სტილი არაორიგინალური, რადგან სხვისია.
• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ ილიაუნი, მაგრამ როდესაც ილიაუნისთვის დაპოსტვას გთხოვთ, თქვენ გარბიხართ.
• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ კულინარია, მაგრამ საკუთარ რეცეპტებს არასდროს უზიარებთ სხვას.
• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მცხეთა, მაგრამ თუ შანსი გექნებათ თბილისში იცხოვრებთ, იმუშავებთ, ბიზნესს დაიწყებთ და მხოლოდ მცხეთის ფოტოებს გააზიარებთ.
• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მცხეთა და მცხეთელები, მაგრამ... უბრალოდ სამსახურში ასე ითხოვენ.
• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ თქვენი ქალაქი, თქვენი კუთხე, მაგრამ არ უყვებით სხვებს მათ შესახებ.
• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ თქვენი ტაძრის მრევლი, მაგრამ მათ ჩვენ არ ვიცნობთ.
• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ გალობა - მაგრამ საკუთარ გუნდზე არ წერთ რამდენიმე წინადადებას.
• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ სოციოლოგია, მაგრამ სოციოლოგიისგან მხოლოდ გამორჩენას ელით.
• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მეცნიერება, მაგრამ არასოდეს უზიარებთ სხვას თქვენს სამეცნიერო ცოდნას / შრომას.
• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ საქართველო, სამშობლო და ქართული სული, მაგრამ Facebook მაინც უკონკურენტოა.
• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ ადამიანები, მაგრამ სამყარო "კონკურსია."
• თქვენ ამბობთ, რომ სასარგებლო რამე-რუმეების კითხვა გიყვართ, მაგრამ ახლა ჩემს ბლოგპოსტს კითხულობთ.
• და ბოლოს (თორემ სია იმაზე ვრცელია ვიდრე წარმოგიდგენიათ), მე მეშინია გკითხოთ:
გიყვარვართ?!
ფოტოზე ბინარული კოდია თუ თექვსმეტობითი? :D
ავღნიშნავ მესამე პუნქტს!! დიდ ჭეშმარიტებას შეიცავს, მინახავს უამრავი მცხეთელი ბიზნესმენი :DD
ბინარულია კახა, ბინარული. :D
კარგია თუ ორობითია, უფრო ადვილად მოგვარდება ეს საქმე :D
ბოლო შეკითხვა რიტორიკულია თუ გულის სიღრმესი ელოდები პასუხს? ისე მაინც და მაინც არა მგონია ბევრი დაგეთანხმოს. დიდი გულისტკივილია ჩადებული
კახა ვითომ ორობითობა წყვეტს მოგვარების ამბებს? ღმერთმა გისმინოსთქო დავწერდი მაგრამ თავს შევიკავებ :D
რიტორიკულია, მაგრამ გულის სიღრმეში ველოდები პასუხს. რაზე არ უნდა დამეთანხმონ ნათია?
უკაცრავად, სიყვარულთან და Qwelly-სთან რა შუაშია ე.წ. უკონკურენტო Facebook?
უმოქმედობაზე.. და ბოლო კითხვის პასუხი მგონი მაგ კითხვის ზევით წერია
ანუ ჩემ ბლოგ პოსტს კითხულობენ ამიტომ და ეს მოწმობს სიყვარულზე? რა ცოტა ადამიანს ვყვარებივარ (((
უმოქმედობაზე არ ვიცი, რა გიპასუხო?!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 25, 2021.
საათი: 10:47pm
0 კომენტარი
1 Like
მას შემდეგ რაც რეგულაციების შემსუბუქება თითქმის არაფრის შემსუბუქებას ჰგავდა არაერთი აქცია დაიგეგმა და ზოგიერთ ჩატარდა კიდეც. განსაკუთრებული ხალხმრავლობით არა, მაგრამ მაინც. ოპოზიციის შიგნით კვლავ არეულობა და აულაგებლობაა. NDI-მ ახალი კვლევა დადო. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 253816, გუშინ დილის შემდეგ - 298; გამოჯანმრთელებული - 243396, გუშინ დილის შემდეგ - 1311; გარდაცვლილი - 3071, გუშინ დილის შემდეგ - 16; კარანტინის…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2021.
საათი: 10:28pm
1 კომენტარი
5 მოწონება
ამერიკის პრეზიდენტის არჩევა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მთლიანი პროცესს, არჩევნებში გამარჯვებიდან მმართველობის გადაბარებამდე, მედიის თვალი არ სცილდება და მედიას მიჩერებული საზოგადოებაც ეხვევა ამ ინტერესის საბურველში. ცხადია, პრეზიდენტების სამუშაო სივრცეც იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, მითუფრო რომ ამ კაბინეტში ყოფნა 4 წლის (შესაძლოა 8 წელიც) მანძლზე მოუწევს, ამიტომ პრეზიდენტები ისე აწყობენ სამუშაო ოთახს, როგორც მათ გემოვნებასა…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
5 მოწონება
დავაში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი გვაქვს - რუსეთს მოვუგეთ. მართალია ომიც მოვუგეთ 2008-ში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მოგვიგია. ახლა კი სტრასბურგში მოვუგეთ - უზენაესი სამართლის სახელით მოღვაწე ამ ორგანიზაციაში. ქვეყანა ამ გამარჯვებას ზეიმობს, იქით კოვიდის ვაქცინაციას იწყებს, აქეთ ელიაშვილის ოპოზიციონერობას განიხიავს. მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის გამოძიებაც დასრულდა. ბაიდენი - პრეზიდენტია! რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2021.
საათი: 10:30pm
3 კომენტარი
5 მოწონება
როცა შიდა ამბებში აქტიურობა კლებულობს, გარედან მეტი ნიუსი ისმისო, უთქვამთ. ასე იყო დღესაც - ნავალნის რუსეთში ჩასვლა და მისი დაპატიმრება ჩვენი პოლიტიკური ამბების ნაწილიც გახდა და შეფასებებიც ისმოდა ქართულ ინტერვიუებში. ქვეყნის შიგნით ელისაშვილის და გირჩის დამეგობრების და დანარჩენ ოპოზიციასთან კინკლაობის ამბავია. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 247915, გუშინ დილის შემდეგ - 110; გამოჯანმრთელებული - 234636, გუშინ დილის შემდეგ…
© 2021 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია