დავიწყეთ ჩვენც რომ არ გვახსოვს

და დიზონავრებიც რომ არაფერს გვეუბნებიან იქიდან.

დათბა და დავიბადეთ.

ენა გამოვუყავით თუ არა აერთმანეთს

გამოქვაბულებიდან გამოვძვერით  და

ანტიკვარებივით მუზეუმში გამოვიკეტეთ

ანუ გავხდით ანტიკურები და შევქმენით მითები.

უფრო სწორად შეგვეშინდა

ამქვეყნიური ბელადების ბელადობის და

მოვიგონეთ ღმერთები.

ხოლო როცა ღმერთი თავისი ფეხით  მოვიდა დედამიწაზე

გაოცებისაგან პირდაღებულებმა ლურსმნები ჩავარსვეთ

და გავხდით მორწმუნენი და ,,ნეტარ ვიყავით.“

ერთ მშვენიერ დღეს მოგვბეზრდა ლოცვა და

ყველაფერი დედამიწის ,,უღმერთო ბრუნვას“ გადავაბრალეთ.

ამ საცოდავმა დედამიწამაც იმდენხანს გვატრიალა

ინკვიზიციის ქარ-ცეცხლში, რომ

ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები

საწყის წერტილებს დაუბრუნდნენ ანუ

იმ სიცარიელეს, როცა არაფერი არსებობდა,

თვით მიწაც კი და ყორღანები ხომ თავისთავად

ვერც იარსებებდნენ.

როგორც ჩანს სამარხების დეფიციტმა აღგვაშფოთა

და პირველი მსოფლიო ომიდან

მეორე მსოფლიო ომობანამდე

მიწისქვეშა საერთო საცხოვრებლები გავთხარეთ,

სადაც გაზით მოწამლულთა და სკალპახდილთა ლეგიონები შევასახლეთ.

მერე ,,რეპრესიებისაგან“ დეპრესია დაგვეწყო

და ,,დიადი ჭვრეტის“ მედიტაციით დავკავდით -

რაც შეგვეძლო მაღლა ავიწიეთ ფეხის წვერებზე,

რომ ვაკუუმის კარიბჭეს ხელით შევხებოდით,

გვეგონა, რომ სულის საზღვრებს გავცდით,

ცისასაც, მაგრამ იმის იქით ვეღარ წავედით,

ჰაერი არ გვეყო.

 ვიდრე ჩვენ ამას მივხვდებოდით

ვიღაცამ უზარმაზარი ხელი აგვაფარა ცხვირ-პირზე.

ჩვენ სიმწრისაგან ფეხები დავაბაკანუთ

და  მოვითხოვეთ ,,მხსნელი“ გამოჩენილიყო.

მეცნიერებსაც სხვა გზა არ ქონდათ და

აღიარეს, რომ ლაბორატორიებში პირჯვარს იწერდნენ,

კოლბებში კი ღმერთი ყავდათ გამოკეტილი.

ჰოდა ახლა ვდგავართ და ველოდებით

დნმ-ის ტესტის პასუხებს.

არაფრად გვეპიტნავება, რომ ანტიქრისტე შემოგვაჩენონ.

სოციალური ქსელები კი ჭეშმარიტად ღაღადებენ:

,,ნეტარ არიან მეცნიერნი!“

 

 

05.11.2014

ნახვა: 190

ტეგები: antiadamiani, blog, qwelly, qwellyblog, qwellypost, tamar chyoidze, tamuna chyoidze, ანტიადამიანი, ანტიადამიანის ბლოგი, ბლოგი, მეტი...თამარ ჭყოიძე, თამუნა ანტიადამიანი ჭყოიძე, თამუნა ჭყოიძე, თამუნა ჭყოიძის ბლოგი, ნეტარ არიან, ნეტარნი, ქველი, ქველიბლოგი

Kakha: ნოემბერი 5, 2014||11:43am

ანტიკურობა ყველაფერს ჯობდა! მიყვარს ლეგენდები და ზღაპრები, მონათმფლობელობასაც არა უშავდა, აი გავრილო პრინციპს კი მართლა არ უნდა მიექარა :D:D

ლაშა: დეკემბერი 3, 2014||7:46pm
მოკლე, კომპაქტური სახელმძღვსნელო ისტორიის შესწავლისთვის. :) :) :)
თამუნა ჭყოიძე: დეკემბერი 5, 2014||12:23am

უფასო კურსები :) : )

ლაშა: დეკემბერი 5, 2014||12:25am

თამუნ შეძლებ რამე მსგავსი კურსის წაკითხვას? :)) ნუ 2-3 ლექცია მაინც, საინტერესო იქნებოდა :) 

თამუნა ჭყოიძე: დეკემბერი 5, 2014||9:55am

მეკაიფები ლაშა?

ლაშა: დეკემბერი 5, 2014||2:07pm

მსგავსი არაფერი გამიფიქრია ჩემო თამუნა :(( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ცისარტყელა თურქულ არქიტექტურაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 17, 2019.
საათი: 10:38pm 0 კომენტარი

      ბევრ თურქს რომ ჰკითხოთ, სტამბულს ეს გარეუბანი უბრალოდ ჩვეულებრივ ფერადი სახლების თავშეყრის ადგილია და განაკუთრებული არც არაფერია იქ, მაგრამ ხელოვანები ხომ იმიტომ არსებობენ რომ ჩვეულებრივობა…

გაგრძელება

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters