იუბილარი პატრიარქი, ტერორიზმი და ახალგაზრდა პანკისელი, მართვის მოწმობა და აჯანყება ირანში, ამერიკასა და ევროპაში

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე 85 წლის გახდა. მივულოცავ და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. როგორც წესი, პატრიარქის დაბადების დღეზე მიღებები იმართება, თუმცა დღეს, საპატრიარქოში ტრადიციული საყოველთაო მიღება არ გაიმართა (წაიკითხეთ, პატრიარქის შესახებ). დღესვე მნიშვნელოვანი თემები ეხებოდა მართვის მოწმობებს და ტექდათვალიერებას, პანკისელ ახალგაზრდას და ირანის არეულობას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 4 იანვარი, 2018/

      პატრიარქის იუბილე - გიორგი კვირიკაშვილი - ნამდვილად ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო პატრიარქს 85 წლის იუბილეს ულოცავს. მანანა შეროზია - თვითონ უწმინდესმა თქვა, რომ არ არის მისი დაბადების დღის ზარ-ზეიმით აღნიშვნის დრო და საშუალება. პატრიარქის ექიმი - უწმინდესს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ექიმების რჩევით, დაბადების დღესთან დაკავშირებული მიღების მასშტაბი შევზღუდეთ. პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიბლიის უნიკალური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. გია შარვაშიძე - ბიბლიის ორტომეულის გამოცემა ქართველი მეცნიერების 60-წლიანი შრომის შედეგია. გიორგი მარგველაშვილი - გმადლობთ თქვენო უწმინდესობავ ამ საოცარი მაგალითისთვის, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს. დიმიტრი ხუნდაძე - პატრიარქმა თავისი ცხოვრებით ახალი ეპოქა შექმნა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ავარეპისკოპოსი ეფრემი - პატრიარქი კარგად გრძნობს თავს, შობას სამების ტაძარში იქნება, სადაც გავრცელდება მისი საშობაო ეპისტოლეც. ირაკლი კობახიძე - 40 წლის წინ განსაკუთრებული მადლი გვხვდა წილად, როდესაც ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი ილია მეორე გახდა. პრემიერი პატრიარქს - თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა, სასიცოცხლო აუცილებლობა. სერგო ვარდოსანიძე - პატრიარქის 41-ე საშობაო ეპისტოლე ჩვენი ერის ცხოვრებასა და უწმინდესობის მოღვაწეობაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით "ბიბლია - საღმრთო წიგნების კრებული" გამოიცა. დავით გაბაიძე - ყველა ძნელბედობის ჟამს უწმინდესი და უნეტარესი სამშობლოსა და ხალხის ფარად იდგა. კახა კალაძე - შეუფასებელია პატრიარქის 40-წლიანი ღვაწლი საქართველოში სულიერების გაძლიერებასა და ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებაში. ილია მეორე - თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი ამ სიმძიმეს.

      სიახლეები მძოღლთათვის - 2006 წლამდე გაცემული მართვის მოწმობების შეცვლამ პირველ აპრილამდე გადაიწია. შსს-ს მომსახურების სააგენტო - მოვუწოდებ ყველას, მოვიდნენ მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში და შეცვალონ 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები. შეცვლის პროცედურა მარტივია - წარმოადგენთ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, მართვის მოწმობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას და საფასურის გადახდის ქვითარს. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია ვებ-გვერდის pti.ge მეშვეობით

      საქმე სახელით „პანკისელი ახალგაზრდა“ - დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ექსპერტიზაში უკვე ჩაერთო. ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, თუმცა გასული დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრი გაუარესება არ ყოფილა. მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფოს მისი შვილის გადასაყვანად კლინიკები ავსტრიაში, ისრაელსა და გერმანიაში აქვს შერჩეული. მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემ შვილსაც ექნებოდა ბევრი შეკითხვა, მაგრამ უმისამართო ტყვიამ დაადუმა, მე ამას სტრასბურგამდე მივიყვან და სიმართლეს დავადგენ. ზაზა ლურსმანაშვილი - თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირებისას გარკვეული რისკები არსებობს. თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია - მივმართავ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მიხედონ ჩემს შვილიშვილს ისე, როგორც საჭიროა. ექიმი - შეხვედრა იყო თურქეთის კლინიკის მენეჯერთან, რომელმაც მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობაზე ინფორმაცია ითხოვა, 48 საათში რაღაც ინფორმაციას მოგვაწვდიან. მექა ხანგოშვილი - ხეობაში მოსახლეობა ერთსულოვნად ემიჯნება ტერორიზმს, თუმცა ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია. უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე - სუს-ის მიერ ჩვენთვის ნაჩვენებ ვიდეოში მხოლოდ ახალგაზრდების მაღაზიაში გადაადგილებისა და მობილური ტელეფონების ყიდვის კადრებია ასახული. სუს-მა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სუს-ის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ე.წ. მწვანე ზოლთან პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულმა ზურაბ გორნაკაშვილმა მიიყვანა. თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია - სუს-ის მიერ გავრცელებული კადრები არაფერს ამტკიცებს - დარწმუნებით ვამბობ, თემირლანს ჩატაევთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ირაკლი სესიაშვილი - სუს-ის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვს, რომ ეს ადამიანები მაღალი ალბათობით ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ საქმიანობაში. მექა ხანგოშვილი - დარწმუნებული ვარ, თემირლან მაჩალიკაშვილს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ეს პირები აჰმედ ჩატაევის თანამებრძოლები არიან.

