ბუნების შესახებ

      ერთად იყო ყველა საგანი უსაზღვრო რაოდენობითაც და სიმცირითაც, რადგან მცირეც უსაზღვრო იყო, ყველაფერი ერთად რომ იყო, ვერაფერი განირჩეოდა სიმცირის გამო, ყველაფერს ჰაერი და ეთერი გარემოიცავდა, ორივე უსაზღვრო: ისინი ხომ უნივერსუმში ყველაზე დიდები არიან რაოდენობითაც და ზომითაც.

      ჰაერიცა და ეთერიც გამოეყოფა გარემომცველის სიმრავლეს და გარემომცველიც უსაზღვროა რაოდენობით.

      გამოყოფამდე ყველაფერი ერთად იყო, რის გამოც ფერები სრულიად არ განირჩეოდა, ამას ხელს უშლიდა ყველა საგნის ურთიერთ აღრევა: სველისა და მშრალის, ცხელისა და ცივის, ნათელისა და ბნელის, აგრეთვე ისიც რომ შიგ იყო ბევრი მიწა და უსაზღვრო დაოდენობა თესლებისა, რომლებიც სრულიად არ ჰგავდნენ ერთანეთს.

      სხვა (საგნებიც) ხომ ერთი მეორეს არა ჰგვანან. აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ რომ ყველაფერში ყველა საგანია მოცემული.

      არც მცირეს აქვს ყველაზე მცირე, არამედ მუდამაა უფრო მცირე რადგან მყოფს არ შეუძლია სულ არ არსებობდეს, და დიდსაც მუდამ აქვს უფრო დიდი რაოდენობით იგი მცირის ტოლია, თავისთავად კი ყველაფერი დიდიცაა და მცირეც.

      ვინაიდან დიდისა და მცირის რაოდენობით ტოლი ნაწილები არსებობს ამიტომ ყველაფერში ყველაფერი უნდა იყოს, განკერძოებულად არაფერი არ არსებობს, ამიტომ იგი ვერც განკერძოებას შეძლებს ვერც თავისთავად გაჩენას, არამედ როგორც დასაწყისში იყო ეხლაც ყველაფერი ისევე ერთადაა, ასე რომ ყველაფერში ბევრი რამ არის და განკერძოებულტა ტოლი რაოდენობაა უფრო დიდებშიცაა და უფრო მცირეებშიც.

      ყველაფერში ყველაფერს აქვს წილი, გარდა გონებისა მაგრამ არსებობს ზოგი რამ, რაშიც გონებაც არის.

      სხვას ყველაფერში აქვს წილი, გონება კი არის უსაზღვრო, თვითმმართველი და არცერთ საგანთან არაა შერეული, არამედ ერთადერთია და თავისთავადი, თავისთავადი რომ არ ყოფილიყო და სხვა რამეს შერეოდა მაშინ ყველა საგანს ექნებოდა ნაზიარები, თუ კი რომელიმე ერთს შეერეოდა, ყველაფერში ხომ ყველაფრის ნაწილია, როგორც ზემოთ ვთქვი, ნარევი მას დააბრკოლებდა, რომელიმე საგნის მმართველი ყოფილიყო ისე როგორც არის ერთადერთი და თავისთავადი, იგი ყველა საგანზე ნატიფი და წმინდაა, სრული ცოდნა აქვს ყველაფერზე და ძალიან ძლიერია, ყველაფერს რასაც კი სული აქვს, უფრო დიდი იქნება ის თუ უფრო მცირე, გონება მართავს, საყოველთაო ეს წრებრუნვის მმართველიც გონებაა, ამიტომ დაიწყო ეს წრებრუნვა, ტავდაპირველად წრებრუნვა მცირეზე დაიწყო შემდეგ მეტზე გადავიდა, მომავალში კიდევ უფრო დიდი წრებრუვა იქმნება, შერეული გამოყოფილი და ურთიერთგამიჯნული ყველაფერი გონებამ განსაზღვრა, თუ რა როგორ იქნება ან როგორ იყო, ის რაც დღეს აღარ არის და რაც დღეს არის და როგორ იქნება ყველაფერი გონებამ მოაწესრიგა, ისევე როგორც ეს წრებრუნვა რომელითაც ამჟამად ბრუნავენ ვარსკვლავები, მზე, მთვარე, ჰაერი და ეთერი, რომლებიც გამოიყოფიან თავად წრებრუნვამ შექმნა, გამოყოფა თხელს მკვრივი გამოეყოფა, ცივს ცხელიბნელს ნათელი, სველს მშრალი, მაგრამ (მათში) მრავალი ნაწილია მრავალი (საგნისა) მთლიანად ხომ არაფერი გამოიყოფა და არ ემიჯნება, ერთიმეორეს, გონების გარდა, ყველა გონება ერთგვაროვანია უფრო დიდიცა და უფრო მცირეც, ხოლო სხვა არაფერია ერთგვაროვანი, არამედ ყველაზე მეტად რასაც შეიცავს, თითოეული საგანი ყველაზე მეტად რასაც შეიცავს, თითოეული საგანი ყველაზე უფრო თვალსაჩინო იმით არის და იყო.

      როცა გონებამ მოძრაობა გამოიწვია ყოველივე ამოძრავებულიდან გამოყოფა დაიწყო, რასაც კი გონებამ აამოძრავა, ყველაფერი ერთმანეთს გაემიჯნა, ამ მოძრაობასა და გამიჯვნაში წრებრუნვა კიდევ უფრო მეტად ქმნიდა გამიჯვნას.

      ასე ბრუნავენ და გამოიყოფიან ძალისა და სისწრაფის გამო, ძალას სისწრაფე იწვევს, მათი სისწრაფე სრულიად არა ჰგავს ამჟამად ჩვენში არსებულ საგანთა სისწრაფეს იგი გაცილებით სწრაფია.

      ასეა თუ ისე, უნდა ვიფიქროთ რომ ყველა შენაერთი შეიცავს სიმრავლესა და მრავალგვარობას აგრეთვე ყველა საგნის თესლს რომლებსაც სხვადასხვა ფორმა, გემო და სუფი აქვთ, ადამიანები და სულის მქონე სხვა ცხოველებიც (ასე) არიან შედგენილი, (ამ) ადამინებსაც აქვთ დასახლებული ქალაქები და დამუშავებული ყანები, როგორც ჩვენ აქვთ მზეცა და მთვარეც და სხვა, როგორც ჩვენ და მათი მიწაც ბევრსა მრავალგვარ (ნაყოფს) იძლევა, რომლის ყველაზე სასრგებლო ნაწილი სახლებში მიაქვთ და იყენებენ, ეს მე გამოყიფის შესახებ ვთქვი, მაშასადამე გამოყოფა არა მარტო ჩვენთან მომხდარა არამედ სხვაგანაც.

      ამგვარი გამიჯვნიდან გამომდინარე, უნდა ვაღიაროთ რომ ყველაფერი არც ნაკლებია და არც მეტი/ რადგან შეუძლებელია ყველაფერზე მეტი არსებობდეს / არამედ ყველაფერი ყველაფერი ყოველთვის თანაბარია.

      ამიტომ გამოყოფილთა რაოდენობა არც აზრით არც საქმისთ არ შეიცნობა.

      (საგნები) ერთიანდებიან კოსმოსში არც ერთმანეთისგან განცალკევებულან და ა რც ცულით ჩამოჭრილან, ცხელი ცივისგან და ცივი ცხელისგან.

      მკვრივი, სველი, ცივი და ბნელი იქ შეგროვდა, სადაც ეხლა მიწაა, ხოლო თხელი, ცხელი და მშრალი ეთერის სიღრმეში შევიდა.

      ამ გამოყოფლთაგან მიწა შესქელდება, ღრუბლებიდან ხომ წყალი გამოიყოფა, წყლიდან მიწა ხოლო მიწიდან სიცივის გამო ქვები შესქელდება, რომლებიც წყალზე უფრო მეტად ამოიზიდებიან, / სიმპლიკიოსი

      მთვარის ნათებას მზე ანიჭებს / პლუტარქე.

      დაბადება და სიკვდილი ბერძნებს არასწრად ესმით, რადგან არცერთი საგანი არ იბადება და ა რ კვდება, არამედ არსებული საგანთაგან განიცდის შეერთებასა თუ გამიჯვნას, ასე რომ უფრო სწორი იქნებოდა დაბადებისათვის "შეერთება" და სიკვდილისათვის "გამიჯვნა" გვეწოდებინა.

სპეციალურად : www.Qwelly.com_ისათვის!

ნახვა: 405

ტეგები: Qwelly, პლუტარქე, სიმპლიკიოსი, ფილოსოფია

ლაშა: აგვისტო 22, 2013||3:42pm

ბოლო ინიციატივა მომწონს, მაგრამ უკაცრავად - იმ ყველა საგანთა შემოქმედი არ არსებობს ხო??? გონება თუ ცალკე გამიჯნული უკაცრავად - როგორ მართავს??? :( ანდა ამ ბრძენ ხალხს რატომ სჯეროდა რომ თუ ერთი იყო ყველა საგანი, ერთმანეთში არეული - და შემდეგ ავითარებენ მსჯელობას რომ გონება მასზე უპირატესია და ის მართავს, რატომ არ საუბრობენ იმაზე რომ შესაძლებელია ეს ერთი - "უსაზღვრო რაოდენობითაც და სიმრავლითაც" - იმ გონებას შეექმნა??? 

თუ - მართვის კავშირი გამიჯნულია და ვერ გამოთქვამენ, შეკითხვაზე საიდან ან როგორ შექმნა ანალოგიურად გამოუთმელი პასუხი ყოფილიყო... 

(რა ადვილია დღეს მსჯელობა)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:20pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

Qwelly World

free counters