ხალგაზრდა ქალის ცხედარი ესვენა სიკვდილის სარეცელზე ... ერთ ხელში თოჯინა და ფოტო ჰქონდა

ერთხელ, მაღაზიაში ყოფნისას, ჩემი ყურადღება მიიპყრო პატარა ბიჭუნამ, დაახლოებით 6 წლის იქნებოდა, ხელში ჩაებღუჯა თოჯინა, მოლარე კი მას დაჟინებით უმეორებდა:
“–ძალიან ვწუხვარ, მაგრამ შენი ფულით ამ თოჯინას ვერ იყიდი“

უცებ, ბავშვი მომიბრუნდა და მკითხა: „–თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ფული მართლაც არ არის საკმარისი?“

ღიმილით დავუთვალე ფული.

„–ბიჭუნა, მოლარე მართალია, ეს ფული მართლაც არ გეყოფა, რომ ეს თოჯინა იყიდო“–ვუთხარი მე, მაგრამ ამის მიუხედავად, ბიჭი ხელიდან არ დებდა სათამაშოს. მისმა სიჯიუტემ გამაკვირვა... დარწმუნებული იყო, რომ საკმარისი ფული ჰქონდა...ისევ მივუახლოვდი და ვკითხე, მაინც ვისთვის უნდოდა საჩუქარი.

– "ეს თოჯინა, ჩემ დაიკოს ძალიან მოსწონდა და უნდოდა, რომ მისთვის ეყიდათ...მე ძალიან მინდოდა დაბადების დღისთვის მეჩუქებინა... ახლა კი, დედას უნდა გავატანო მასთან...ჩემი და ღმერთთან წავიდა...მამა ამბობს, რომ დედაც მალე წავა ღმერთთან, ამიტომ ვიფიქრე ვუყიდდი და მას გავატანდი... იქნებ გადასცეს" 

გულისცემა მომენტალურად გამიჩერდა. ბავშვმა ისევ ამომხედა: "– მე მამას ვთხოვე დედა არ გაუშვას ჩემს დაბრუნებამდე." შემდეგ მან მაჩვენა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილი იყო მისი სახე ... ღიმილიანი და ბედნიერი.

"–მე მინდა რომ ეს ფოტოც გავატანო დედას, არ მინდა ~ დაიკოს დავავიწყდე!" მცირე პაუზის შემდეგ მან დაამატა: „მიყვარს დედიკო და არ მინდა რომ დამტოვოს, მაგრამ მამა ამბობს, რომ ის აუცილებლად უნდა წავიდეს ჩემ პატარა დასთან.“

შემდეგ ისევ შეხედა თოჯინას ნაღვლიანი თვალებით.

მე სასწრაფოდ ამოვიღე ჯიბიდან საფულე და შევთავაზე ხელახლა გადაგვეთვალა მისი ფული.

–„შენ ხომ გჯერა, რომ გაქვს საკმარისი ფული?“–ვკითხე მე
–„ კი, მე მჯერა“ –თავი დამიქნია.

მისგან შეუმჩნევლად დავამატე ფული და გადათვლის შემდეგ ვუთხარი, რომ ის არ ცდებოდა და მართლაც შეეძლო ეყიდა თოჯინა.

ამის გაგონებაზე ბავშვმა თქვა: „–მადლობა ღმერთო რომ გაიგონე ჩემი თხოვნა! გუშინ, ძილის წინ ვთხოვე, რომ მოეცა საკმარისი ფული... ასევე, მინდოდა თეთრი ვარდიც მეყიდა დედისთვის, მაგრამ ღმერთისთვის ეს აღარ მითხოვია. მაგრამ ახლა შემიძლია ვიყიდო ორივე. დედიკოს უყვარს თეთრი ვარდები!“

სახლში დაბრუნების შემდეგაც, დიდხანს ვფიქრობდი ამ ბავშვზე. შემდეგ, გამახსენდა 2 დღის წინ, ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია მომხდარი ტრაგიკული ფაქტის შესახებ: მძღოლი რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მართავდა სატვირთო ავტომობილის საჭეს, დაეჯახა დედა–შვილს. ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ხოლო დედამისი, როგორც სტატიაში ეწერა, იმყოფებოდა კომაში. ოჯახს უნდა გადაეწყვიტა, გამოერთო თუ არა სასუნთქი აპარატი, რადგან აღარ იყო ახალგაზრდა ქალის გადარჩენის შანსი.“ ნუთუ ეს ტრაგედია, იმ ბიჭუნას ოჯახს ეხება?“–არ მასვენებდა ამაზე ფიქრი.

2 დღის შემდეგ, ისევ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც იუწყებოდა კომაში მყოფი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ...ოჯახის წევრების თანხმობით მას გამოურთეს სასუნთქი აპარატი.

დაკრძალვაზე მივედი...ახალგაზრდა ქალის ცხედარი ესვენა სიკვდილის სარეცელზე ... ერთ ხელში თოჯინა და ფოტო ჰქონდა, მეორეში კი – თეთრი ვარდი. მე ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა... ვერასდროს შევძლებ დავივიწყო პატარა ბიჭის სიყვარული დედისა და დის მიმართ. 

p.s. გთხოვთ, ნუ მართვათ საჭეს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ! თქვენ შესაძლოა დაანგრიოთ არამარტო თქვენი ცხოვრება...

ნახვა: 226

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters