გაცოცხლებული ქარაგმა (დასასრული)

      უკვე მერამდენედ ვინატრე გველთან საუბარი... სიზმრად ნანახმა ფრინველ-ღრუბელმა ძალიან დამაფიქრა.

      უპირველეს ყოვლისა, იმის შესახებ ვკითხავდი, თუ რად განშტოვდა სიზმარ-ცხადი ამ ზომამდე, რომ ხანდახან სრულებითაც აღარ ჰგვანან ერთმანეთს.

      თუნდაც ის საშიშარი ფრინველ-ღრუბელი ვთქვათ, სიზმარში რომ ვნახე... ფრინველ-ღრუბელის მსგავსი არსება, ნამდვილად ვიცი, სამოთხის ბაღში არ ბინადრობს და ცხადში არასოდეს მინახავს, სიზმარში კი გამომეცხადა და საშინელი ზაფრა დამატეხა თავზე. სანამდე გაგრძელდება სიზმარ-ცხადის ეს უცნაური და ზაფრისმომგვრელი განშტოება, საით მიემართება ან ერთი, ან მეორე...

      არც ამ საოცრად მძიმე სიტყვის, „ჯოჯოხეთის“ შესახებ დამავიწყდებოდა მეკითხა რაიმე.

      რად არ მეჩვენება გველი თუნდაც ერთი წამით...

      იმ შორეულ ვარსკვლავთან საუბრით გართულს მაინც მოვკრა თვალი, ჩვენს მზეზე რომ ბევრად უხნესია. ასეთ დროს ერთ სიტყვასაც არ იმეტებდა ჩემთვის. ვიცი, არც ახლა გაიმეტებს, მაგრამ ამაზეც თანახმა ვარ. მისი დუმილიც კი სანატრელად მექცა. ასე მგონია, მისი დანისლული თვალები რაღაცას მეტყოდა და მიმანიშნებდა ისეთს, რასაც სხვაგან ვერსად და ვერავისთან წავწყდომივარ.

      თითქოს ხელახლა მესმის მისი სიტყვები, უფლის შესახებ თქმული: თავის მკლავებზე გარწევდა, თავისი სუნთქვით გათბობდა, სულ პირველად მან დაგიძახა სახელად „ევა“...

      ალბათ ახლაც რამდენ საოცარ რამეებს მეტყოდა, სულ ცოტა ხნით რომ მჩვენებოდა. თუმცა შეიძლება აქვეა, ჩემს ცხვირწინ და მე მას ვერ ვხედავ. ძნელია მისი ჭრელი ტყავის გამორჩევა სამოთხის სიჭრელისგან. ვერ დაინახავ, თუ თვითონვე არ გაამჟღავნა თავი.

      ამაოა ჩემი ნატვრა და ძახილი, არ ამჟღავნებს გველი თავის თავს.

      მდინარეს მივაკითხე ისევ, შესახედავადაც ხომ ასე ჰგვანან ერთმანეთს... იქნებ მდინარეს დაედო სალბუნი ჩემი უსაგნო ნატვრისთვის, ერთხელ კიდევ შემხმიანებოდა, ერთი-ორი სიტყვა გაემეტებინა ენაწყლიანს და მარად მობუტბუტეს. ხმის ამოღებას არ დამაცდიდა, მაშინვე შემეხმიანებოდა, როგორც კი მის ნამიან ნაპირას მოვიკალათებდი.

      ამგერად ასე არ მომხდარა, თავისთვის ჩუმად ბუტბუტებდა.

      სხვა რა გზა მქონდა, ისევ მე წამოვიწყე საუბარი.

      - შენგან გავიგონე სულ პირველად, შენსავით მხიარული არავინაა მთელ სამოთხის ბაღშიო,- მხოლოდ მზე თუ შეგედრებაო. სულ ახლახანს კი, შენსავით სევდიანი არავინ მინახავსო. იქნებ ახლაც მითხრა რაიმე ისეთი, რაც გერ არავისგან მსმენია.

      პასუხად მდინარემ რაგაც გაურკვევლად ჩაიდუდუნა.

      - იქნებ ის მთხრა, ყოველთვის სევდისკენ რატომ მიიმართება სიხარულის ბილიკი.

      ისევ გაურკვეველი დუდუნი.

      - ზღაპარი მაინც მიამბე,მზის და მთვარის ზღაპარი,- - ვთხოვე სასოწარკვეთილმა.

      აღარც მდინარემ შემაწია სიტყვა. მხოლოდ ენაბრგვილი ბუტბუ[ტი და დუდუნი გავიგონე მისგან, რომელშიც ვერცერთ სიტყვას ვერ გამოარჩევდი.

კიდევ ერთი ქარაგმა

      ლეღვს ვკრეფდი საგზლად, შიმშილმა რომ არ შეგვაწუხოს შორ გზაზე, თან გემოსაც ვუსინჯავდი. რა გულიანად ხარხარებდნენ ფართოდ ტუჩგაპობილი ლეღვები... კიდევ კარგი, მათ სიცილს ვერაფერი დააკლო დიდმა მდუმარებამ.

      - გემრიელია? - კარგად ნაცნობი ჩუმი ხმა ჩამესმა სულ ახლოდან.

      ჰაერში გამიშეშდა ლეღვის მოსაწყვეტად გაწვდილი ხელი. ეს ხომ გველის ხმაა...

      გაფაციცებით შევათვალიერე ის ტოტი, საიდანაც ლეღვს ვკრეფდი, მაგრამ გველი ვერ დავინახე. ერთხანს ვაცეცე თვალები, იქნებ გველმა სხვა ტოტზე გადაინაცვლა, ის ხომ საოცრად მოქნილია და სხარტი. თვალს ვერ მოატან, ისე გასხლტება ერთი ადგილიდან მეორემდე.

      ამაოდ გავისარჯე, გველის ნასახიც კი ვერსად დავლანდე. მხოლოდ ლეღვები იცინოდნენ გულიანად, ტუჩგაპობილი, მწიფე ლეღვები.

      როგორც ჩენს, ხმა მომაწვდინა გველმა, მაგრამ თვითონ არ მენახვება.

      მე დავფიქრდი: რად მომაწვდინა ხმა გველმა სწორედ ლეღვის ხეზე. რა ხანია ვნატრობ მასთან შეხვედრას და სხვაგან არსად მჩვენებია, არც ხმა გამიგია მისი.

      ჰო, მართლა! მე ხომ გველი სულ პირველად ლეღვის ხეზე ვნახე. მაშინაც თვითონ შემეხმიანა პირველად. „გემრიელია?" თითქოს ახლაც ჩამესმის მისი შემპარავი ხმა.

      უკანასკნელადაც ლეღვის ხეზე ვიხილე გველი... ეს მაშინ, როდესაც ადამის სიზმარი იქცა სიცხადედ. კარგად მახსოვს: მაშინ გველს ხმა არ გაუღია, ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის. არც მე მომსვლია აზრად, თვითონვე შევხმიანებოდი. საკუთარ სხეულში ჩასახლებულ მზეს ვაყურადებდი, სხვა აღარაფერი მახსოვდა...

      მდუმარე გამოდგა ჩემი ბოლო შეხვედრა გველთან.

      ახლა კი თავისივე სიტყვა შემახსენა, სულ პირველად რომ მითხრა.

      აი კიდევ ერთი ქარაგმა: თითქოს გველმა, თვითონაც ქარაგმამ, საკუთარ კუდს ჩაავლო პირი და წრე გამოსახა.

მზის ნაპერწკალი

      ადამი ყველაზე ღონიერია ჩვენს შორის, ყველაზე დიდი და მძიმე შეკვრა სწორედ მან აიკიდა. რა აღარ იყო იმ შეკვრაში: სხვადასხვა ნადირის ტყავები, წვეტიანი ქვები, ჯოხები და რა ვიცი, კიდევ რა... ადამი მეტად მოუსვენარი ბუნებისაა, მუდამ რაღაცას ჩხირკედელაობს და რაც დაუგროვდა, თან მიაქვს ახალ ადგილას. მისი აზრით, იქაც დასჭირდება.

      მეც შემხვდა ჩემი წილი ტვირთი, რისი აკიდებაც შევძელ. ჩემს შეკვრაში უმეტესად ნაირნაირი ხილი იყო ჩალაგებული, ზოგი გამომშრალი, ზოგიც ახალი. პაწია მზეებსაც ავკიდეთ, რაც კი შეიძლეს. მათ ეს ყველაფერი თამაში ეგონათ და გახარებულები გვიყურებდნენ.

      ისღა რჩება, ნაბიჯი გადავდგათ და... დავტოვოთ სამოთხე.

      ამინდიც როგორ შეიცვალა... ცა ღრუბლებითაა დაფარული, ჭექა-ქუხილს გრიალი გააქვს და თავზე ელვის ნაპერწკლები გვეყრება.

      ადამი აგვიანებს ამ ერთი ნაბიჯის გადადგმას, უძრავად დგას ტვირთაკიდებული. ჩვენც იქვე ვდგავართ ჩვენი ტვირთით.

      მე ყველაზე ნაკლებად მეჩქარება აქაურობის დატოვება. მეგონა, ადამი სხვა აზრისა იყო. ახლა ვხედავ, მასაც უმძიმს, არც ის ჩქარობს. პაწია მზეებზე ნუღარაფერს ვიტყვით, მშვენივრად ერთობიან.

      რად არ იძვრის ადამი? დგას ზურგზე მძიმე ტვირთით და ჩამუქებულ ღრუბლებს თვალმოჭუტული შეჰყურებს, თითქოს და მათ მიღმა რაღაცის დანახვას ცდილობსო. მართლაცდა მეტად უცნაურად იქცევა, ასეთი რამ მისთვის ჯერ არასოდეს შემიმჩნევია.

      უცბად ადამი მობრუნდა და ამ უცნაურ საქციელს ასევე უცნაური სიტყვები მოაყოლა:

      - კოცონი ბოლოს აუცილებლად ჩაქრება.

      გაოცებით შევხედე და მოგვიანებით გამოვეპასუხე:

      - რა თქმა უნდა, ჩაქრება.

      - ის ვიღაცამ ხელახლა უნდა აანთოს.

      - ცხადია...

      - მე მიყვარს კოცონი, მიყვარს მისი სითბო და სინათლე, არც არასოდეს დამვიწყებია. რომ დამვიწყებოდა, აღარც ავანთებდი. მაგრამ მახსოვს და იმიტომაც ვანთებ ხოლმე ხელახლა.

      აღარაფერს ვამბობ, მხოლოდ ტვირთს ვინაცვლებ ზურგზე.

      - მე მზეც მიყვარს, - აგრძელებს ადამი, - არც მზე დამავიწყდება. მუდამ მემახსოვრება. მაშინაც კი, თუ ოდესმე მიინავლა და ჩაქრა დიდი კოცონივით.

      მე დავფიქრდი. მზე და კოცონი მართლაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. კოცონი ბოლოს აუცილებლად ჩაქრება, რაც არ უნდა დიდი და გუზგუზა დაანთო. ჰოდა, ალბათ მზეც შეიძლება ჩაქრეს.

      - კოცონის ხელახლა ანთება სულ ადვილია შენთვის, - ვეუბნები ადამს - ქვას ქვაზე ურტყამ და ნაპერწკალიც შენს ხელთაა. მაგრამ მზე თუ ჩაქრა, მისი ხელახლა ანთება ალბათ ძალიან ძნელი იქნება. შენ ნამდვილად ვერ შეძლებ...

      რა გგონიათ? ადამს ამაზეც აქვს პასუხი:

      - ჩვენ ვერ შევძლებთ, მაგრამ სხვა, ჩვენზე ბევრად უძლიერესი, სულ ადვილად შეძლებს ჩამქრალი მზის ხელახლა ანთებას.

      - კი მაგრამ ნაპერწკალი? ნაპერწკალი სად უნდა მოიძიოს...

      - მე მიყვარს მზე. მე მგონი, შენც გიყვარს. ხომ ასეა? (მე თავს ვუქნევ). სწორედ ესაა ნაპერწკალი, რითაც მზე ხელახლა აინთება. მზის ხელახლა გასაღვივებელი ნაპერწკალი უფალმა ჩვენში უნდა მოიძიოს.

      მე ისევ დავფიქრდი და ადამის სიტყვები ძალიან მომეწონა. მზე ყოველთვის მიყვარდა და ცხადია, ახლაც მიყვარს. განა მე არ ვეუბნებოდი მზეს, რომ მუდამ ასეთი მემახსოვრება იგი: ალერსიანად მომღიმარი, გულთბილი და სალმიანი.

      როგორც ვხედავ, არც ადამი ჩამორჩება ამ მხრივ.

      და აი, ამ დიდმა სიყვარულმა მზის ნაპერწკლებად გვაქცია ორივენი.

      მზის ნაპერწკალი!

      თვით გველიც კი ვერ იტყოდა უფრო უკეთესად.

      ახლაც წელზე განუშორებლად მარტყია გველის ტყავი, ერთიანად მოხატული გამოუცნობი ქარაგმებით....და ასე მგონია, გველი თავის შორეულ მზეს შეეხმიანა, როცა ადამმა მართლაცდა ნაპერწკალივით მღვივარი სიტყვა წარმოთქვა.

      ჩვენ გვიყვარს მზე, მისი სითბო და სინათლე ძალიან გვჭირდება. თურმე მზესაც ძალიან ვჭირდებით, ჩვენი სიყვარულის გარეშე იგი ვეღარ აინთება, თუკი ოდესმე ჩაქრა.

ცეცხლოვანი ღრუბლები

      ადამის სიტყვებმა თითქოს რაღაც გამახსენა, საკუთარი თვალით რომ მენახა, მაგრამ დავიწყებული მქონდა (ო, ეს დავიწყება!).

      ვხედავ ღრუბლებს, მაგრამ არა ასეთებს, ჩვენს თავს ზემოთ რომ იგრაგნებიან და ელვის ნაპერწკლებს აფრქვევენ. ის ღრუბლები სულ სხვა ღრუბლებია, მთლიანად ცეცხლისგან არიან შექმნილნი... იმ ცეცხლისგან, რომელიც ყველა მნათობთა მიღმა ნათობს... იმ შორეული ვარსკვლავის ჩათვლით, გველი რომ ესაუბრებოდა.

      ადამმა დაინახა, თუ როგორ ახლიდა უფლის ხელი საავდრო ღრუბლებს ერთმანეთზე და მათგან ელვის ნაპერწკლები ჩნდებოდნენ.

      მე ვხედავ: უფალმა ერთმანეთს შეახალა მნათობთა მიღმიერი ცეცხლოვანი ღრუბლები.

      ნაპერწკლები იმათგანაც დაიფრქვა...

      სწორედ მათი შორეული ათინათი დავინახე ჩემი პაწიების ბაგეებზე, გაუცნობიერებელი ღიმილით რომ შემომცინეს და სინათლის ქარაგმა ვუწოდე, მისი სხივმოსილებით გაოგნებულმა.

      დიახ, ისინი სულ სხვა ნაპერწკლებია, როგორც თვით ღრუბლები... ყოველ მათგანში უთვალავი მზის ელვარება სუფევს... და ისინიც ზუსტად ისევე მეყრებოდნენ თავზე ოდესღაც, როგორც ამწუთას საავდრო ღრუბლების ნაპერწკლები მეყრება.

      სახელი „ევა" მაშინ ჩამესმა სულ პირველად.

კინაღამ დამავიწყდა

      ადამმა წინ წადგა ნაბიჯი, მე გვერდით მივდევ. პაწიები წინ და უკან დარბიან, ხან გვისწრებენ, ხან ჩამოგვრჩებიან.

      ხელებით მზის ნაპერწკალი მიგვაქვს, გულით კი იმ ცეცხლოვანი ღრუბლების ნაპერწკალი, უფლის ხელი რომ შეეხო, და რომელსაც უფალი არასოდეს დაივიწყებს. ასე მგონია, უკვე ვიპოვე ერთერთი იმ ფერადი კენჭებიდან, დიდი დავიწყების ბნელ ფსკერზე რომ დამრჩა.

      ისე აღარ მემძიმება ტვირთი.

      მზემ თავი დააღწია ღრუბლებს, ალერსიანად გვიღიმის და ჩვენს სავალ ბილიკს ანათებს.

      ახლა უკვე ვიცი: ოდესმე იმ ბილიკსაც გაანათებს, რომლითაც სამოთხის ბაღში დავბრუნდებით.

      მგონი კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ დამავიწყდა.

      ჰო, გამახსენდა: ვინც მაფშალიას გალობას უსმენს, ის უფლის ხმასაც უსმენს.

      ეს ხომ უკვე ითქვაო, თანაც არაერთხეილ...ალბათ გაიკვირვებთ.

      კიდევ ბევრჯერ ვიტყვი.

ნახვა: 37

ტეგები: Qwelly, ადამი, ბიბლია, ბლოგი, მოთხრობა, მსგავსება, სამოთხე, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

უფასური ლარის გამაჯანსაღებელი, ბაჩალიაშვილის გზა სიკვდილამდე და კორონა ისევ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 18, 2020.
საათი: 11:45pm 0 კომენტარი

      როდესაც ქვეყანაში ლარი კურსი განსაკუთრებულ დაღმასვლას განიცდის და მალე დოლარი მხოლოდ ოცნების სფერო გახდება, ცხადია, დღის მთავარი ამბავი ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში გამოსვლა უნდა ყოფილიყო. შეგახსენებთ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2140 ლარი იყო დღეს, მაგრამ როგორც მინისტრის გაპარლამენტების დროს ხდება ხოლმე, მხოლოდ პარტიული კამათი, ლანძღვა, ერთმანეთის ავ-კარგის ჩვენება და უშინაარსო ამბების განხილვა იყო. დღის მთავარი ამბავია…

გაგრძელება

აიერაის გამოკვლეული მოსახლეობა და საერთო კანდიდატის პრობლემა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2020.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ეგზიტპოლებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ წინასწარ კვლევებს უკვე დებენ კარგად დაფინანსებული კომპანიები - ამჯერად აირაიმ დადო კვლევა ვის რა უნდა, ვინ ვის ირჩევს, რა აწუხებს და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე, ამ კვლევის შედეგებიც საპოლიტიკუროდ სალაპარაკო გახდა. ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა საკუთარ კანდიდატზე პრემიერის თანამდებობაზე, მაგრამ გაერთიანების ილუზია მაინც იქმნება. კორონა 179 ახალი შემთხვევით არ კარგავს აქტუალობას. დოლარი 3.20…

გაგრძელება

ტურიზმი და ეკონომიკა თბილისში, კორონას მწვერვალი და საარჩევნო საქმე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      კორონა ვირუსის ახალი მწვერვალები დაპყრობას ახერხებს საქართველოში - უკვე 196 შემთხვევაა. ქვეყნის მთავარი ამბავი სწორედ ამ გაზრდილი შემთხვევების მკურნალობის შესაძლებლობის გარკვევას ეძღვნება, ასევე არ ივიწყებენ საარჩევნოდ ხმების დაგროვების მცდელობას და აქტიური კამპანიები მიმდინარეობს. ტურიზმის აღდგენისთვის უკვე საერთაშორისო სხდომები იმართება თბილისში და რჩევა-დარიგება-დაპირებებიც მრავლად ისმის. რთველი კვლავ პრობლემდება და რაგბისტები უკვე ტყვიებს…

გაგრძელება

ქართული კოვიდ ინფიცირებულები და წინასწარი ხმები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 14, 2020.
საათი: 10:00pm 1 კომენტარი

      ახალ წელს გილოცავთ! თუმცა, როცა კოვიდი 165 ახალ ქართულ შემთხვევას ითვლის, ჩვენს ქვეყანაში ყველა ნიუსი მის გარშემო ტრიალებს. და მასთან ერთად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავიც არ ცხრება - არჩევნები 2020 კარზე გვადგება და დღითიდღე აქტიურდებიან ხმების მსურველები. დოლარი სადღა მიფრინავს - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1308 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14 სექტემბერი, 2020…

გაგრძელება

Qwelly World

free counters