ამის გარეშე ის მილისენტი არ იქნებოდა. მას ერთი საკითხი აწუხებდა: უნდოდა, პატივსაცემ ოჯახებში აღზრდილი ახალგაზრდები (გოგონებიც და ვაჟებიც) კანადაში(რატომ კანადაში და არა სამხრეთ კორეაში დაზუსტებით არავინ იცის) გაემგზავრებინა, რათა იქ წარმატებისათვის მიეღწიათ. ის აზვიადებდა. ალბათ, ზომიერების გრძნობა დაკარგა. სხვებისათვის (ჰიუსათვის, რიჩარდისა და თვით უერთგულესი ბრაშისათვისაც კი) ემიგრაცია პანაცეა და იდეალური ჩანაფიქრი სულაც არ იყო. ამით ვერ გათავისუფლდებოდა იმ ეგოიზმისაგან, რომელიც ძლიერ, ძვალმსხვილ, მებრძოლი სულის, მაღალი წრის, გულახდილ, გრძნობებს აყოლილ, ეგზალტირებულ, თვითანალიზის უნარს მოკლებულ (მე ხომ ასეთი პირდაპირი და უშუალო ვარ, ხომ შეიძლება, ყველა ასეთი იყოს? ამბობდა ის გაოცებით) ქალს იპყრობს მაშინ, როდესაც ახალგაზრდობა ჩაივლის. გატაცებით ებღაუჭებოდა ყველაფერს: ემიგრაციასა და ემანსიპაციას. მისი ფიქრები მუდამ ამ საკითხებს დასტრიალებდა, სულს უფორიაქებდა. ეს თემები სხივმოსილ, კაშკაშა საგნად, თითქოს სარკედ თუ ძვირფას ქვად იქცა. ზოგჯერ ამას მალავდა, რათა მისთვის არ დაეცინათ, ზოგჯერ კი ამაყად ლაპარაკობდა ამაზე. 

ნახვა: 1106

ტეგები: Qwelly, აჩრდილი, ბლოგი, კორეა, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

სწავლის დასაწყისი და განათლების ეროვნულობა, პატრიოტიზმი „ანტირუსული“ ძახილით

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      სექტემბერის მთელი ხიბლი სწორედ დღევანდელ დღეს გადმოიღვარა - სწავლა დაიწყო და ათეთრებული, აბავშვებული, ამხიარულებული და გაოცებული ქალაქი მშვენიერი სანახავი იყო. დღის ამბავიც სწორედ, განათლების და…

გაგრძელება

ველური ბუნების ფოტოისტორია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 15, 2019.
საათი: 11:32pm 2 კომენტარი

      უკვე 5 წელია, რაც ბუნების ისტორიის მუზეუმი, ლონდონში, ყოველწლიურად მართავს „წლის ველური ბუნების ფოტოგრაფიის“ კონკურსს. კონკურსისთვის, მთელი მსოფლიოდან იგზავნება ფოტოები - 100 ქვეყნის, 50 000…

გაგრძელება

Qwelly World

free counters