აგვისტოს ომის გახსენება, პუტინი აფხაზეთში, მოგზაურობა ევროპაში და ნარკოპოლიტიკა

      ვიდრე ცხელი ამინდები ნარჩუნდება, ცეცხლთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სულ ბოლო ნიუსი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა - მთაწმინდაზე ხანძარია და ძლიერი ხანძარი, უბრალოდ სახანძრო მაქანები ჯერ ვერ ახერხებდნენ ხანძრის ლოკალიზებას, თუმცა შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს და დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება. ტრადიციულად, დღის სხვა ნიუსებიც ბლოკებად:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /8 აგვისტო, 2017/

      როგორც ბოლო ნიუსებში ვწერდით, აგვისტო მძიმე წარსულის თვედ იქცა 2008 წლის შემდეგ, სწორედ დღეს, 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა. ენგურის ხიდთან და ყარაფილასთან რუსულ ოკუპაციას დღეს ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტეს. ამერიკელი ანალიტიკოსი - ე.წ. საზღვრების რეგულარული გადმოწევით, რუსეთი ცდილობს საქართველოს მიანიშნოს, რომ 2008 წლის შემდეგ დამდგარი სტატუს კვო საბოლოო არ არის. აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემად, თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. პარლამენტში ფოტოგამოფენა „ომი ჩვენს ობიექტივში“ გაიმართა. ვენაში ქართველი სტუდენტებისა და ემიგრანტების ორგანიზებით ანტისაოკუპაციო აქცია - "შენს სახლამდე 400 მეტრია" გაიმართა. "ღირსეული პარტნიორი 2017"-ში მონაწილე სამხედროებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს. დიმიტრი ხუნდაძე - გამეორდება თუ არა 8 აგვისტო, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ირაკლი კობახიძე - ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ. ნიუ-იორკში, გაერო-ს შენობასთან საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთის ოკუპაცია გააპროტესტეს. გიორგი კვირიკაშვილი - მთელ საქართველოს გულში უნთია აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის სანთელი. ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციას საქართველოს საკალათბურთო ნაკრები შეუერთდა. პრემიერი - ეს ომი იყო ყველას ტრაგედია, ამიტომ თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს და უნდა შევრიგდეთ. გიორგი მღებრიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა. ლევან იზორია - აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელებს საქართველო არასდროს დაივიწყებს. "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ არ ვცნობთ არანაირ მავთულხლართს, არანაირ თხრილს, არანაირ „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე. ქეთევან ციხელაშვილი - დღეს უნდა დავინახოთ ომის უმძიმესი შედეგები და გავაცნობიეროთ, რომ არც ქართველების, არც აფხაზებისა და არც ოსების ინტერესს არსებული ვითარება არ ემსახურება. კახა კალაძე - საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მავთულხლართებს აქეთ - იქით დარჩენილების საერთო სახლი. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ლინას ლინკევიჩუსი - 9 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი ომის შემდეგ, სამწუხაროდ, გაკვეთილი გამოტანილი არ იყო. საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესიაში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. აჭარის მთავრობის წევრებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთელი დღის განმავლოაბში, სხვადასხვა ქალაქების თუ რაიონების მთავრობებმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულები გაიხსენეს. არ ვიცი ამას რა ეთიკური სიტყვა მოეძებნება და ამიტომ უბრალოდ დავწერ - დიმიტრი მედვედევი - რუსეთი ყოველთვის მზად არის თავისი მოქალაქეები დაიცვას, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა.

      ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. თენგიზ ფხალაძე - პუტინის ჩასვლა აფხაზეთში, ეს არის ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება. მიხეილ ჯანელიძე პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს ”საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის შელახვად” აფასებს. ვიქტორ დოლიძე - ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მაქსიმალურად გონივრულად, არ უნდა ავყვეთ ამგვარ პროვოკაციებს. მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით, აქტიური დიპლომატიური ქმედებებით სამართლიანობას აღვადგენთ. პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა ოკუპაციისა და ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციის მცდელობაა. ქეთევან ციხელაშვილი - პუტინის სოხუმში ვიზიტი ღია გზავნილია, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს და ზრდის ექსკლუზიურ კონტროლს. პუტინის პრესსამსახური აფხაზეთში ვიზიტზე - თუ პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული, ე.ი. ის არ დასტურდება. მამუკა მდინარაძე - ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლო ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ოკუპაცია დღესაც გრძელდება. იანოშ ჰერმანი - საქართველოს სეპარატისტული რეგიონების რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს კანონიერი ძალა არ გააჩნია. "სპუტნიკის" ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, მაგრამ მერე შეცვალა. საბოლოოდ, ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით ჩასვლა დადასტურდა. საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის „ვიზიტს“ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევად აფასებს. დილან უაითი - შეიარაღებული კონფლიქტის მეცხრე წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტის მიერ აფხაზეთის მონახულება დარეგულირების ძალისხმევას ხელს უშლის. ვლადიმერ პუტინი - ჩვენ საიმედო გარანტიას ვაძლევთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. ვლადიმერ პუტინი - რუსეთი აქტიურად გააგრძელებს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე. ვლადიმერ პუტინი - კავკასიაში, სტაბილურობის უზრუნველყოფაში საკვანძო როლს კვლავაც აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამხედრო ბაზა შეასრულებს.

      მოკლედ, დღეს ყველა ქულებს იწერდა - ნინო ბურჯანაძე - ჩვენ უნდა შევძლოთ ქვეყნის გამთლიანება - ამისთვის საჭიროა გაბედული ნაბიჯები და არა ის სიბრიყვე, რაც ქართულ პოლიტიკაში სუფევს. კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის გაუცხოება, რაც ჩვენსა და ოსებს, ჩვენსა და აფხაზებს შორის არსებობს, დავარეგულიროთ. ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომზე- ეს იყო ჩვენი თანამოქალაქეების, სამხედროების, ჟურნალისტების, ფოტორეპორტიორების გმირობის დღეები და ჩვენი ვალია, ეს ყველაფერი გავიხსენოთ. შალვა შავგულიძე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა შევძლოთ. ლევან იზორია - აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე ჰააგის სასამართლოსთან საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად თანამშრომლობს. ეს არ ვიცი რას იწერს - რაულ ხაჯიმბა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ხელმძღვანელობამ გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და არ დაუშვა "სამხრეთ ოსეთის" განადგურება ან ეს ნინო ბურჯანაძე - თუ გინდათ, რომ მემორიალს ახალგაზრდების საფლავები არ მიემატოს და ქვეყანა გამთლიანდეს, პირველ რიგში რუსეთს უნდა ელაპარაკოთ. თუკი ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტი შედგება, ეს იქნება პასუხი იმ უმსგავსობაზე, რაც საქართველოში საჩვენებელი წვრთნების სახით ჩატარდა. ნოდარ ხადური - აფხაზეთი, ქსნისა და ლიახვის ხეობები ისტორიული ქართული მიწაა და ვერანაირი მავთულხლართი და ხნული ვერ წაშლის საქართველოს ერთიანობას. ქეთევან ციხელაშვილის აპარატი - ბერლინის კედელიც დაინგრა და აუცილებლად დადგება დრო, როცა საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართები და ხელოვნური ბარიკადები დაიშლება.

      ვიდრე პოლონეთიდანაც წავა და როგორც აანონსებს, ევროპაში იმოგზაურებს - საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის მხარეს ინტერპოლის არხებით მიმართა. აქა არა შემოყოლიაო - მიხეილ სააკაშვილი - რუსეთის მიზანი თბილისის, ხელისუფლების დამხობა იყო, რათა წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტი დაესრულებინა. პოლონური მედია - მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი დატოვა. უკრაინის სასაზღვრო სამსახური - მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე არ შემოვუშვებთ. მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან, სავარაუდოდ, ლიტვაში ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილი - ამ ეტაპზე ევროპაში ვიმოგზაურებ. მიხეილ სააკაშვილმა ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეტენზიებით რეკავს ყველა ქვეყანაში, სადაც მე ჩავედი ან ჩასვლას ვაპირებ. არაადეკვატურობას აგრძელებს - ნინო ბურჯანაძე - სააკაშვილს თავი ჩინეთის ან რუსეთის პრეზიდენტი ჰგონია.

      მსგავსი გენიალური არაფერი მომისმენია დიდი ხანია - გიორგი სიგუა - ნარკოტიკების გავრცელებაზე პასუხისმგებელია ის ხალხი, ვინც ავრცელებს. მიხეილ გიორგაძე - ნარკორეალიზატორების მიმართ კანონმდებლობა მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს. დიმიტრი ლორთქიფანიძე - 20-22 წლის გოგო-ბიჭები, რომლებიც Gem Fest-ზე ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევის შედეგად დაზარალდნენ, არამხოლოდ ნარკოდილერების, არამედ პროპაგანდის მსხვერპლნი არიან.

      სააკაშვილს ვერა, მაგრამ სხვა დაკავებებზე გაიხსნა „ვიზა“ - საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე უკრაინაში კოხტა კოდუა დააკავეს.

      ხანძარი იყო დღეს ლაგოდეხშიც - ლაგოდეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა.

      სტატისტიკური ამბებიც გვაქვს - ყველას აღარ ვღებულობთ - ბოლო 6 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი 2 922 მოქალაქეს ეთქვა. 2017 წლის 6 თვეში საქართველოში 1760 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

საზღვარგარეთულები:

      დონალდ ტრამპის პოპულარობის მაჩვენებელმა ახალ მინიმუმს მიაღწია. პენტაგონი გეგმას განიხილავს, რომელიც ფილიპინებში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიადარტყმების საშუალებას მისცემს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 187

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters