ეთიოპიის ძველაღმოსავლურ-არაქალკედონურ ეკლესიაში არჩეულ იქნა ახალი კათოლიკოს-პატრიარქი

ეთიოპიის ძველაღმოსავლურ-არაქალკედონურმა ეკლესიამ აირჩია 71 წლის მთავარეპისკოპოსი აბუნა მათე თავის ახალ პატრიარქად. აბუნა მათემ შეცვალა აბუნა პავლეს, რომელიც მართავდა ამ საუკუნოვან ძველაღმოსავლურ ეკლესიას (რომელსაც ამჟამად ჰყავს 50 მილიონი წევრი) 1991 წლიდან ვიდრე მის გარდაცვალებამდე (2012 წლის აგვისტო). აბუნა მათეს აღსაყდრება შედგება ამ კვირას, ადის აბებაში.
ისტორიის მანძილზე ამ ეკლესიის ყველაზე ცნობილი ელემენტი არის კლდეში ნაკვეთი ეკლესიები, რომელიც მდებარეობს პლატიზე, რომელიც ცნობილია როგორც ეთიოპიის იერუსალიმად და ასევე რომელიც არის იუნესკოს მსოფლიო ძეგლთა ნუსხაში.
საუკუნოვანი და ძველი ტრადიციების მიუხედავად, აბუნა (მამა) მათე იქნება მხოლოდ ეთიოპიის მეექვსე პატრიარქი: 50 წლის წინ ეთიოპიის ეკლესიას ქონდა თავისი იდენტურობა და ლიტურგია (გეეზის ლიტურგია, რომლის შთამომავალი არის ამჰარიკის ლიტურგია), მაგრამ ის ასევე იყო ალექსანდრიის კოპტურ პატრიარქთან (ეგვიპტე) ერთობაში. ხოლო 1959 წელს, კოპტმა პაპმა, კირილე მეექვსემ ეთიოპიის ეკლესია სცნო დამოუკიდებელ ეკლესიად და ასევე მას პირველ პატრიარქად დაუდგინა ბასილი. 50 წელზე მეტია რომ ეკლესიამ გამოიარა ურთულესი პერიოდი: დიქტატორმა მენგისტუმ, თეოფილე (ბასილის პირველი შემცვლელი) დააპატიმრა 1976 წელს, ხოლო 1979 წელს კი იგი მოკლა. ამის მერე ეთიოპიის დიქტატორმა დანიშნა თეოფილეს ორი შემცვლელი,რომელნიც ეკლესიამ არ მიიღო. 1991 წელს როდესაც მენგისტუს დიქტატორობა დაეცა, ზუსტად მაშინ ეთიოპიის ეკლესიისთვის გამოიყო უმაღლესი იერარქი, პატრიარქ პავლეს არჩევით.

ასევე აღსანიშნავია ის რომ მენგისტუს რეჟიმმა აიძულა პატრიარქი მათე რომ გაქცეულიყო ეთიოპიიდან. პატრიარქი 30 წელზე მეტი იყო დაშორებული ადდსის აბებას. ასევე საინტერესოა ის რომ მისი ტიტული (იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი) შემთხვევითობა არ არის: ეთიოპიის ეკლესიამ მჭიდრო კავშირი შეინარჩუნა იმასთან რასაც ყველა უწოდებს დედა ეკლესიას. მისი სამღვდელოება ცხოვრობს მონასტერში, რომელიც მდებარეობოს წმ საფლავის ბაზილიკასთან ახლოს. ამ საძმოს მკაცრი წესების არსებული მდგომარეობა აძლებს მათ იმ საშუალებას, რომ მათი რიტუალები შეასრულონ იმ ადგილას სადაც მაცხოვარი ევნო და აღსდგა.  წყარო:

Theorthodoxchurch.info

Vaticaninsider.lastampa.it

შენიშვნა:

ცოტა რამ ეთიოპიის ძველაღმოსავლური-არაქალკედონური ეკლესიის შესახებ

ეთიოპიის (აბისინიის) ეკლესია (Yäityop’ya ortodoks täwahedo bétäkrestyan) — ერთერთი ძველაღმოსავლური ეკლესიაა, რომელიც 1959 წლამდე იყო  კოპტური ეკლესიის ნაწილი, ხოლო შემდეგ მიიღო ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა. ეთიოპიის ეკლესია, როგრც კოპტური, სირიული და სომხური ეკლესიები აღიარებენ მიაფიზიტურ ქრისტოლოგიას, ამ ეკლესიას საკუთარ დასახელებაში აქვს სიტყვა täwahedo – ტევაჰედო, რომელიც “ერთიანს” (“being made one” ან “unified”) ნიშნავს და ეხება ქრისტეში ერთი (ერთიანი) ბუნების აღიარებას, შესაბამისად არ ცნობენ მეოთხე მსოფლიო კრებას (ქალკედონი, 451 წ.) აღიარებენ რა მხოლოდ პირველ სამ მსოფლიო კრებას.

ეთიოპიის ეკლესიისათვის დამახასიათებელი ძველი აღთქმის კანონებისადმი, განსაკუთრებული სიახლოვე, როგორც საკვების მიმართ, საჭმელი მათთან იყოფა წმინდა და არაწმინდად, ასევე შაბათის კანონისა და წინადაცვეთის შენარჩუნების მხრივ, რომელიც მერვე დღეს აღესრულება მამრობით სქესის ჩვილებზე (ხშირად წინადაცვეთას მიაწერენ არა რელიგიურ მოთხოვნას, არამედ ტრადიციის ერთგულებას), ეთიოპიის ეკლესიის მიერ დაგმობის მიუხედავად სამხრეთ ეთიოპიაში არსებობს ტრადიცია “ქალთა წინადაცვეთისა”.
კალენდარი, რომლითაც ისინი სარგებლობენ არის ძველი წინარეიულიანური და თანხვდება ჩვენთან არსებულ ძველ, იულიანურ სტილს, ლიტურგია იგივეა რაც კოპტური ეკლესიის წმ.მარკოზის ლიტურგია, ოღონდ იმ სხვაობით, რომ ლიტურგიის ჩასატარებლად აუცილებელია მინიმუმ 2 მღვდელი და 3 დიაკონი; ხოლო ვაჟების დიაკონობისადმი მომზადება 7 წლის ასაკიდან იწყება.

ეკლესიაში შესვლისას არის მოთხოვნა ფეხსაცმელების გახდისა, თუმცა ადის-აბებაში ხშირად ეს მოთხოვნა არ ფუნქციონირებს, ქალებისა და მამაკაცების დასადგომი ადგილები მკაცრად გაყოფილია, სადაც ქალები აუცილებლად მარჯვნივ უნდა იდგნენ, ხოლო ჯვრებზე ჯვარცმული ქრისტეს გამოხატვის ტრადიცია არა აქვთ.

სერგო ფარულავა

ნახვა: 183

ტეგები: Qwelly, ახალი, ეთიოპიის, ეკლესიაში, კათოლიკოს-პატრიარქი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters