსტრიმში იყო ასევე სისხლიანი ბანერები, დმანისში არეულობა, ფარული ჩანაწერების კანონიერება თუ უკანონობა, მგზავრობა თბილისში და სივერაგე ოკუპაციაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1163 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

Qwelly World

free counters