      გარიგებული კალათბურთი - კალათბურთში გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩაწყობილი მატჩების საქმეზე დაკავებულ მწვრთნელ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია უტარდება. გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული მსაჯის ადვოკატი - ფარულ ჩანაწერებში ბრალდებულები გარკვეულ პირებზე საუბრობენ, თუმცა ეს საუბრები ბუნდოვანია. გარიგებული მატჩების ბრალდებით დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა - მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

      ღვინის ექსპორტი - ღვინის ეროვნული სააგენტო - 2017 წელს ექსპორტირებულია რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინო.

      რუსული ბუნებრივი აირის გარეშე - ეკონომიკის მინისტრის 28 დეკემბრის ბრძანებით, 2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს.

      გადასახადით უკმაყოფილო გორელები - გორის მოსახლეობის ნაწილი „სოკარის“ ადგილობრივი ოფისის დირექტორის კაბინეტში შეიჭრა.

საზღვარგარეთულები:

      ფენომენი ტრამპი - სტივ ბენონს არაფერი აქვს საერთო ჩემს პრეზიდენტობასთან, როდესაც ის გააგდეს, მან არა მარტო სამსახური, არამედ ჭკუაც დაკარგა.

      ხანძარი ძველ პრეზიდენტთან - ბილ და ჰილარი კლინტონების სახლში ხანძარი გაჩნდა.

      საფრანგეთი - ემანუელ მაკრონი „ფეიქ ნიუსებთან“ ბრძოლას იწყებს. საფრანგეთის პრეზიდენტი - ირანზე ზეწოლის გაძლიერება საჭიროა, მაგრამ მოლაპარაკებები არ უნდა შეწყდეს.

      დამოუკიდებელი ირანი?! - ირანის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრე - მსურს, რომ ირანელებმა თავად განსაზღვრონ თავიანთი ბედი. ირანში ანტისამთავრობო მანიფესტაციების ორგანიზების ბრალდებით ევროპული ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში აშშ-ის წინააღმდეგ საჩივარი წარადგინა. მაიკ პენსი - აშშ-ის მხარდაჭერა ირანის ქალაქების ქუჩებში ადამიანებს იმედს აძლევს და ვაპირებთ მხოლოდ სიტყვიერად არ დავეხმაროთ. აშშ გაეროში - გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენლობამ მიღებაზე იმ ქვეყნებს უმასპინძლა, რომლებმაც იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ანტიამერიკულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მოსკოვი ვაშინგტონს აფრთხილებს, ირანის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს.

      იქვე, აღმოსავლეთში - „კომერსანტი“ - სირიაში, რუსულ ავიაბაზაზე, ისლამისტებმა 7 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.

      სიკვდილით დასჯის კრიტიკა - ევროკავშირმა ისრაელის პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გააკრიტიკა, რომელიც ტერორისტების სიკვდილით დასჯას ეხება. ისევ ისრაელი - ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით ავიადარტყმები განახორციელა.

      უკრაინა გაეროს მფარველობით - ზიგმარ გაბრიელი - აუცილებელია დონბასის მთელ ტერიტორიაზე არსებობდეს გაერო-ს ძლიერი და შეიარაღებული მისია.

      ჩრდილოეთ კორეის პრობლემა - იაპონიის პრემიერი - ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთთან და ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობას გავაგრძელებთ. შინზო აბე - იაპონია უსაფრთხოების კუთხით ასეთი საფრთხის წინაშე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მდგარა.

      კრიტიკა ამერიკას - ფედერიკა მოგერინიმ აშშ-ს მიერ კუბის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგოს პოლიტიკა გააკრიტიკა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 247

ტეგები: qwellynews, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters