აი, ჩამოვიდა მორიგი გზავნილი დასავლეთიდან. დედამ, როგორც ყოველთვის, ახლაც ჩაალაგა ჩანთაში ჩემი სახლის ნაწილი და გამომიგზავნა. მაგრამ ამ ჯერზე საოცარი სტუმარი ჩამოყვა ამ ჩანთას. უფრო ზუსტი რომ ვიყო, ჩანთას კი არ ჩამოყვა,  ჩანთით ჩამოიდა :) 

ჩვეულებრივად, როგორც აქამდე გამიკეთებია, დავხვდი ავტობუსს, ავიღე ჩანთა, ჩავჯექი რუსთავის მარშუთკაში,დავიდე ჩემი გზავნილი გვერდზე... მარშუტკის ჰიტების თავის ასარიდებლად მივმართე ცნობილ ხერხს:) ყურსასმენებს მოვუხმე დასახმარებლად :) ვზივარ ჩემთვის წყნარად, ვუსმენ ჩემს Moda-ს და Bocceli-ს. უცებ რაღაც მოძრავი წერტილი შევნიშნე, ჩანთიდან ამოცოცდა და ჩემს ხელზე გადმოვიდა. საკმაოდ გვიანი იყო და დაგლილობისგან თვალები მეხუჭებოდა. აქ კი მომიწია კარგად დამეჭყიტა თვალები, ხო უნდა მენახა რა არსება დასეირნობდა ჩემს თითებზე :) როგორც კი ცოტა გამოვფხიზლდი, ჩემი სტუმარიც ამოვიცანი, ციცქნა ჭია,ჭია-მაია :) მთელი 40 წუთი ამ უცნაურ სტუმარს ვუყურებდი, ვასეირნებდი თითიდან თითზე და ხელიდან ხელზე. ასე ჩავედით რუსთავში. მართალია გვერდით მჯდომი უცნაურად კი მიყურებდა, მაგრამ რაღა დროს მისთვის ყურადღების მიქცევა იყო, მე ხომ ამ სიშორიდან ასეთი ციცქნა სტუმარი ჩამომივიდა. მარშუტკიდან ჩამოსვლისთანავე ფრჩხილზე მოკალათებული ციცქნა გადავსვი მისთვის უფრო ბუნებრივ გარემოში. 

ასე დასავლეთიდან ჩამოსული, დიდი გზა გამოვლილი ციცქნა თბილისში მოხვედრის შემდეგ აღმოჩნდა რუსთავში :) ციცქნაზე არ ვიცი რა შთაბეჭდილება მოვახდინე, აი მე კი მესიამოვნა მისი დანახვა, მოულოდნელი, სასიამოვნო  და ამავდროულად დაუვიწყარი სტუმარი მყავდა :)

ნახვა: 189

ტეგები: qwelly, ციცქნა, ჭიამაია

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How do Final Fantasy XIV players get Opo Opo brown dye?

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2021.
საათი: 6:34am 0 კომენტარი

Opo Opo Brown Dye is one of many brown shades that players can color their clothing in Final Fantasy XIV. This dye is named after Opo Opo, which is an animal skin creature in Final Fantasy XIV. Opo Opo brown dye has a brighter hue, similar to a lighter brown or pigment between dirt. It is an excellent dye for those who want their clothes to have a rustic or natural feel.

New players should remember that they cannot dye armor in Final Fantasy XIV until they complete the side quest…

გაგრძელება

The 2-0 Cardinals will be focusing on the Jaguars

გამოაქვეყნა Weiweismart_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2021.
საათი: 5:15am 0 კომენტარი



The Madden series has had mixed reviews in recent years, with critics acquiescing to the long-standing complaints of hardcore fans and casual players. EA has begun to introduce new features and game modes to Madden to emphasize the …

გაგრძელება

სიენას ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2021.
საათი: 10:52pm 0 კომენტარი

      სილამაზე სუბიექტურია. მართალია ყველას თავისებურად ესმის ის, მაგრამ მსოფლიოში არაერთი კონკურსი ტარდება რომელიც სხვადასხვა სილამაზეს გამოავლენს. საბოლოოდ, ჟიური ირჩევს ერთს, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს რომ საზოგადოება ამ არჩევანს გახდის მისთვის მოსაწონს. სიენას საერთაშორისო ფოტო დაჯილდოება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ფოტოდაჯილდოებაა. ათასობით ფოტო იღებს მონაწილეობას და გამარჯვებლები 11 სხვადასხვა კატეგორიაში ჯილდოვდებიან.…

გაგრძელება

ხმელი ფოთოლი მარადისობად

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2021.
საათი: 10:02pm 0 კომენტარი

      ხელოვნების თანამედროვე ნიმუშები ძვირადღირებული პროდუქციისგან არ იქმნება - ბუნებას უკეთ უნდა ვაკვირდებოდეთ. ამ სიტყვების ავტორი მე არ ვარ, ის ესპანელ ხელოვან ლორა დალა ვეკიას (Laura Dalla Vecchia) ეკუთვნის. დიახ, პირდაპირი მნიშვნელობით ბუნების ნაჩუქარ ფოთლებს იყენებს მოლბერტებად. არსად არ დადის და არაფერის ეძებს - უბრალოდ მიწაზე იყურება და ჩამოცვენილ ფოთლებს, ბუმბულებს აგროვებს. მისი არტი, სწორედ ამ ხმელ ფოთლებზე იქმნება - ქარგას.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters