შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი, შემოკლებით კი შიდსი ...

      დღეს პირველი დეკემბერია და ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო აღნიშნავს შიდსთან ბრძოლის დღეს…მგონი ბრძოლა ძალიან ხმამაღალი განაცხადია. როგორ ებრძვის ამ დაავადებას ყოველი ჩვენთაგანი? მხოლოდ იმით, რომ იცავს თავს ალბათ ჰო? კაი ეს ასეა და ასეც უნდა იყოს, მაგრამ რას ვუშვრებით იმ ხალხს ვინც უკვე დაავადებულია? ხშირად რეკლამებსა თუ სხვა მიმართვებში მათი ხსენებაც კი არაა, მე კი ვფიქრობ მათ ყველაზე ძლიერ ვჭირდებით... “შიდსი დაავადებაა და ის მეგობრობით არ გადადის“ - ეს ფრაზა მეგობარს მოვპარე და ამ ფრაზამ გადამაწყვეტინა ამ პოსტის წერაც... ბევრი კვდება ამ სენით, მაგრამ მგონი ჩვენ მათი გარიყვით უფრო ადრე ვკლავთ. ვკლავთ ის საზოგადოება რომელიც თავს დიდსულოვანს უწოდებს.ჩვენ შეგვიძლია მათი „შეცოდება“, სახეზე სინანულის გამომეტყველების მიღება, მაგრამ ხელის ჩამორთმევა მათთვის გვიჭირს, გვიჭირს შეხება და მათი აღქმა როგორც ჩვეულებრივი ადამიანებისა რომლებსაც უბრალოდ გრიპი აქვთ (გრიპი კი გადამდებია). მიკვირს ჩვენ, რომლებიც XXI საუკუნის თაობას წარმოვადგენთ და ჩვენთვის სირცხვილიც კი სამარცხვინო გახდა, ვცდილობთ მოვერიდოთ ასეთ ხალხს. ხშირად ვიძახით, რომ გვეცოდება „სულიერად ავადმყოფები“ და გვაინტერესებს მათი ბედი არადა ამ დროს დამიჯერეთ ბევრი ჩვენგანის სული უფრო არაჯანსაღია. არ მინდა, რომ მხოლოდ 1 დეკემბერს გვახსენდებოდეს ასეთი ხალხი და მათ თანადგომას გამოვხატავდეთ მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებითა და სტატუსებით ან თუნდაც პოსტით. ისინი არ ითხოვენ ჩვენგან გაბერილ ფულად თანხებს და რაიმე ისეთს რასაც ვერ გავაკეთებთ , მათ უბრალოდ სჭირდებათ ჩვენი თანადგობა, არა სიბრალულით გამოწვეული, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან როგორც ჩვენ. მათაც შეუძლიათ სიყვარული, მეგობრობა, მათაც სწყურიათ სიცოცხლე ჩვენს გარშემო... მათთაც სტკივად ისევე როგორც ჩვენ და მოდით ნუ გამოვუტანთ მათ მარტოობის განაჩენს ის ხომ მათთვის სიკვდილის ტოლფასია... მოდი ვიყოთ უბრალოდ ადამიანები… შიდსი არ გადადის მეგობრობით ის უბრალოდ დაავადებაა...

შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი, შიდსი SHIDSI, ქველი, ბლოგი, ადამიანი, Qwelly, blog

ნახვა: 1348

ტეგები: Qwelly, magnita, ადამიანი, შიდსი

pilate pontoieli: დეკემბერი 2, 2012||12:52am

ძალიან მაგარი პოსტია... მომეწონა....

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აუტანელი ადამი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა. არ შეუძლია, მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters