- შენი მიზანი სიმშვიდეა. თუმცა,ზოგჯერ ისიც გაკლია. მიზნის დასახვა ადვილია,მისთვის ფრთების შესხმაა რთული.ძალისხმევის დახარჯვის შემდეგ ფრთებს ასხამ შენს მიზანს,მაგრამ ცხოვრების, გარემოს და პიროვნებების უკუღმართობა გტეხს ფრთას. და დაფრინავ ასე-ფრთამოტეხილი ...ძვლივს დაათრევ მოტეხილ ფრთას,რომელიც ხან ასფალტზე წამოგედება,ხან ხეზე, ხან შორს გაფრენაში გიშლის ხელს.

მარტო ხარ.. 

ამ იმედგაცრუებას გივსებს გრძნობები, გრძნობები კი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ მოაქვთ ადამიანებს. ჰომ ვამბობ მარტო ხარ მეთქი.

ტელეფონიც დუმს.. ხანდახან თუ გაიჟღერებს ,sms"-ის ზარი, და რა აწერია? MAGTICOM-ი. გამოდის რომ, მხოლოდ მაგთიკომს ახსოვხარ და ის გემეგობრება .

დარჩი ცალიფრთით. და თავს იმით იმშვიდებ რომ მიზანი არჩეული გაქვს. სიმშვიდეს ქმნი შენში, შემდეგნაირად: მყუდრო,თითქმის ბნელი ოთახი, ჩამოშვებული ფარდებით... თაროები წიგნებითურთ. ძველებური მუსიკის დამკვრელი,სადაც დაბალ ტონზე ჟღერს ჩარკვიანის ფრაზები:,,მე გადმოვცურავ ზღვას" ,,სულს მოგცემ" ,,ნავი" ,,სიყვარული" ,,სექსი"...

საშუალო საწოლი.კომპიუტერი. ყვავილების ვაზა, რომელიც შთანთქავს ოთახში დაბუდრებულ სევდას. ამ დროს ხმა, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე-წვიმის ხმა... განწყობა-პოეტური...

იღებ კალამს და წერ ლექსებს, ჩარკვიანი ფრაზები და შენი განცდები ერწყმიან ერთმანეთს და იქმნება პოეზია, რომელიც ბადებს სანუკვარ სიმშვიდეს...

უკიდებ სიგარეტს, (რომელიც ფულიც გაქვს იმას) ჩაიყნოსავ ნიკოტინით გაჯერებულ თეთრ სვეტს ფილტვებში და იწყებ გა-თავისუფლებას...

წვიმა უმატებს წვეთებით ტირილს... შენც ლამის არის ატირდე, მაგრამ იცინი. იცინი სიმშვიდი გამო. არ გაგმრთელებია არც ის მოტეხილი ფრთა, არც ტკივილები, მაგრამ იპოვე ცალფრთიანმა...

ტელეფონი ისევ დუმს...

ჩარკვიანს ისევ ჩარკვიანი ენაცვლება,ისევ ირაკლი, ისევ მეფე... სწორედ მისი სტრიქონები გაძლევენ სტიმულს, რომ იფრინო მშვიდად...

ჩარკვიანს გრანელი ენაცვლება,ტერენტი. მისი სიკვდილიანობით. გრანელს გალაკტიონი ენაცვლება, ყველას გალაკტიონი, მაგრამ შენი მეფე! მეფეების გარემოცვაში ხარ და თავს შენც მეფედ მიიჩნევ(ან დედოფლად)

ისევ უკიდებ სიგარეტს,ისევ ეშვები სიმშვიდის მორევში, ოღონდ ნაპასების გამო კი არა,არამედ იმიტომ რომ მუსიკა ძველ ინსტრუმენტში კი არა შენში უკრავს!

თვალებს ხუჭავ, სცილდები ოთახში შექმნილ სრულყოფას. ხედავ ზღვას, დამშვიდებულს. შენშიც ეს ფრაზა უკრავს, ჩარკვიანის ფრაზა: ,,შენ ზღვას ჰგავხარ,დამშვიდებულს".

ზღვაზე ხარ, ფეხშიშველი, თმაგაშლილი. (რა მნიშვნელობა აქვს გოგო ხარ თუ ბიჭი) იხდი... შედიხარ ზღვაში,იწყებ მშვიდად ცურვას. სიგარეტს ეწევი ოთახში... მკლავებს არხევ ზღვაში... ჩიტების გუნდი გიძღვნიან თავისუფლებას. მზე არ ანათებს, არც გინდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაფერს უამინდობა ქმნის...

ქვიშაზე წვები და შეხედე ძალიან შორს მყოფს-ცას. მასში გრძნობ მთელ სიმშვიდეს... ახელ თვალებს და ცის ნაცვლად ხედავ ბნელ ჭერს.

ამასობაში სიგარეტი პიჩოკამდე მოგიწევია. ჩარკვიანსაც უმღერია ზღვაზე. ტერენტისაც უნატრია სიკვდილი. გალაკტიონსაც გაუვლია მთაწმინდაზე. შენ ხვდები რომ მეფეებმა გაჩუქეს სიმშვიდე...

წვიმა არ წყვეტს ტირილს. დგები. ძველი ინსტრუმენტი გამორთე.მეფეებიც დაასვენე.იშლი თმებს და გადიხარ ქუჩაში, სადაც მხოლოდ წვიმაა შენი ფრთები. ხალხის სილუეტები შემდეგნაირია: ქოლგიანები, თბილად ჩაცმულები, რაღაც შენობაში შეფარულები, წვიმისგან რომ დაიცვას ისინი. ელოდებიან როდის გადაიღებს წვიმა, ის კი არ იციან რომ წვიმა მოვიდა შენთან და თითოეულ წვეთზე ჰკიდია მათი წუხილი გაციების შესახებ. შენ ამაყად მიაბიჯებ,გრძნობ თითოეულ წვეთს, რომელიც ჩამოედინება შენს სხეულზე და გკიდია ის, თუ გაცივდები, მიუხედავად იმისა, რომ წამლის მომწოდებელი არავინ გყავს...

გესმის ხალხის არამკითხე ფრაზები...

მეფეები ისევ უკრავენ შენში...

ქუჩას ისევ მიუყვები, სიმშვიდე გრძნობ თითოეულ ნაბიჯში. წვიმა გყავს, ზღვა გყავს, მეფეები გყავს...

გშია.

უახლოეს მაღაზიაში ყიდულობ პურს, მეტის ფულიც არ გაქვს და არც სურვილი, ან არც სურვილი და არც ფული ...

მეფეები ისევ უკრავენ შენში...

სიმშვიდე გადის შენგან და იცი რატომ? რატომ და ... მარტოობა აგტკივდა. მარტო ჭამ პურს, მარტო ეწევი, მარტო წერ, მარტო სველდები. ყველაფერი მარტოა შენში. მარტოობამაც ჩაგძახა ნუ ხარ მარტოდ, შემეშვიო. ისევ გშია, იმიტომ რომ მარტო ჭამე. შეგცივდა, იმიტომ რომ მარტო დასველდი.

სიგარეტი სახლში დაგრჩა, მაღაზიაში უკანასკნელი ხურდებით ყიდულობ ღერებს, უკიდებ და მას საბოლოოოდ გაჰყავს შენგან სიმშვიდე.

დარჩი უფრთოდ....

მეფეები ისევ უკრავენ შენში.

ხის სკამზე წამოწვები.

საათიც არ გაქვს რომ დროის სვლას მაინც უყურო,დაითვალო თითოეული წამი და სხვების ნაცვლად იდარდო, რომ არცერთი განვლილი წამი აღარ დაბრუნდება, არც წინა წამი, არც იმის წინა, რომელიც შეიკრიბა და გახდა წუთი, წუთებიც შეიკრიბა და გახდა საათები...

დროს არ ეჩქარება...

ირგვლივ ხის სკამი,ხეები და უსული სხეული გყავს, რომელშიც ცხოვრობ შენ.

დრო დაადგინე ქუჩაში გამვლელთა მეშვეობით, ღამის 22:01 წუთია. 01 წუთზე ჩაფიქრდი, ალბათ თითოეულ წუთს აზრს ანიჭებს ის უცნობი. გაგეღიმა. სწორი მიდგომაა დროის მიმართ.

ისევ ჩარკვიანი უკრავს შენში შემდეგი სტრიქონებით : ,,ვინ მომიშუშებს ამდენ ნაიარევს? -დრო".

უკვე შეშლილს ემსგავსები უფრთოდ, მეგობრების, სიგარეტის გარეშე. (მიეჩვიე ნაპასებს,გგონია რომ სიმშვიდეს მოგიტანს)

სახლი მოგენატრა.

მიდიხარ.

წვიმა ისევ გვერდით გყავს.

მეფეებიც არ გტოვებენ.

შენ თვითონ ტოვებ საკუთარ თავს, აგდებ ქუჩაში და დადიხარ მის გარეშე...

მაღაზიის ვიტრინაში სათამაშოებს უყურებ,პარალელს ავლებ შენსა და მათ შორის და ერთადერთ განსხვავებას ხედავ-მოძრაობას.

სახლში მიხვედი. უმალვე სიგარეტს უკიდებ.

ძველ ინსტრუმენტს ისევ ააჟღერებ.

მეფეები ისევ უკრავენ შენში.

სველ ტანისამოსს იხდი,მშრალს არ იცმევ.

ტელეფონი შეამოწმე, ამჯერად არც MAGTICOM-ს არ გახსენებიხარ.

,,ზღვას ჰგავხარ"-ო-ამბობს ჩარკვიანი.

ამასობაში ტელეფონი ახმაურდა, გაგიკვირდა ვის უნდა გახსენებოდი. ნომერი უცნობია.

თუმცა,ნომრები ჩაწერილი არ გაქვს და რა იცი უცნობია თუ ნაცნობი.

ანერვიულებული აჭერ მწვანე ღილაკს და პასუხობ.

ყურმილს იქედან კი იმ სახელით მოგმართავენ შენ რომ არ გქვია...

იმედგაცრუებულს გეღიმება ძვლივს და ეუბნები რომ შეეშალათ.

უკაცრავადო, ისმის.

call end...

ტელეფონს აგდებ...

სიმშვიდე გსურს...

მეტი ვეღარ აიტანე და ატირდი...

მეფეები ისევ უკრავენ შენში ...

ნახვა: 227

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters