ფლორენციის პლატონური აკადემია

aristotle, constantinopol, dante, plato, qwelly, socratis, აკადემია, ალიგიერი, არისტოტელე, აქვინელი, აღორძინება, ბოკაჩო, განათლება, დანტე, დონატელო, თომა, იოანე, კონსტანტინოპოლი, ნეოპლატონიზმი, პეტრარკა, პეტრიწი, პლატონი, პლოტინი, პროკლე, რაფაელი, სოკრატე, ტრაინე, ფილოსოფია, ფლორენცია, ფრანჩესკო, ჯოტო

     კონსტანტინეპოლი 1453 წელს აიღეს თურქებმა, მაგრამ მისი დაცემა გაცილებით ადრე დაიწყო. ის ჯერ კიდევ 1204 წელს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა დაიპყრეს და დაარბიეს. მართალია, 1261 წელს ბიზანტიელებმა კონსტანტინეპოლი დაიბრუნეს, მაგრამ, ამასობაში, ხმელთაშუა ზღვის აუზში ვენეციელი და გენუელი ვაჭრები სავსებით გაბატონდნენ. კონსტანტინეპოლი ეკონომიკურადაც სასიკვდილოდ იყო განწირული.ბიზანტიელი მეცნიერები საშველს სხვა ქვეყნებში ეძებდნენ და იტალიაზე აკეთებდნენ არჩევანს, სადაც მათთვის სათაყვანო ანტიკურობის კულტი თანდათან საყოველთაო ხდებოდა. დანტე ალიგიერი (1265-1321) და ფრანჩესკო პეტრარკა (1304- 1374) , შუა საუკუნეების უარყოფასთან ერთად, ანტიკური სიბრძნის და ღირებულებათა აღდგენას ცდილობდნენ. ახალი ორიენტიაცია უფრო ნათელი ხდება ჯოტოს (1276-1332) და დონატელოს (1386- 1466) ქმნილებებში, რომელნიც ამქვეყნიურ ღირებულებებს განადიდებენ. თეოლოგიაში ეს თომა აქვინელისა (დაახლ. 1225- 1274) და თომისტურად გაგებული არისტოტელეს (384-322) ერთმმართველობის მოხსნით და პლატონის წინ წამოწევით გამოიხატა. არისტოტელეს კრიტიკა ხშირად ინიღბებოდა არაბული არისტოტელეს უარყოფით. დიდ ფილოსოფოსთა ღირებულებების ოფიციალური შეფასება მოცემული იყო XIV ს.ის მხატვრის, ფრანჩესკო ტრაინის (XIV ს.) ფრესკაზე, ქალაქ პიზის წმინდა ეკატერინეს ეკლესიაში. სურათი XIVს.ის პირველ ნახევარს ეკუთვნის. ცენტრში ზის სქოლასტიკის მასწავლებელი თომა აქვინელი, მის სახეში ერთიანდება როგორც ზეციდან მომავალი, ისევე იქვე მდგომი პლატონისა და არისტოტელეს წიგნებისგან გამომდინარე ოქროს სხივები. პლატონს ტიმაიოსი, ხოლო არისტოტელეს ეთიკა უჭირავს. თომა აქ მიჩნეულია ზეციური და მიწიერი სიბრძნის ერთიანობად. მის მუხლზე მდებარე მისივე ნაშრომიდან გამოდიან სხივები, რომელნიც ეცემიან მის ფეხებთან ჩამწკრივებულ ქრისტიან თეოლოგებს. ერთი სხივი ეცემა მიწაზე განრთხმულ ჩალმიანს. ეს ავეროესია (1126- 1198) , თომას კრიტიკით დამარცხებული. ფრანჩესკო ტრაინიმ ეკლესიის დაკვეთა კეთილსინდისიერად შეასრულა. დანტემ კი, რომელიც ახალი ეპოქის სუნთქვას გრძნობდა, ავეროესი ღვთაებრივ კომედიაში ფილოსოფოსთა საპატიო წრეში ჩააყენა, რომლის ცენტრში არისტოტელეა, როგორც მცოდნეთა მასწავლებელი.

aristotle, constantinopol, dante, plato, qwelly, socratis, აკადემია, ალიგიერი, არისტოტელე, აქვინელი, აღორძინება, ბოკაჩო, განათლება, დანტე, დონატელო, თომა, იოანე, კონსტანტინოპოლი, ნეოპლატონიზმი, პეტრარკა, პეტრიწი, პლატონი, პლოტინი, პროკლე, რაფაელი, სოკრატე, ტრაინე, ფილოსოფია, ფლორენცია, ფრანჩესკო, ჯოტო

     მის გვერდით პლატონი, სოკრატე (469- 99) და ა. შ. არისტოტელესთან სიახლოვე აქ ღირსების საზომია. არისტოტელეს უპირატესობა ფილოსოფოსთა შორის შუასაუკუნეობრივია. ავეროესის პატივისცემა კი თავისუფალი აზრის ნიშანია. აღორძინების ანტიდოგმატურ, თავისუფალ ხედვას გამოხატავს რაფაელის (1483 1520) ცნობილი სურათი ათენის სკოლა, სადაც პლატონი და არისტოტელე ცენტრს ქმნიან, ხოლო სხვა მოაზროვნეები მათ

     გარშემო არიან განლაგებული. აქაც, ისევე, როგორც ტრაინის სურათში, პლატონს ხელში ტიმაიოსი უკავია, არისტოტელეს ეთიკა. იოანე პეტრიწს (XI-XII სს.) რომ ამგვარი სურათი დაეხატა, ცენტრში მარტო პლატონი იქნებოდა, „ტიმაიოსით" ხელში. მასთან უახლოესნი იქნებოდნენ პლოტინი (205- 270) , პროკლე (412 -485) და არისტოტელე. ესპანელი ზღვაოსნების და იტალიელი ვაჭრების წყალობით, შესაძლებელი შეიქმნა მსოფლიოს ყველა ხალხის ერთ მთლიანო ბად წარმოსახვა. ბოროტების ნეოპლატონური უარყოფის იდეა კარგ საფუძველს ქმნიდა კუზანელის შემწყნარებლობის პრინციპის გავრცელებისათვის. ეს პრინციპი მჭიდროდ უკავ შირდებოდა ადამიანის მნიშვნელობასა და ღირსებების შესახებ ახალ შეხედულებას. ამ გარემოში წარმოიშვა და ჩამოყალიბდა პლატონის ფილოსოფიის საფუძველზე მთელი საკაცობრიო კულტურის ერთიანობის იდეა, რომლის განხორციელება დაისახა მიზნად ფლორენციის პლატონურმა აკადემიამ (1456) . აღორძინების ეპოქის მოღვაწეთა თვალით დანახული ანტიკურობა ყველაზე უკეთ შეესაბამებოდა ამ იდეალს. ამიტომ იყო, რომ იტალიის კულტურის ცენტრში ყველაფერში ბერძნებს ბაძავდნენ. შუასაუკუნეობრივი აბსტრაქტული ავტორიტარული მეთოდის უარყოფა გზას უხსნიდა როგორც ექსპერიმენტულ კვლევაძიებას, ისე კვლევის ჭეშმარიტ დიალოგურობას. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რამდენადაც აქ ახალი ჯერ სათანადოდ გავრცელებული არ იყო, ხოლო ძველი მთლად ძალადაკარგული, ეს დიალოგურობა იქცა ანტითეტიკად, ე. ი. დებულების (თეზისის) მეორესადმი (ანტითეზისადმი) დაპირი სპირებად სინთეზის გარეშე და, მკაცრად თუ ვიტყვით, ეკლექტიკადაც. თავად აღორძინების მოღვაწენი არ უფრთხოდნენ ეკლექტიკას, ზოგჯერ ამაყობდნენ კიდეც ამით, რადგან მიაჩნდათ ცალმხრივი შუასაუკუნეობრივი დოგმატიზმის უარყოფად, შემწყნარებლობისა და გონითი თანამშრომლობის საუკეთესო გამოხატულებად. არისტოტელეს ის გაგება, რომელიც სქოლასტიკაში ჩამოყალიბდა, ამგვარი იდეალისთვის არ გამოდგებოდა.

aristotle, constantinopol, dante, plato, qwelly, socratis, აკადემია, ალიგიერი, არისტოტელე, აქვინელი, აღორძინება, ბოკაჩო, განათლება, დანტე, დონატელო, თომა, იოანე, კონსტანტინოპოლი, ნეოპლატონიზმი, პეტრარკა, პეტრიწი, პლატონი, პლოტინი, პროკლე, რაფაელი, სოკრატე, ტრაინე, ფილოსოფია, ფლორენცია, ფრანჩესკო, ჯოტო

     თომამ არისტოტელე კათოლიკედ, ერთპიროვნულ ავტორიტეტად აქცია. ავეროესმა, მაშინდელი ოფიციალური აზრით, ათეისტად. აღორძინებას არც ერთი გამოადგებოდა და არც მეორე. ამიტომ იყო, რომ ამ ეპოქის მრავალი დიდი მოაზროვნე სქოლასტიკის წინააღმდეგ ბრძოლას არისტოტელეს წინააღმდეგ ბრძოლის სახეს აძლევდა, საყრდენს კი ნეოპლატონიზმში ხედავდა. ამიტომ იყო, რომ ბერტრან რასელი (1872 - 1970) პეტრარკას და ჯოვანი ბოკაჩოს (1313 - 1375) სულიერად აღორძინების ეპოქას მიაკუთვნებდა, თუმცა ისინი XIV ს.-ში ცხოვრობდნენ (49,519) . ნეოპლატონიზმი აღორძინების მსოფლმხედველობის საერთო ფილოსოფიური საფუძველი იყო. ფლორენციის პლატონურ აკადემიაში ასეთი საფუძველი ნეოპლატონურად გაგებული პლატონი გახდა. პლატონზე მათ მიუთითა ბიზანტიელმა ფილოსოფოსმა გეორგ გემისტოს პლეთონმა (1360-1445) , რომელმაც იტალიურ აზროვნებასთან საფუძვლიანად დააკავშირა ბერძნული განათლება. პლეთონი პელეპონესში (მისტრაში) ასწავლიდა ფილოსოფიას.14 38 წელს იტალიაში ჩავიდა საეკლესიო კრებაზე, რომლის მიზანი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანული ეკლესიების შეერთება იყო. ალბათ, ამ მიზანმა დააახლოვა იგი ახალგაზრდა კუზანელთან, რომელსაც პლეთონმა ურჩია ბერძნულ წყაროებს გაცნობოდა. პლეთონს ანტიკურობის აღორძინება ბიზანტიის სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთ საშუალებად მიაჩნდა. მან წამოაყენა უნივერსალური რელიგიის იდეა, რომელშიც ქრისტიანობისა და ბერძნული წარმართობის საფუძველზე ყველა დანარჩენი გაერთიანდებოდა.

     პლეთონი არისტოტელეს აბრალებდა სქოლასტიკის უნაყოფობას და იმასაც, რომ დასავლეთის აზროვნება მოსწყდატრადიციას: პითაგორას (570-500) , პლატონს, ნეოპლატონიზმს.პლეთონმა მოახერხა სამშობლოში დაბრუნება და მისტრაშივე ხელმძღვანელობდა სკოლას. მისი თაყვანისცემა ბერძნული ანტიკურობისადმი იმდენად დიდი იყო, რომ თავის გამოუქვეყნებელ ნაშრომებში ბერძნული მითოლოგიის აღორძინების მოთხოვნასაც კი აყენებდა. პლეთონის წიგნი კანონები, სადაც ზევსის მსახურებაა გათვალისწინებული, 460 წელს პატრიარქ გიორგი სქოლარის (1494 1555) ბრძანებით დაწვეს.პლეთონთან ერთად, იტალიაში ჩავიდა მისი მოწაფე ბასილე ბესარიონი (1404- 1473) . იგი ტრაპეზუნიდან იყო. ადრე კონსტანტინეპოლის პატრიარქად ნამყოფი, ბასილე ბესარიონი პლეთონს ეთანხმებიდა პლატონის მოძღვრების გაგებაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც კათოლიციზმი აღიარა და კარდინალი გახდა, არისტოტელეს მოძღვრებასთან შერიგებას ცდილობდა. მსგავსი გზა სხვა ბიზანტიელმა მოღვაწეებმაც გაიარეს.

ნახვა: 420

ტეგები: Qwelly, ალიგიერი, აღორძინება, ფილოსოფოსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პრეზიდენტი ევროპაში, სასამართლო სისტემის ჩამოუყალიბებლობა, მოჭიდავეების გარჩევები და მოზარდის გარდაცვალება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2019.
საათი: 11:22pm 1 კომენტარი

      დღის მთავარი ამბავი დაიწყო პრეზიდენტის ევროპაში მოგზაურობით. სხვა მთავარ ამბებს შორის იყო სასამართლოს ნიუსები, მოჭიდავეების დაპირისპირებაც და კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი - მოზარდის გარდაცვალება,…

გაგრძელება

ცეცხლი და ყინული

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

ტყის პირას შეფენილი აკაციები გაეჩეხათ... ასეთი უცნაური ფორმის, ამ ზომამდე მიგრეხილ-მოგრეხილი და ღვლარჭნილი კუნძები ჯერ არ მენახა. ზღაპრულ ჯუჯებს ჰგავდნენ, ძველებური თქმულებებიდან გამოპარულებს. საერთოდ, შემიმჩნევია, მეტად ღვლარჭნილი ფორმის…

გაგრძელება

დაკარგული მეზღვაური, მოსამართლეების განცხადება, განათლების ინფრასტრუქტურა და ჟურნალისტის გარდაცვალება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყინვიანი ღამეებისა და მეტნაკლებად მზიანი იანვრის ფონზე, დღის მთავარი ამბები განსაკუთრებული სიჭრელი არ გამოირჩევიან. ორი ძირითადი მიმართულებით იყო დღეს მედია აქტიური - ერთი, ეს გახლავთ იუსტიციის…

გაგრძელება

ინტერიერი მარმარილოში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 20, 2019.
საათი: 11:15pm 2 კომენტარი

      მარმარილოს დიდოსტატები ყოველთვის ცდილობდნენ გაეცოცხლებინათ ყველაზე ცივი ქვა. მსოფლიო დიდოსტატობამდე ძალიან გრძელი გზა აქვს მეთიუ საიმონდს (Matthew Simmonds), მაგრამ მისი ნამუშევრები და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters