ოდნავ მიჭირს ამ თემაზე წერა...საუბარიც მიჭირს ხოლმე ამაზე... და არც მიყვარს დიდად ეს თემა სასაუბროდ. მე ის უნდა შევიგრძნო...შევიგრძნო უბრალო ღიმილით ან თვალებით... რა ლამაზია შეყვარებული ადამიანის მომღიმარი თვალები, სიყვარულის ნაპერწლებს, რომ ყრის და გათრობს უმიზეზოდ მმმმმ....  ახლა მეც ვარ შეყვარებული, შეყვარებული ყველაზე და ყველაფერზე რაც გარშემოა.  სიყვარული რა არის ჩემთვის? არაფერი ისეთი რაზეც ასე ადვილად შეიძლება საუბარი და ამავე დროს არის ყველაფერი რაც მალაპარაკებს მუდამ. სყვარული არის ჩემი რწმენის საწყისი და სხვებთან ურთიერთობაში მთავარი მოქმედი ძალა. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მე მიყვარს ისინი ვინც ჩემს გარშემოა, რადგანაც თუ არ მიყვარს ვინმე ისინი უბრალოდ ჩემთან არ არიან. ამიტომაცაა, რომ ჩემს მეგობრებს გამუდმებით ველაპარაკები მათზე უზომოდ შეყვარებული. რა მიყვარს მე? მიყვარს დაკვირვება ხალხზე თუ როგორ ეძებენ  ზოგიერთნი სიყვარულს გამუდმებით და ცდილობენ  მიაგნონ სადმე მიუგნებელში : )  არადა ის ყველგანაა და უბრალოდ რწმენაა საჭირო და მეტი არაფერი. სიყვარული, როგორ ავხსნიდი მას? ვერ გეტყვით, უბრალოდ როდესაც ვერ გამოვხატავ სიყვარულს სუნთქვაც კი მიჭირს. სიყვარულს ვერ შეინახავ შენში, ის უნდა გამოხატო მე ასე მიმაჩნია. თან რა მაგარია თუ გადამდებად მოქმედებ სხვაზე და შენს ამ დადებით ენერგიას აფრქვევ გარშემო.  რას გირჩევდით? გიყვარდეთ უფალი, მთელი გულით გწამდეთ მისი, გიყვარდეთ თქვენი თავი და ასევე სიცოცხლე ამის შემდეგ კი სხვისი შეყვარება გარდაუვალი იქნება და  დამიჯერეთ არ მოგიწევთ ჯდომა და ლოდინი როდის გეწვევათ ეს გრძნობა. ვფიქრობ სიყვარული ეტაპობრივია და ის უნდა ისწავლო, ისწავლო ისე როგორც პატარა ბავშვი სწავლობს ჯერ სიცილს, შემდეგ საუბარს, სიარულს და ა.შ. მოკლედ გისურვებთ  დაუსრულებლად გიყვარდეთ ყველა და ყველაფერი! : )

ნახვა: 312

ტეგები: magnita, qwelly

თათია: ნოემბერი 20, 2012||5:32pm

მაგნიტა ძალიან მომეწონა :)))

სრულიად გეთანხმებიი 

სიყვარულს გამოხატვა  მართლაც რომ სჭირდებაა

რომ შეიყვარო  უნდა გწამდეს , რამეთუ თავად ღმერთია სიყვარული ამ ქვეყანაზე !

თათია: ნოემბერი 20, 2012||5:32pm

მე share :*:*

magnita: ნოემბერი 20, 2012||5:39pm

მადლობააა :))) :* ძალიან ვეცადე დამეწერა რამე ისეთი რომ მოგწონებოდათ :)))

თათია: ნოემბერი 20, 2012||5:41pm

და ეს გამოგივიდა

გულიდანაა და ჩემს გულშიც  დაიდო ბინა :))

magnita: ნოემბერი 20, 2012||5:51pm

:)) <3 გაიხარე :*

ლაშა: ნოემბერი 20, 2012||9:42pm

"...რა ლამაზია შეყვარებული ადამიანის მომღიმარი თვალები, სიყვარულის ნაპერწლებს, რომ ყრის და გათრობს უმიზეზოდ მმმმმ"  ვეთანხმები!

აი, მაგნიტას თვალებს რომ ნახავთ მიხვდებით რა არის შეყვარებული ადამიანის თვალები... :* :* :*

ყველაზე ბრდღვიალა თვალები გაქვს ჩემო საყვარელო ადამიანო... :)

სხვა დანარჩენზე კი იცი რომ გეთანხმები... იცი რომ სიყვარულზე ერთნაირად ვფიქრობთ :* ;)

ლაშა: ნოემბერი 20, 2012||9:42pm

უბრალოდ ძალიან მაგარი ხარ რა!

magnita: ნოემბერი 20, 2012||10:42pm

გენაცვალე ლაშ :*:*:* ჩემი ბრდღვიალა თვალებითურთ :*:*:* უბრალოდ უგრმესი მადლობა და უბრალოდ მიყვარხარ....:*:*:*

Elene Chikovani: ნოემბერი 21, 2012||3:07pm

dzalian kargi sityvebiaaaa,siyvaruls martlac sheswavla undaaa <3

magnita: ნოემბერი 21, 2012||4:06pm

:)):*

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აუტანელი ადამი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა. არ შეუძლია, მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters