ალანს გარკვეული შეხედულებები გააჩნდა იმ მოვლენებზე რომელიც მეტ ნაკლებად მას ეხებოდა და მსოფლიოსაც ცხადია, ადამის ჟამიდანვე ხოხვითი სისტემის გამო ჭეშმარიტებათა მეტი წილი მიუღწეველი და გამოუკვლეველი რჩებოდა(შეიძლება დარჩა კიდეც), რაკიღა, წარმოსახვაზე მიმძლავრება იყო ისეთი ბოროტება(როგორც ჩანს ჩამოთვლისგან თავი შეიკავა), კვლევის ძველი მეთოდების ნამეტანი ძიძაობით რომ ვერ შეიცვლებოდა. ეს აერმანელები, ფრანჩები, ინგლიჩელები, და ამერიქელები (ევროპა და ოკეანეთია არ გაგიკვირდეთ) ცდებოდნენ მსგავსად იმ ჭკუისკოლოფისა, რომელიც გაიძახის: უკეთ რომ დავინახო, ახლოდან უნდა შეხედოო საგანსო. წვრილმანებით იბრმავებდნენ თვალს.მსჯელობდნენ და, მათი ფაქტები ხშირად არ იყო მხოლოდ ფაქტები. ეს კიდევ არაფერია, მაგრამ ასე ამტკიცებდნენ, რაკიღა ჩანს, ფაქტი ფაქტია და კიდევაც უნდა იყოსო ფაქტი. ჯიუტის გზით მოარულთათვის მათი სავალი ჩანდა ჯიუტის გზაზე უფრო მრუდი, ანტიპოდები არ არსებობენ ესეც ისევ ჩვენ მოვიფიქრეთ. კაცს შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს შეცნობის უნარი, ფრიად საზრიანად დაამატა ფიქრებში გართულმა. უკვე დიდი ხანია მოვიძულეთ ყველა გზა სწავლისთვის ან რამის გასაგებად გარდა უსაქმურობისა კვლავ აღნიშნა თეორეტიკოსმა. ასტრონომიული გართობა ამ ღამითაც არ დაგვიკლია. მშვენივრად ჩანდა ნეპტუნის ასტეროიდი და დიდად გაგვიტაცა ვეებერთელა საბალავრე ქვის ჩადგმამ მთვარეზე. გასაოცარია აგრეთვე, ხალხს რა იოლად გადააქვთ უზარმაზარი საგნები. 

← დასაწყისი

ნახვა: 91

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ხაზარაძის 12 მეგობარი, სამართლის მცოდნე მოსამართლეები, სპიკერი კონფერენციაზე და მოჩხუბარი დეპუტატი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

      დღეეები უფრო საინტერესოდ ვითარდება პოლიტიკურ სარბიელზე, ვიდრე ამას ჩვეულნი ვართ ახალზაფხულგამოვლილზე. ცხადია, დასვენებულები უფრო აქტიურებიც არიან, მაგრამ ... ერთი სიტყვით, ხაზარაძემ ლელოს გატანა…

გაგრძელება

მზის  დაბადება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 11, 2019.
საათი: 2:00pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ტბორში ვიბანავე, მზეს ვეფიცხებოდი. რა საამურია მზის სხივები, მათბობენ, მეალერსებიან, მზე მათ უხვად…

გაგრძელება

ახალი მთავრობა გახარიას თაოსნობით, მთავარი არხი და აქციები გადადგომის მიუხედავად

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 9, 2019.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ამიტომ არის შემოდგომა ახალი სიცოცხლით სავსე - სულ რაღაც ერთი კვირაა დაიწყო სექტემბერი, ერთი კვირაა ქველინიუსი არ დაწერილა და უკვე მთავრობის ცვლილებაა ჩვენს ქვეყანაში. გახარია გადადგა, მაგრამ…

გაგრძელება

მდინარე

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 9, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - ყური დამიგდე, მინდა რაღაც გითხრა, - ბუტბუტით მეუბნება მდინარე.

      - რა უნდა მითხრა? -…

გაგრძელება

Qwelly World

free counters