''თქვენ ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნეთ, ე. ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ, ე. ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და თქვენ ეს მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისათვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ. თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იმავე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ ჩვენ ყველას არზაყანის, თარაშის, კეგვას ნაცვლად, ჯონი, ჟანი ან ჰანს გვერქვას... თქვენ ის გირჩევნიათ ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენებზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ, ჩვენსას მივაფურთხოთ. თქვენი ლოცვები ვთქვათ, და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვებში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს დაგვიძახებთ, როგორც ძველი ბერძნები. რაც შეეხება ჩანგალს, მე მანამდის ხელით ვსჭამ, ვიდრე ჩვენსავე ქარხნებში გაკეთებულ ჩანგლებს არ მომიტანენ...

''მთვარის მოტაცება'' – კონსტანტინე გამსახურდი

ნახვა: 129

ლაშა: მაისი 21, 2013||10:46pm

ეს პოსტი ნამდვილად იმსახურებს ამ ჯგუფს >> http://www.qwelly.com/group/literature

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გულწრფელი სიყვარული ანუ მრწამს და გიზიარებ

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 11, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      გულწრფელი სიყვარული იცით როგორია?

      ძალიან მოკლე ამბავი უნდა მოგიყვეთ.

      22:30 იყო, როდესაც თომას უკვე ძილისპირული ეწყებოდა და დედამისს დავუტოვე ოთახში. გამოვედი და ტელეფონზე დამხვდა 8 გამოტვებული ზარი ერთი და იმავე ადამიანისგან. შეშინებულმა გადავურეკე, რა ხდება, ხომ მშვიდობაათქო.

- კი, მშვიდობაა. როგორ ხარ?

- რავიცი, ცოტა მეძინა და შენი ზარები რომ დამხვდა, შემეშინდა, დაგირეკე.

- არაფერი, უბრალოდ…

გაგრძელება

სამი ოპოზიციის ბლოკი, ბაბილოვის მავნებლობა და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 11, 2021.
საათი: 11:12pm 0 კომენტარი

      ცოტა უინტერესო დღე გამოვიდა. ქვეყნის შიგნით, კოვიდ ამბები იყო აქტუალური და ასევე, სამი ოპოზიციის ბლოკი - პირველი ნაცები, მეორე ევრონაცები და მესამე ახალი ოპოზიცია, ანუ გახარიას გუნდის წევრობა როგორც ახალი არჩევანი. სიახლეებია ამინდის პროგნოზში - მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში, საქართველოში ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს. ქვეყნის გარეთ კი ომიანობაა შუა აღმოსავლეთში. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.4271 ლარია.…

გაგრძელება

მელიას გათავისუფლება და პრესა ჭყონდიდში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 10, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დაიწყო ახალი კვირა და როგორც ჩანს, აღდგომის დღესასწაული მიულოცეს ოპოზიციას - დღეს ნიკა მელია გაათავისუფლეს. გირაო ევროკავშირმა გადაიხადა. დღეს ასევე პრესკონფერენცია გამართეს ჭყოდიდში - მეუფე სტეფანემ და მამა ანდრია ჯაღმაიძემ და ეპარქიის პრობლემებზე ისაუბრეს. ოკუპაცია კვლავ გრძელდება, ცესკოში კვლავ რეფორმები და ცვილებების მოლოდინია. ეროვნულ ვალუტას და მის ლაკმუსს დოლარს რაც შეეხება, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4174 ლარი…

გაგრძელება

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრი უილიამსი

გამოაქვეყნა Weiweismart_მ.
თარიღი: მაისი 8, 2021.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

Cities like the dwarven city Ironforge and Wow gold classic orc town Orgrimmar were overrun in hours. Non-playable characters, who could not die as a result of particular coding, could also catch the effect, meaning any player that passed by them could get Corrupted Blood.

Once word got out, players searched frantically for news about what was happening.

"The entire world chat would burst any time a town dropped," says Nadia Heller, an ex-World of Warcraft player whose persona…

გაგრძელება

Qwelly World

free counters