ქართული საზოგადოება, ძირითადად, პრობლემად აღიქვამს იმას, რასაც თვალით ხედავს, რაც ვიზუალურად გამოიხატება. მაგალითად: ის თვლის რომ ძალადობა პრობლემაა, თუმცა დიდი ალბათობით, გულისხმობს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას, რადგან ფსიქოლოგიური მისთვის უცხოა და არც გაუაზრებია ის შედეგები, რასაც ფსიქოლოგიური ძალადობით ვიღებთ. ის თვლის რომ სიღარიბეც პრობლემაა, რადგან ხშირად ხედავს ქუჩაში ხელგამოწვდილ ადამიანებს.

      როცა პრობლემაზე ვსაუბრობთ, ძირითადი აქცენტები ისმება გარემოზე, ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოების წევრების, საერთო ჯამში კი, თავად საზოგადოების აზრის ფორმირებაზე.

      ჩემი აზრით, ხშირად უგულებელყოფილია, ჩვენს ქვეყანაში, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესში და ეს არის აღზრდა.

      რატომ ვთვლი მას სოციალურ პრობლემად? - ჩვენი ქვეყნის რეალობაში, სადაც უფროსი "ყველაფრის მცოდნეა", ქვეყანაში სადაც ბავშვის აზრი, ძირითადად, არ აინტერესებთ, ქვეყანაში, სადაც დასჯა და ცემა ნორმაა, სადაც წახალისება უცხო ხილია, შეუძლებელია აღზრდა პრობლემა არ იყოს. ბიჭებს ზრდიან მოძალადეებად, რადგან ეშინიათ სხვამ არ დაჩაგროს. გოგოებს ზრდიან ბიჭზე დამოკიდებულ არსებად, რომელიც "პატრონს უნდა ჩაბარდეს". ძალადობა წახალისებულია ქუჩაში,ცივილურად მოგვარებული დავები, კი რატომღაც, სირცხვილად ითვლება. კიდევ ერთი პრობლემა, ალკოდამოკიდებულება და ნარკოდამოკიდებულება, აღვივებს აღზრდის ისედაც ძალადობრივ ფაქტორებს. ყველას ავიწყდება, რომ ერთ დროს თავად იყო ბავშვი, მოზარდი, ავიწყდება ის ფიქრები და შეგრძნებები, რასაც განიცდიდა. ასეთ გარემოში აღზრდილი ადამიანი ან მსხვერპლია ან მოძალადე და ისევ წრეზე მივდივართ... არა კავკასიაურზე, არამედ რაიმე სხვა სახის, რომლის ამოცნობის პროცესიც ახლაა.. ხოდა იქნებ ამოვიცნოთ.

ნახვა: 263

ტეგები: Qwelly, აღზრდა, ბლოგი, პრობლემა, ფსიქოლოგია, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

საერთო კანდიდატის გამონახვა და ცვლილებების დამტკიცების პრობლემა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2020.
საათი: 11:11pm 1 კომენტარი

      ივნისის სითბო ქარმა და წვიმა-გრიგალმა გადაფარა, მაგრამ ხვალ ისევ გამოიდარებს. პოლიტიკური ასპარეზი და ნიუსები სრულად ეთმობა არჩევნებისთვის სამზადისს და კანონპროექტის დამტკიცებას. ოპოზიციას კანდიდატის პრობლემები აქვს, მთავრობას კანონპროექტის მიღების, რურუას თორაძეების საქმის და ჯანდაცვის მინისტრის დროის გამონახვის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 ივნისი, 2020

      კოვიდ-ამბები - მარინა ეზუგბაია - ინფექციურ…

გაგრძელება

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

Qwelly World

free counters