საოცარი და უცნაური, ნამდვილად უცნაური და ამაღელვებელი სანახაობა იყო: მოხუცი ქალი ფანჯარას ისე მოშორდა (მრავალი წელი იყო, ის და კლერი მეზობლები იყვნენ), თითქოს ბიგ-ბენმა და მისი ზარების ხმამ უხილავი თოკით მაგრად მოჰქაჩა. ბიგ-ბენი დიდებული იყო, თუმცა, ამ საბრალო მოხუც ქალს უკავშირდებოდა. მოსაწყენი ყოველდღიურობის მორევში თითი ეშვებოდა და წამს დიდებულ ელფერს ანიჭებდა.
კლერს ეჩვენებოდა, რომ თითქოს ბიგ-ბენის ხმა ქალს ამოძრავებდა. აიძულებდა, წასულიყო, მაგრამ სად? კლარისა ცდილობდა, მისთვის თვალი გაეყოლებინა. ქალი ფანჯარას მოშორდა. ოთახის სიღრმეში მისი ჩაჩი გაკრთა. ალბათ, ოთახში ისევ დააბიჯებდა. რა დროს ოცნება, ფილოსოფიაა, როდესაც ხილული სასწაული, უდიდესი საიდუმლოა ეს მოხუცი ქალი, რომელიც კამოდიდან მაგიდამდე მიდიოდა. ის ისევ უცქერდა მას. კილმანი და პიტერი ამბობდნენ, რომ უდიდეს საიდუმლოს ჩასწვდნენ, მაგრამ კლეის ღრმად სწამდა, რომ ისინი ცდებოდნენ. უდიდესი საიდუმლო მხოლოდ ეს იყო: ერთი ოთახი აქ, მეორე იქ. რისი წყალობით ძალუძს ადამიანს ამ საიდუმლოს ჩასწვდეს ? სიყვარულის თუ ოცნებას?
   სიყვარულის... ფიქრი იმ საათის ხმამ შეაწყვეტინა, რომელიც ბიგ-ბენის შემდეგ ორი წუთით გვიან რეკავდა, საათი მოვიდა ფეხების ფრატუნით და კალთით უამრავი რამ გადმოაფრქვია ქვეყნიერებას. თითქოს შეახსენა: მართალი იყო, ბიგ-ბენი დიდებული, ბრწყინვალე რამ იყო და ქვეყნიერებას ჭეშმარიტებას ამცნობდა, მაგრამ არ უნდა დაევიწყებინა უამრავი სხვა რამ: მისის მერშემი, ელი ჰენდერსონი, ნაყინის ჭიქები. ყველა ეს ნივთი ღვარად, ტლაშუნით მოედინებოდა და მხიარულად ცეკვავდა ამ საათის დიდებული, საზეიმო ხმის კვალდაკვალ, რომელიც ოქროსფრად დაეფინა ზღვას. მისის მერშემი, ელი ჰენდერსონი, ნაყინის ჭიქები. ახლავე უნდა დაერეკა.

ნახვა: 279

ტეგები: Qwelly, აღმოჩენა, ბლოგი, პოსტი, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 24, 2021.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters