ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა, 
ისევ აღვსდექი მუხრანის ბოლოს,
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ არაგვზედ ისევ ყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე მიწურვილ იყო,
როცა ზაფხული რუსთაველისა
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა.

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე
შემოვამტვერე გზები ტრიალი
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი

მაგრამ თვითონაც დაილეწება
დაბადებულა ვინც კი ყივჩარად 
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი
თავი შუაზე გადამიჩეხა.

მოდი მომხვიე ხელი ჭრილობას
ვეღარა ვხედავ სისხლით ვიცლები
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები

მოდი გეძახი ათასწლის შემდეგ
დამლახვროს ელვამ შენის ტანისა
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა.  

ნახვა: 1208

ტეგები: Qwelly

tsira: ოქტომბერი 7, 2013||9:01pm

საოცრად კითხულობს

მარი: ოქტომბერი 7, 2013||9:15pm

ცირა:  კიიი ძალიანნ

BrOliKa: ოქტომბერი 7, 2013||9:38pm

ვგიჯდებოდი ამ ლექსზე სკოლაში :D :))

მარი: ოქტომბერი 7, 2013||9:50pm


Brolika Qiqava  meccc

ცისია: ოქტომბერი 7, 2013||9:52pm

აუუუუ მგონი ერთადერთი ლექსია რომელისც ბავშობიდან ვიციი და არ დამავიწყდება ;)))

მარი: ოქტომბერი 7, 2013||9:55pm

მეც ცისო ერთადერთი რომლიც ბავშვიბასში ვისწავლე და კიდე მახსოვს 

tamo: ოქტომბერი 7, 2013||10:42pm

ეს ლექსი ყველაზე ძალიან მიყვარდა ბავშვობაში და  ეხლაც  მიყვარს  რაღათქმაუნდა .!:)))))

ცისია: ოქტომბერი 7, 2013||10:49pm

მარ ეს ჩემი გამოოგზავნილიიი სურატია ხოომ :) 

მარი: ოქტომბერი 7, 2013||10:53pm

ცისია: კიი ჩემოო კარგოო შენია 

ცისია: ოქტომბერი 8, 2013||1:00am

ჩემი იასმანასები ^_^

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters