qwelly | history | ისოტირა და აპოკრიფები | ისტორია | ჩანაწერები
   წიგნის დიდი ნაწილი XIII საუკუნეში მცხოვრები დომინიკანელი იერონიმუსის თეორიის განხილვაა. რა თქმა უნდა, მკაცრი აზრით, ეს თეორია იერონიმუსს არასდროს დაუწერია. რიჩარდი მის რეკონსტრუქციას აკეთებს შარტრის სააბატოში 1956 წელს ნაპოვნ „ბრიტანელების ისტორიის“ მინდვრებზე მინაწერებიდან. პრინციპში, როგორც წიგნიდან ირკვევა, ამ თეორიის იერონიმუსისადმი მიკუთვნებაც ჰიპოთეზაა. რიჩარდი მის ავტორობას შარტრის სააბატოში მყოფი ბერების ცხოვრების და მათ შესახებ შემორჩენილი დოკუმენტების ანალიზით ახდენს. იერონიმუსი ერთადერთი იყო, ვისაც შარტრის სააბატოს ბიბლიოთეკაში „ბრიტანელების ისტორიაზე“ კომენტარების მიწერა შეეძლო. როგორც ირკვევა, იმ პერიოდში (1235-1400 წლებში) საბატოში მყოფ ბერთაგან იერონიმუსი ერთადერთი იყო, ვისზეც დასტურდება, რომ მას ჰქონდა მიღებული ისეთი განათლება, რომელიც გამართული ლათინურით მინაწერების კეთების საშუალებას მისცემდა. 

   დავუბრუნდეთ რიჩარდის მიერ რეკონსტრუირებულ თეორიას. იერონიმუსის მიხედვით, ისტორიის წერა ღმერთის ბაძვის საუკეთესო საშუალებაა: დროში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გონების ილუზიაა და შემთხვევითია. სინამდვილეში ღმერთი ყოველ მომენტში ქმნის ახალ სამყაროს, რომელსაც თავისი წარსული და მომავალი აქვს. შესაბამისად, ისტორიის წერა არის ქმნადობის უმცირესი შემთხვევის კოპირების მიწიერი ანალოგი. ისტორიის წერით ჩვენ მაქსიმალურად ვუახლოვდებით საღვთო საქმეს, – ამბობდა იერონიმუსი, რადგანაც ვიმეორებთ დროის საღვთო ქმნადობის პროცესს. ამიტომ ისტორიის (ქრონიკების) წერა საღვთო საქმეა. სულერთია, რაზე იწერება ისტორია. მთავარია, რომ ის იწერება/აღიწერება, როგორც წარსულისა და მომავლის მდინარების გამაერთიანებელი და დამფუძნებელი ხდომილება.
   მაგრამ ღმერთი არ გვიყურებს, როგორც საკუთარი ქმნადობის უბრალო ელემენტებს. რაკი ვუყვარვართ, ის საშუალებას გვაძლევს, ჩავერთოთ ქმნადობის პროცესში მასთან ერთად. ღმერთმა ერთხელ მოგვცა საშუალება, თვითონ აგვერჩია, როგორ წარსულსა და მომავალში გვინდოდა ცხოვრება. ამ ერთადერთ შემთხვევად იერონიმუსს აპოკრიფული სახარებების ამბავი მიაჩნია: სახარებების კანონიკური კრებულის შესახებ მსჯელობა II საუკუნეში დაიწყო (ირენეუს ლიონელის მიერ) და დასრულდა V საუკუნეში, ინოსენტ I-ის პაპობის დროს. ჩვენ ოთხი საუკუნე გვქონდა საიმისოდ, რომ საკუთარი წარსული და მომავალი აგვერჩია – ამბობს ერთ-ერთ მინაწერში იერონიმუსი. მიღებული არჩევანი არც კარგია და არც ცუდი. ის განსაზღვრავს ჩვენი სამყაროს შემდგომ გზას, ჩვენს წარმოდგენებსა და სურვილებს, ასევე ჩვენს განწყობებს და მსოფლმხედველობებს.
რას გულისხმობს „ჩვენი წარმოდგენების განსაზღვრაში“ იერონიმუსი, რამდენიმე ათეული გვერდის შემდეგ გაკეთებული მინაწერით ირკვევა: არჩეულ ოთხეულში რომ ყოფილიყო იუდას სახარება, სადაც იუდა ქრისტეს გასაცემად წილისყრით აირჩიეს ქრისტეს მოწაფეებმა ქრისტეს მითითების თანახმად, ჩვენი სამყარო დღეს უფრო სხვანაირი იქნებოდა, ვიდრე ახლა ვიცით. ეს არ იქნებოდა სამყარო, სადაც, მაგალითად, ერთგულ მოწაფეებს/მეგობრებს შორის, როგორც წესი, ერთი მოღალატე აღმოჩნდება. პირიქით, გვეცოდინებოდა, რომ ჩვენი სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ერთგული მოწაფეებიდან მეგობრებიდან ყველა მზად არის, თავი შესწიროს იდეას და იმ მომავალს, რომლისაც სჯერა.
   რიჩარდი წერს, რომ ვერსად იპოვა ვერც იუდას ეს სახარება და ვერც მასზე მინიშნება. აპოკრიფული სახარებების არც ერთ კრებულში მსგავსი ისტორია არ არის მოთხრობილი. იუდას ამ უცნობ სახარებაზე მსჯელობისას რიჩარდი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია იუდას სახარების ეს ვერსია იერონიმუსსაც გაგებული ჰქონდა და თვითონ არ უნახავს, რადგან მისი კვალი შუა საუკუნეების ევროპულ წყაროებში არ იძებნება.
წიგნის ბოლო ნაწილში რიჩარდი მიმოიხილავს შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ისტორიკოსების წიგნებს. აღწერს მათ, როგორც ქმნადობის წამიერი აქტის გამეორებას, რომელიც შექმნისთანავე ორი მიმართულებით – წარსულში და მომავალში იშლება: ყოველი კარგი ისტორიკოსი აღწერილ ისტორიულ ფაქტს უკავშირებს თანამედროვეობას და, ბუნებრივია, გამოჰყავს ის წარსულიდან. თანამედროვეობასთან კავშირი კი ყოველი კონკრეტული დაწერილი ისტორიისათვის მნიშვნელოვანია, თუკი იერონიმუსის თვალსაზრისით შევხედავთ. ბუნებრივია, ამბობს რიჩარდი, ვერც ერთი ისტორიკოსი ვერ გაექცევა საკუთარ გარემოსთან მისი კვლევის კავშირს. ცნობილია, რომ „ისტორიოლოგია“ ამ კავშირს ისტორიის მეცნიერებისათვის დაუძლეველ სისუსტეს უწოდებს. მაგრამ კარგ ისტორიკოსს ეს კავშირი გაცნობიერებული აქვს და ამ, ისტორიკოსისათვის ხელისშემშლელ და დაუძლეველ, სისუსტეს საკუთარი ისტორიის გამდიდრებისა და ღმერთთან დაახლოებისათვის იყენებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ღმერთისგან მონიჭებული უნარი ჩვენ მიერ სისუსტედ აღიქმება და პირიქით. ისტორიის წერის შემთხვევაში, ის, რაც ჩვენ სისუსტე გვგონია, არის ჩვენი შესაძლებლობა, ღმერთის მაქსიმალური მიბაძვა განვახორციელოთ. ესეც იმის დადასტურებაა, რომ ღმერთს ვუყვარვართ: მხოლოდ მას, ვინც უყვარს, მისცემდა ღმერთი თავისი უნარის ანალოგიურს.
   მაგრამ, – ამბობს რიჩარდი, – ღმერთის სამყაროში ყოფნის არც ერთი საბუთი არ არის ისე ცხადი, როგორც სახარებების ისტორია. მან ჩვენ მოგვცა ჩვენი წარსულისა და მომავლის განვითარების რამდენიმე ვერსია. ავირჩიეთ ის, რომელშიც ვცხოვრობთ. მაგრამ ეს არ არის საუკეთესო არჩევანი. ასე რომ იყოს, აპოკრიფები გაქრებოდა და აღარ გვემახსოვრებოდა. სახარების აპოკრიფული ვერსიები დარჩა ჩვენს სამყაროში იმისათვის, რომ გაგვახსენონ გზა, რომელზეც უარი ვთქვით, ვწუხდეთ ამის გამო და არასოდეს შეგვიპყროს თვითკმაყოფილებამ, რომ საუკეთესო სამყაროში ვცხოვრობთ.

ნახვა: 612

ტეგები: qwelly, აპოკრიფი, ისტორია, მწერალი, ჩანაწერი, წიგნი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

შეზღუდვების შემცირება და აქციები მელიას დასახსნელად

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:09pm 0 კომენტარი

      ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…

გაგრძელება

ნიკა მელია დააკავეს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm 3 კომენტარი

      დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…

გაგრძელება

ნდობა ახალი მთავრობისთვის

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 22, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დღის მთავარი ამბავი ალბათ სხვა ვერც იქნებოდა - დღეს, პარლამენტმა კიდევ ერთი ახალი მთავრობა დაამტკიცა. აწ უკვე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მთავარობა წარადგინა და პარლამენტისგან თანხმობა მიიღო. ასევე, დღეს ოპოზიციის აქციები გაიმართა. თებერვლის მომდევნო დღეები ისევ ნალექიანი იქნებაო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268502, ბოლო დღე-ღამეში - 147; გამოჯანმრთელებული - 262244, ბოლო დღე-ღამეში - 607;…

გაგრძელება

პოპ კულტურის სკულპტურა პარიზში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: თებერვალი 21, 2021.
საათი: 11:07pm 1 კომენტარი

      მთელი მსოფლიოს სკულპტუროლოგია ამაყოფს მრავალფეროვანი და მრავალმხირივი შედევრებით, მაგრამ როგორც წესი ძეგლებს უდგამენ საზოგადო მოღვაწეებს, მეფეებს, პრეზიდენტებს, გმირებს, სახელოვნებო დარგის წარმომადგენლებს - პოეტებ, მწერლებს, მომღერლებს, მხატვრებს, თავად სკულპტორებს. მხედართმთავრების და ჯარისმთავრების ძეგლებიც არაა იშვიათობა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი ბლოგი და მისი სტუმარი ცოტა განსხვავებულად ხედავს სამყაროს. წარმოიდგინეთ მსოფლიოს ერთ-ერთი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters