საბრალო სულელო! შენ არც სიხარული და არც მწუხარება არ განგიცდია! რა ამაოა შენი ცხოვრება! – ფიქრობდა კილმანი. საშინლად უნდოდა, ელისისთვის ნიღაბი ჩამოეგლიჯა, დაემარცხებინა და ფეხქვეშ გაეთელა. რომ დაემცირებინა, თავს უფრო მშვიდად იგრძნობდა, მაგრამ მას არა მისი სხეულის, არამედ ამაყი და ქედმაღალი სულის დამორჩილება სურდა. უნდოდა, აეტირებინა, გაენადგურებინა და დაემცირებინა. ელისა მუხლებზე უნდა დაცემულიყო და დაეყვირა: მართალი ხართ! მაგრამ ეს მხოლოდ ღვთის ნებით თუ მოხდებოდა. თავად  კილმანი ვერაფერს გახდებოდა. ეს ნამდვილი გონებრივი გამარჯვება უნდა ყოფილიყო. გაცხარებული  კილმანი დაჟინებით უცქერდა ელისს.
ელისი აღშფოთებული და გაოგნებული იყო. ნუთუ ეს იყო ის კეთილშობილი ქალი?! ის ხომ ქალიშვილს ართმევდა! ამბობდა, რომ სულების დანახვა შეეძლო! მსუქანი, უხეში, უშნო, არაფრით გამორჩეული ქალი იყო. სიკეთითა და თავაზიანობით არ გამოირჩეოდა და მაინც ამბობდა, ვიცი, რა არის ცხოვრების არსიო!
   მაღაზიაში მიგყავთ? ელისმა.
   დიახ, – მიუგო მის კილმანმა.
  ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. კილმანი სულაც არ აპირებდა მის ელისთან თავაზიანობის გამოჩენას. მას არასოდეს არავინ დახმარებია. სარჩოს საკუთარი შრომით მოიპოვებდა. თანამედროვე ისტორია კარგად იცოდა. მცირე შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ ახერხებდა, საყვარელი საქმისთვის ცოტაოდენი თანხა გადაენახა. ეს ქალი კი, ელისა, უსაქმური და ურწმუნო იყო. ის ხომ ქალიშვილს ზრდიდა! ოდნავ აქოშინებული ელიზაბეთი (შვილი) ოთახიდან გამოვიდა. ნამდვილად ლამაზი გოგონა იყო.
ისინი მაღაზიაში უნდა წასულიყვნენ. უცნაური იყო: კლარისა კიბის თავში მდგარ  კილმანს უცქერდა (ის იმ პრეისტორიული ურჩხულივით ჩუმი და ძლიერი იყო, რომელიც საბრძოლველად ემზადებოდა), დრო გადიოდა და კილმანი ისე აღარ სძულდა (ელისს არა კილმანი, არამედ მისი აზროვნება სძულდა), ბოროტ და ავ ქალად აღარ ეჩვენებოდა. თითქოს პატარავდებოდა და ხდებოდა უბრალო, მაკინტოშში გამოწყობილი ჩვეულებრივი  კილმანი, რომელსაც ღმერთმა იცოდა, რომ ელისა სიამოვნებით გაუწვდიდა დახმარების ხელს! ურჩხული უფრო და უფრო პატარავდებოდა. კლარისა მათ დაემშვიდობა და გაეცინა. მათ კიბე ერთად ჩაიარეს.

ნახვა: 414

ტეგები: Qwelly, აჩრდილი, ბლოგი, შური, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:26pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

საარჩევნო ტრადიცია - მოსმენები, მიყურადებები და ჩანაწერების გამომზეურება, მერე კომენტარები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 15, 2021.
საათი: 10:30pm 1 კომენტარი

      გამოდარებას არ შეგარგებენ რა, ხვალ და ზეგ წვიმა და ძლიერი ქარი გველოდებაო. დღეს კი მეინსტრიმული აღმოჩნდა ჩვენი საარჩევნო ტრადიცია - ფარული მიყურადების, მოსმენოების, ჩანაწერების მოულოდნელი გამომზეურება და სკანდალ-სკანდალ ნიუსები. დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. მეორე მთავარი ამბავია მოახლოებული არჩევნები. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15…

გაგრძელება

Qwelly World

free counters